№10471-13 2 აპრილი, 2013 წელი
ბ-ი ხ., 10471-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ზ. შ-ს
მსჯავრდებულ - ხ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ხ. ბ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 თებერვლის განაჩენით ხ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ხ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების თანახმად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 4 თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ხ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 4 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხ. ბ-მა დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 4 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ხ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 სექტემბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ხ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც დაუდგინდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ხ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 14 აგვისტოდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №12 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ხ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი პირობითი მსჯავრი, 6 წლის გამოსაცდელი ვადით - პროპორციულად შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საბოლოოდ, ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 3 წელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 14 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ხ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული ხ. ბ-ი არის ადრე ნასამართლევი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით სქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად, მსჯავრდებულ ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, რასაც უნდა გამოაკლდეს პატიმრობაში ყოფნის 3 დღე და ამ განაჩენით უნდა შეეფარდოს 2 წლით, 2 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 2 თვე და 27 დღე და ამ განაჩენით უნდა შეეფარდოს 4 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალურად მოსახდელი აქვს 1 წელი და 4 თვე, რასაც უნდა გამოაკლდეს მოხდილი სასჯელი - 1 წელი, ხოლო დარჩენილი 4 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით. ამ განაჩენით მსჯავრდებულ ხ. ბ-ს მოსახდელად უნდა დარჩეს 3 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს.
საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2 წლისა და 3 თვის ვადით - უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წელი, 1 თვე და 27 დღე და მსჯავრდებულ ხ. ბ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 2 წელი და 3 თვე - უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, 1 თვე და 27 დღე - უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის, 10 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2012 წლის 14 აგვისტოდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, რასაც გამოაკლდეს პატიმრობაში ყოფნის 3 დღე და ამ განაჩენით შეეფარდოს 2 წლით, 2 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 2 თვე და 27 დღე და ამ განაჩენით შეეფარდოს 4 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალურად მოსახდელი აქვს 1 წელი და 4 თვე, რასაც გამოაკლდეს მოხდილი სასჯელი - 1 წელი, ხოლო დარჩენილი 4 თვე ჩაეთვალოს პირობით. ამ განაჩენით მსჯავრდებულ ხ. ბ-ს მოსახდელად დარჩეს 3 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ხ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს.
საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2 წლისა და 3 თვის ვადით - დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წელი, 1 თვე და 27 დღე და მსჯავრდებულ ხ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 2 წელი და 3 თვე - მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, 1 თვე და 27 დღე - ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის, 10 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 14 აგვისტოდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე