Facebook Twitter

ბს-180 (კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ხ. მ-ე, ი. ც-ე, ე. პ-ი, ჯ. მ-ე, რ. ჩ-ე, ნ. ვ-ი, მ. ნ-ე, გ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2022წ. განჩინება

განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხ. მ-ემ, ი. ც-ემ, ე. პ-იმ, ჯ. მ-ემ, რ. ჩ-ემ, ნ. ვ-იმ, მ. ნ-ემ, გ. ს-ემ 14.11.2017წ. სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს "სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ. ვ-ის, ჯ. მ-ის, ე. პ-ის, ხ. მ-ის, რ. ჩ-ის, მ. ნ-ის, ი. ც-ის და გ. ს-ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 27.06.2017წ. N395 დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 05.10.2017წ. N02/248 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად განისაზღვრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის და გ. ს-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2021წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის და გ. ს-ის მიერ.

ხ. მ-ემ, ი. ც-ემ, ე. პ-იმ, ჯ. მ-ემ, რ. ჩ-ემ, ნ. ვ-იმ, მ. ნ-ემ, გ. ს-ემ 29.09.2023წ. განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად მოითხოვეს სარჩელის გამოხმობა. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 13.10.2023წ., ხოლო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 19.10.2023წ. უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს განცხადებები, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეები დაეთანხმნენ განცხადებას სარჩელის გამოხმობის და განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის და გ. ს-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის და გ. ს-ის სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში ხ. მ-ემ, ი. ც-ემ, ე. პ-იმ, ჯ. მ-ემ, რ. ჩ-ემ, ნ. ვ-იმ, მ. ნ-ემ, გ. ს-ემ განცხადებით მოითხოვეს სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხეები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია წერილობით დაეთანხმნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის და გ. ს-ის სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული და უნდა გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის და გ. ს-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2022წ. განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2021წ. გადაწყვეტილება;

3. ხ. მ-ის, ი. ც-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ის, ნ. ვ-ის, მ. ნ-ის და გ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ დარჩეს განუხილველი;

4. ს. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.02.2023წ. №7826 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი