Facebook Twitter

№10971-13 5 აპრილი, 2013 წელი

თ-ე ჯ., 10971-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - თ. ჯ-ს

მსჯავრდებულ - ჯ. თ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. თ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენით ჯ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1988 წლის 16 ნოემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ჯ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მას მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად ახლად დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 წელი, 2 თვე და 6 დღე დაემატა ნაწილობრივ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 11 სექტემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 3 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით – შეუმცირდა 3 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, რომლის მოუხდელი ნაწილი – 15 წელი, 2 თვე და 6 დღე ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც მას საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის, 8 თვისა და 6 დღის ვადით“. სხვა ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი აბზაცის მეორე წინადადებაში ჩაიწერა: «და ჯ. თ-ს საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლისა და 8 თვის ვადით».

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცის მეორე წინადადებაში ჩაიწერა: «საიდანაც 1998 წლის 16 ნოემბრიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 5 წელი, 10 თვე და 25 დღე - მას უნდა ჩაეთვალოს მოხდილად, ხოლო აღნიშნული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი ვადა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 1 თვითა და 5 დღით - ნაწილობრივ უნდა დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბოლო დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთას, რის შედეგადაც ჯ. თ-ს საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 7 თვის ვადით, რომლის მოხდის ათვლა მას უნდა დაეწყოს 2004 წლის 12 ოქტომბრიდან».

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე აბზაცში ჩაიწერა: «საიდანაც 1998 წლის 16 ნოემბრიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 5 წელი, 10 თვე და 25 დღე _ ჩაეთვალა მოხდილად, ხოლო აღნიშნული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი ვადა _ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 1 თვითა და 5 დღით _ ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბოლო დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, რის შედეგადაც ჯ. თ-ს საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 7 თვის ვადით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2004 წლის 12 ოქტომბრიდან.» განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მისჯილი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წელი და 7 თვე და განესაზღვრა 7 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჯ. თ-ს განესაზღვრა 9 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. თ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, მსჯავრდებულ ჯ. თ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 12 წელსა და 9 თვეს. მან დანიშნული სასჯელიდან 1998 წლის 16 ნოემბრიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე მოიხადა 5 წელი, 10 თვე და 26 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 6 წელი, 10 თვე და 14 დღე.

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ამ განაჩენით მას მოსახდელად უნდა დარჩეს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 10 თვე და 14 დღე და მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2004 წლის 12 ოქტომბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ჯ. თ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 12 წელსა და 9 თვეს.

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ამ განაჩენით მას მოსახდელად დარჩეს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 10 თვე და 14 დღე და მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მოსახდელად განესაზღვროს 8 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2004 წლის 12 ოქტომბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე