Facebook Twitter

საქმე №ბს-371(კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 26 თებერვალს სს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტს 12.06.2018წ. №04/34223 და №04/34232, 5.07.2018წ. №04/38954 და 16.07.2018წ. №04/40843 გადაწყვეტილებებით შპს „...ოს“ უარი ეთქვა რიგი პაციენტების სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 3.02.2019წ. №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა პაციენტების - ა.ს-ის, ა.კ-ისა, მ.ა-ის და ო.ა-ის შესასრულებლად აღიარებული მომსახურების დაფინანსების ნაწილში.

მოსარჩელის განმარტებით, მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლი ეხმარება ექიმს იმის განსაზღვრაში, რომელი პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებას და რომელი უნდა გაეწეროს ბინაზე დახმარების გარეშე, პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხის შეუქმნელად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პაციენტ ლ.ა-ას შემთხვევაში, სწორედ ძლიერი თავის ტკივილი წარმოადგენდა იმ პრიორიტეტულ ნიშანს, რომლის გამოც იგი უნდა მოთავსებულიყო დაყოვნების გარეშე გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. პაციენტი - ს. გ-ე, მის მიერ მიღებული მედიკამენტის ტოქსიურობისა და გვერდითი ეფექტების გამო, საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას და სასიცოცხლო ნიშნების მუდმივ მონიტორინგს, რითაც დასტურდება პაციენტისთვის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურეობის საჭიროება. პაციენტ - ე. კ-ის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ დამატებით ჩარევის კოდის მიწოდებით ხელოვნურად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, რის გამოც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი ინტერვენცია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პაციენტი სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე საჭიროებდა ორივე ქირურგიულ ჩარევას. პაციენტ - ა. ა-ის შემთხვევაში არსებობდა რა საშიშროების შემდეგი ნიშნები: შეშუპება, ცხელება, მოძრაობის შეზღუდვა, მისი მდგომარეობამ განაპირობა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პაციენტმა ო. ს-მა სამედიცინო დაწესებულებაში წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე გაცემული მიმართვა, სადაც ოპერაციის დასახელება და ღირებულებაცაა მითითებული, რის შესაბამისადაც სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაიცა „გეგმიური ქირურგიული ოპერაცია“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პაციენტს კანონიერი ნდობა გააჩნდა მიმართვის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევათა ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ლახავს მათ კანონიერ უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას.

მოსარჩელემ მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №04/34223 და №04/34232, 2018 წლის 5 ივლისის №04/38954 და 16 ივლისის №04/40843 გადაწყვეტილებებისა და მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 თებერვლის №04/4934 და 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, სადავო აქტებით უარყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელე სს „...ის" („მ...ოს“) უფლებამონაცვლედ ჩაერთო სს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლისს 17 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებები ა. კ-ის, ე. კ-ის, მ. ა-ის, ო. ა-ისა და ქ. მ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №04/34223, №04/34232, ასევე 2018 წლის 5 ივლისის №04/38954 და 16 ივლისის №04/40843 გადაწყვეტილებები ა. კ-ის, ე. კ-ის, მ. ა-ის, ო. ა-ისა და ქ. მ-ის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებები ა. კ-ის, ე. კ-ის, მ. ა-ის, ო. ა-ისა და ქ. მ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა. აპელანტმა - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაასაჩივრა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი, თუმცა სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზეც. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაწილობრივ გაბათილებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მთლიანად სცნო ბათილად, ამასთან, სააპელაციო პალატამ იმსჯელა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე და ნაწილობრივ ბათილად სცნო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საუარესოდ შებრუნება, შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივრის არსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ საქმე აპელანტის საუარესოდ შეაბრუნა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხზე მსჯელობას და იმის გარკვევას, სააპელაციო სასამართლომ მოახდინა თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აპელანტის საუარესოდ შებრუნება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ აქვს უფლება მხარე თავისი გადაწყვეტილებით ჩააყენოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრების წარდგენამდე იმყოფებოდა. აღნიშნული სასამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნება, სასამართლოს არ აქვს უფლება გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეები აღმოჩნდებიან იმაზე ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე იმყოფებოდნენ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №04/34223 და №04/34232, 2018 წლის 5 ივლისის №04/38954 და 16 ივლისის №04/40843 გადაწყვეტილებებისა და მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 თებერვლის №04/4934 და 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, სადავო აქტებით უარყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მოპასუხისთვის დავალება.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლისს 17 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებები ა. კ-ის, ე. კ-ის, მ. ა-ის, ო. ა-ისა და ქ. მ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.03.2020წ. გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 03 თებერვლის №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №04/34223, №04/34232, ასევე 2018 წლის 5 ივლისის №04/38954 და 16 ივლისის №04/40843 გადაწყვეტილებები ა. კ-ის, ე. კ-ის, მ. ა-ის, ო. ა-ისა და ქ. მ-ის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო დაწესებულებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე. დადგენილია, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №04/34223 გადაწყვეტილებით (ლ.ა-ა, ა.ს-ი, ა.კ-ი, ს.გ-ე), №2640114847, №2031800589, №1247028973, №2546352275 და №2542468157 შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №04/34232 გადაწყვეტილებით №2560619371 (ე.კ-ი) შემთხვევას მიენიჭა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 5 ივლისის №04/38954 გადაწყვეტილებით (ა.ა-ი, მ.ა-ე, ო.ა-ი) №168787121, №1260377968, შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადეგნილების №1 დანართი მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. ამავე გადაწყვეტილებით შემთხვევა №329243132 არ ანაზღაურდა დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის №04/40843 გადაწყვეტილებით (ე. ს-ი, ქ. მ-ე) №762742614 და №3912309579 შემთხვევებს მიენიჭათ სტატუსი არ ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 36-ე დადეგნილების №1 დანართი მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

06.07.2018წ. „მ...ოს“ წარმომადგენელმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №04/34232 და №04/34223 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 03.02.2019წ. №04/4932 გადაწყვეტილებით „მ...ოს“ წარმომადგენლის 2018 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული სამედიცინო შემთხვევების დაფინანსების მოთხოვნის ნაწილში.

24.07.2018წ. „მ...ოს“ წარმომადგენელმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 5 ივლისის №04/38954 და 16 ივლისის №04/40843 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 3.02.2019წ. №04/4934 გადაწყვეტილებით „მ...ოს“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ მ. ა-ისა და ო. ა-ის სამედიცინო შემთხვევების ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული ნაწილის დაფინანსების მოთხოვნის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ (პაციენტების - ა. კ-ის, ე. კ-ის, მ. ა-ის, ო. ა-ისა და ქ. მ-ის ნაწილში) გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებები წარმოადგენენ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული საჩივრების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ (პაციენტების - ა. კ-ის, ე. კ-ის, მ. ა-ის, ო. ა-ისა და ქ. მ-ის ნაწილში) ბათილად ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.06.2018წ. №04/34223, №04/34232, №04/34232, ასევე 15.07.2018წ. №04/38954 და 16.07.2018წ №04/40843 გადაწყვეტილებები ის ძირითადი აქტებია, რომლებითაც სამედიცინო დაწესებულებას უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არსებითად ბათილად სცნო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 2019 წლის 3 თებერვლის №04/4932 და №04/4934 გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გადაწყვეტილების მის საუარესოდ შებრუნების თაობაზე, რადგან პროცესუალური სისწორის თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შინაარსობრივად და შედეგობრივად კანონშესაბამისია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასასაჩივრებული გადაწყვეტილებით შედეგობრივად აპელანტის სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა. სააპელაციო სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია სასარჩელო მოთხოვნა სხვა პაციენტებთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასკ-ს 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტები შეეხება იმავე პაციენტებს (ა. კ-ს, ე. კ-ს, მ. ა-ეს, ო.ა-ს და ქ. მ-ეს).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, სწორედ ხელახლა გასამართი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ძირითადი აქტების სამართლებრივი ბედი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი შინაარსობრივად იგივე შედეგია დამდგარი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებული სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა, რადგან ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ იდენტურ შემთხვევებზე უნდა იმსჯელოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 12.06.2018წ. №04/34223, №04/34232, ასევე 5.07.2018წ. №04/38954 და 16.07.2018წ №04/40843 გადაწყვეტილებები გასაჩივრების წესთან დაკავშირებით ადგენდა მხარის ალტერნატიულ შესაძლებლობას, კერძოდ, ან ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში გასაჩივრებას ან სასარჩელო განცხადებით პირდაპირ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად მხარის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძირითადი აქტების ასკ-ის 32.4 მუხლით ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების მიზნებიდან. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია მისთვის გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. №12958 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 30.05.2023წ. №15652 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 133.92 ლარის ოდენობით, ჯამში - 433.92 ლარი, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 303.74 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. №12958 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 30.05.2023წ. №15652 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 133.92 ლარის, ჯამში 433.92 ლარის 70 პროცენტი - 303.74 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა