¹ ას-206-625-06 6 ივლისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადრიანი (მომხსენებელი),
თ. თოდრია
საქართველოს სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე.უგლავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 16 აგვისტოს უ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ.ყ-შვილის მიმართ და მოითხოვა მისთღვის 7500 აშშ დ ოლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.ყ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.უ-ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.უ-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის განჩინებით ე.უ-ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად; სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების ვადა დადგინდა 2006წ. 20 ივლისამდე.
კ. ყ-შვილმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, არომ ე.უ-ვას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.უ-ვას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისადბ საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მულის მეხუთე ნაილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციოს ასამართლოს მეორე ნაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება ლდაუსბწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებთად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 391-ე მუხლის საღუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ე.უ-ვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს იხელმძღვანელა სსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.უ-ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაშუვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.