№ბს-342(კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 27 იანვარს გ.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის №MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელე - გ.კ-ეს 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდი წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდში, ამასთან, 1993 წლის 8 აპრილიდან 1993 წლის 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 1993 წლის 6 სექტემრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლებოდა განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდებოდა სამ დღედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით გ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადასაგზავნად, სადაც მოსარჩელე გ.კ-ის სამხედრო სამსახურში, წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩაეთვლება 1992 წლის 08 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდი, ამასთან, 1993 წლის 08 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 03 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლება განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდება სამ დღედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ.კ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩაირიცხა პირველი კატეგორიის რეზერვში. აფხაზეთში მიმდინარე საომარ ოპერაციებში მონაწილეობდა 1993 წლის 8 აპრილიდან 1993 წლის 8 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 1993 წლის 6 სექტემბრამდე.
გ.კ-ე, პირადი საქმის მიხედვით, 1993 წლის 8 აპრილიდან 1993 წლის 6 სექტემბრიდან იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ე ბრიგადის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ჯარისკაცად (სამხედრო ბილეთი №...).
...-ე ...ის კადრების განყოფილების უფროსის - შტაბის უფროსის მოადგილის, ...ის ქვეგანაყოფის ყოფილი უფროსის, აფაზეთის ...ის თავმჯდომარის მოადგილის ხელმოწერებით დადასტურებული საბრძოლო მოკვლევის შესაბამისად, საქართველოს ...ის ქვეგანაყოფის ასეულის მეთაური, კაპიტანი გ.კ-ე მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ...ის შემადგენლობაში. 1993 წლის 3 ივნისიდან 6 ივლისამდე იცავდა ...ს. 6 ივლისს კ-ე ტყვედ იქნა აყვანილი, ხოლო 1993 წლის 26 სექტემბერს იგი გათავისუფლდა ...ის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკიდან, გაცვლის წესით. ამასთან, იგი წარდგენილია გორგასლის მესამე ხარისხის ორდერზე.
სანოტარო წესით დამოწმებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის გენერალ-მაიორის დ.გ-ას 1994 წლის 24 აგვისტოს №1/1-344 და საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის რ.ვ-ის 1994 წლის №ნ-1345 წერილებით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ე.შ-ეს წარედგინა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტის მე-... სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის დასაჯილდოებელ მებრძოლთა სია, მათ შორის, გ.კ-ე წარდგენილ იქნა მესამე ხარისხის ორდენზე.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის კავშირის თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა თ.კ-მა 2000 წლის 12 მაისს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ დ.თ-ეს, რომლის მიხედვითაც, 1992 წლის 8 ოქტომბერს რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურთან შეიქმნა სპეციალიზირებული რაზმი. რაზმის ბაზაზე რკინიგზის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს შემდგომში დაგეგმილი ჰქონდა რკინიგზის რეზერვისტებისაგან შემდგარი ცალკე ლეგიონის შექმნა. ვინაიდან ეს რაზმი მოიაზრებოდა როგორც ლეგიონის ბირთვი, რაზმის პირადმა შემადგენლობამ გაიარა წვრთნა ...ის სამხედრო ნაწილში (მეთაური - პოლკოვნიკი ზ.დ-ე) და შემდგომში, არაერთხელ მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტის დროს საბრძოლო მოქმედებებში. მის მეთაურებს თ.კ-ის მიერ 1992 წლის ოქტომბრიდან 1993 წლის აპრილამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს მიენიჭათ სამხედრო წოდებები, კერძოდ, ასმეთაურ გ.კ-ეს მინიჭებული ჰქონდა „კაპიტნის“ სამხედრო წოდება. იმ პერიოდში ეს გაფორმებული არ იყო ბრძანებით, ობიექტური მიზეზების გამო (რაზმი თითქმის მუდმივად იმყოფებოდა აფხაზეთში). შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვდა მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის ივლისის №433 ბრძანების თანახმად, მათ მინიჭებოდათ მის მიერ პირადი შემადგენლობის მწყობრის წინაშე გამოცხადებული წოდებები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 30 აგვისტოს №1/650 ბრძანებით დამტკიცდა გ.კ-ე ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ...ის პირად შემადგენლობაში და მას 1993 წლის 30 ივნისს მიენიჭა სამხედრო წოდება „კაპიტანი“; საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამოირიცხა 1993 წლის 6 ივლისს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზის მიხედვით, გ.კ-ე 2004 წლის 4 ოქტომბრიდან 2005 წლის 18 თებერვლამდე, 2014 წლის 11 ივლისიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდებში ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შეირაღებული ძალების რიგებში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 22 დეკემბრის №8069 ბრძანებით დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2016 წლის 22 დეკემბრიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილებით, გ.კ-ეს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, გ.კ-ის 2018 წლის 16 თებერვლის №162436 და №162377 განცხადებებისა და პირადი საქმის მიხედვით, 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე, 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე, 1998 წლის 8 ივნისიდან 2005 წლის 18 თებერვლამდე, 2005 წლის 19 თებერვლიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს (18 წელი და 10 თვე). ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 24 მარტის №44 ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, სამხედრო ბილეთის ჩანაწერის მიხედვით, მითითებული 1993 წლის პერიოდები თავის დროზე ჩაითვალა სამხედრო სამსახურის გავლად.
გ.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შეიარაღებული ძალების ... შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD9 18 00183365 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ.კ-ის მიერ 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე ნამსახურობის პერიოდის წელთა საერთო ნამსახურობაში ჩათვლის თაობაზე; ამასთან, 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდის განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად ჩათვლა და ნამსახურობის ერთი დღის სამ დღედ დაანგარიშება მოითხოვა.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ.კ-ის ნამსახურობასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გ.კ-ე სამხედრო სამსახურში იყო 1992 წლის 08 ოქტომბრიდან, მან გაიარა შესაბამისი წვრთნები და 1993 წლის 08 აპრილიდან მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, კერძოდ, 1993 წლის 08 აპრილიდან 22 აპრილამდე და 03 ივნისიდან 06 ივლისამდე, ხოლო 06 ივლისს იგი ტყვედ ჩავარდა, საიდანაც გათავისუფლდა 1993 წლის 26 სექტემბერს. 1993 წლის 30 ივნისიდან მას უკვე მიენიჭა სამხედრო წოდება „კაპიტანი“. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ერთი დღე ითვლება ნამსახურობის სამ დღედ. ამასთან, ტყვედ ჩავარდნილ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება, მოსარჩელისათვის 1993 წლის 06 ივლისს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში განხილულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: სამხედრო ბილეთის (სერია თს №...) ჩანაწერისა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 24 მარტის №44 ბრძანების თანახმად, 1993 წლის 8 აპრილიდან 1993 წლის 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან ამავე წლის 6 სექტემბრამდე (00 წელი, 03 თვე, 17 დღე) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი, მოსარჩელეს ჩაეთვალა სამხედრო სამსახურის ნამსახურობაში.
გადაწყვეტილების მიხედვით, სამსახურის გავლისა და ტყვეობაში ყოფნის პერიოდის შესახებ, არ იძებნება ინფორმაცია ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურსა (წერილი №139; 04.12.2019წ.) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (29.11.2019წ. №SSG 3 19 00221524 წერილი). მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებას.
ამასთან, რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახური არ შედიოდა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. შესაბამისად, ინფორმაცია ცალკეული ლეგიონის ან მე-... სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის შექმნის თაობაზე და თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ...ის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში არ იძებნება (წერილი №MOD 5 19 01252489, 04.12.2019წ.).
...-ე ..., მთავარი შტაბის უფროსის 1993 წლის 29 ოქტომბრის №12 ბრძანებით გაუქმებულია 1993 წლის 25 ოქტომბრიდან (წერილი №MOD 4 19 01320806, 19.12.2019). შესაბამისად, არ დასტურდება ინფორმაცია, 1994 წლის 22 ნოემბრამდე გ.კ-ის ...-ე ...ის შემადგენლობაში სამსახურის თაობაზე.
ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული და მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელის კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 18 წელსა და 10 თვეს: - 1998 წლის 8 ივნისიდან - 2004 წლის 24 თებერვლამდე (5 წელი, 08 თვე, 16 დღე) -სამხედრო მსახური დაზვერვის დეპარტამენტში (შემ. №817-ს 17.12.2019წ.).
ვინაიდან, გ.კ-ის სამხედრო სამსახურში კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ წელს, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და ოდენობის განსაზღვრისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახობის პერიოდსა და მისი დაანგარიშების წესს და მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოსარჩელე გ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ.კ-ის ნამსახურობასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის №ბს-188(კ-19) განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, საქართველოს ეროვნული გვარდიის კავშირის თავმჯდომარის, არმიის გენერალის თ. კ-ის 2000 წლის 12 მაისის №1/226 შუამდგომლობის, 2003 წლის 12 ივნისის №7/510 საბრძოლო მოკვლევის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელე გ.კ-ის საომარ მდგომარეობაში მონაწილეობის ფაქტი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნამსახურობის დაანგარიშება არ განახორციელა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სადავო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილებით რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საქმეზე სათანადო მტკიცებულებების არ არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დამატებითი მტკიცებულებების მოუძიებლობის თაობაზე, ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება პირს წარმოეშვება იმ შემთხვევაში, თუ მისი წელთა ნამსახურობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს შეადგენს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს.
განსახილველ შემთხვევაში ...-ე ..., მთავარი შტაბის უფროსის 1993 წლის 29 ოქტომბრის №12 ბრძანებით გაუქმებულია 1993 წლის 25 ოქტომბრიდან (წერილი №MOD 4 19 01320806; 19.12.2019წ.) შესაბამისად, არ დასტურდება ინფორმაცია 1994 წლის 22 ნოემბრამდე გ.კ-ის ...-ე ...ის შემადგენლობაში სამსახურის თაობაზე. გარდა ამისა, ცნობილია, რომ რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახური არ შედიოდა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. შესაბამისად, ინფორმაცია ცალკეული ლეგიონის ან მე-... სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის შექმნის თაობაზე და თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ...ის შემადგენლობაში შესვლის შესახებ თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში არ იძებნება (წერილი №MOD 5 19 01252489; 4.12.2019წ.). ამასთან, სამსახურის გავლისა და ტყვეობაში ყოფნის პერიოდის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურსა (№139; 04.12.2019წ.) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (29.11.2019წ. №SSG 3 19 00221524 წერილი). კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი წელთა ნამსახურობაში გათვალისწინებული ყოფილიყო 1992 წლის 08 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდი (მათ შორის, 1993 წლის 08 აპრილიდან 1993 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ.კ-ის 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე ნამსახურები წლების საერთო სტაჟში, ამასთან, 1993 წლის 8 აპრილიდან 1993 წლის 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 1993 წლის 6 სექტემრამდე ნამსახურები პერიოდის განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად ჩათვლის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილებით, გ.კ-ეს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, გ.კ-ის 2018 წლის 16 თებერვლის №162436 და №162377 განცხადებებისა და პირადი საქმის მიხედვით, 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე, 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე, 1998 წლის 8 ივნისიდან 2005 წლის 18 თებერვლამდე, 2005 წლის 19 თებერვლიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს (18 წელი და 10 თვე). ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 24 მარტის №44 ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, სამხედრო ბილეთის ჩანაწერის მიხედვით, მითითებული 1993 წლის პერიოდები თავის დროზე ჩაითვალა სამხედრო სამსახურის გავლად.
გ.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შეიარაღებული ძალების ... შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD9 18 00183365 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ.კ-ის მიერ 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე ნამსახურობის პერიოდის წელთა საერთო ნამსახურობაში ჩათვლის თაობაზე; ამასთან, 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდის განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად ჩათვლა და ნამსახურობის ერთი დღის სამ დღედ დაანგარიშება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ.კ-ის ნამსახურობასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, საქართველოს ეროვნული გვარდიის კავშირის თავმჯდომარის, არმიის გენერალის თ. კ-ის 2000 წლის 12 მაისის №1/226 შუამდგომლობით, 2003 წლის 12 ივნისის №7/510 საბრძოლო მოკვლევით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა გ.კ-ის საომარ მდგომარეობაში მონაწილეობის ფაქტი.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილება, რომლითაც იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის სამხედრო სამსახურში კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ წელს, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე მითითებით, რაზე მსჯელობაც არასაკმარისად მიიჩნია სასამართლომ წინარე აქტის გასაჩივრების პირობებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წელთა ნამსახურებაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური, პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი, სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში კადრში დატოვებით, ტყვეობაში ყოფნის პერიოდი თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი თუ სამხედრო მოსამსახურეები რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იქნენ მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში და რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ტყვედ ჩავარდნილ, აგრეთვე ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, თუ ტყვეობა არ იყო ნებაყოფლობითი და ტყვედ ჩავარდნილმა არ ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
ამავე კანონის მე-15 მუხლი ადგენს ნამსახურები წლების გაანგარიშების წესს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამხედრო მოსამსახურეები ჯილდოვდებიან ორდენებითა და მედლებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილებით რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები, მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ საფუძვლებს.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ, 2019 წლის 7 მაისის №ბს-188(კ-19) განჩინებით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, საქართველოს ეროვნული გვარდიის კავშირის თავმჯდომარის, არმიის გენერალის თ. კ-ის 2000 წლის 12 მაისის №1/226 შუამდგომლობის, 2003 წლის 12 ივნისის №7/510 საბრძოლო მოკვლევის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია გ.კ-ის საომარ მდგომარეობაში მონაწილეობის ფაქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით ახალი მტკიცებულებების მოუძიებლობა ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი