Facebook Twitter

საქმე №ბს-820(კს-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა.გ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები - ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ ...“, ც.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-540-531(2კ-12) განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 7 აპრილს ა.გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი...“-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ...ის №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე, 2010 წლის 14 იანვრის 17:22 სთ-ის მდგომარეობით, ა.გ-ას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალება; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 30 000 ლარის დაკისრება; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის, კ.ი-სათვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით 30 000 ლარის დაკისრება; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 30 000 ლარის დაკისრება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 30 000 ლარის დაკისრება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნ.გ-სათვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით 30 000 ლარის დაკისრება; ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი...“-სათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 100 000 ლარის დაკისრება და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი...“-ის თავმჯდომარე, ი.დ-სათვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით 100 000 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით, ა.გ-ას სარჩელი - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი...“-სათვის 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრებისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი...“-ის თავმჯდომარე, ი.დ-სათვის, 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამასთან, იმავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.გ-ამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა.გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.გ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, ა.გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქ.№2/4-ში მდებარე მიწის ფართზე, 2010 წლის 14 იანვრის 17:22 სთ. მდგომარეობით, ა.გ-ას უფლების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება ა.გ-ასათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა.გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, ა.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისში, ...ის №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №... 17:22 საათის მდგომარეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და ინდ. ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ი...“-ის წევრებმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, კასატორის - ინდ. ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ი...“-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 36 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ...ის ქ. №2/4-ში მდებარე 36 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №... 17:22 საათის მდგომარეობით და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166,5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ...ის №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №... 17:22 საათის მდგომარეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ა.გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების 36 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში ბათილად ცნობის და ქ. თბილისი, ...ის ქ. №2/4-ში მდებარე 36 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №... 17:22 საათის მდგომარეობით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე უარის თქმის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით ა.გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება.

ა.გ-ამ 2020 წლის 5 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება, ა.გ-ამ 23.06.2023წ. და 22.11.2021წ. ასევე მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-540-531(2კ-12) განჩინების განმარტება და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა.გ-ას განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166,5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნას პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ...ის №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის №... განცხადების 17:22 საათის მდგომარეობით. ა.გ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-540-531(2კ-12) განჩინების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ა.გ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სააღსრულებო ფურცლის გაცემის თობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვნების თავიდან აცილების და მეტი სიცხადის მიზნით საჭიროებდა შემდეგნაირ განმარტებას: ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება 166,5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნას პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ...ის №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის №... განცხადების 17:22 საათის მდგომარეობით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა.გ-ამ 17.09.2013წ. მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-540-531(2კ-12) ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მისი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.5. ს.ფ.73, 86-88); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით კი ა.გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ „..... საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის, მიხედვით, 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის მესაკუთრეა ა.გ-ა; ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება. ზემოაღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ ა.გ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება (იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ...ის ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №... 17:22 საათის მდგომარეობით) აღსრულებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში აღსრულებულია, არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, ვინაიდან, სააღსრულებო ფურცელი სწორედ გადაწყვეტილების აღსრულებას ისახავს მიზნად; განსახილველ შემთხვევაში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში მოპასუხის მიერ ნებაყოფლობითაა აღსრულებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ ა.გ-ას მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს/540-531(2კ-12) განჩინების განმარტებაზე უსაფუძვლოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რადგან მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) მიმღები სასამართლოა უფლებამოსილი მისი სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ა.გ-ას მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სააღსრულებო ფურცლის გაცემის თობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2013 წლის 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.გ-ამ.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის №9 ბრძანების „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა ხდება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №2/4-ში, არსებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ საკუთრებაში გააჩნია 166,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ა.გ-ას მოთხოვნას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მახლობლად მდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის მანქანების შინაგან საქმეთა მინისტრისათვის გაყვანის დავალება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ აქვს თბილისის მერიის კარის გახსნის შესახებ 26.12.2008წ. №47 დადგენილება, რომლის საფუძველზეც სურს საცხოვრებელი კორპუსის შიდა მხრიდან კარის გაჭრა. ა.გ-ა ასევე ითხოვს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით ა.გ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ა.გ-ას შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამავე ნორმის თანახმად, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მითითებული ნორმის შინაარსი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განმარტების გაცემა ხდება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს და წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული დანაწესის შესაბამისად, გადაწყვეტილება/განჩინება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. ამასთან, გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების/განჩინების განმარტების მიცემისას პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილებისა თუ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

დადგენილია, რომ ა.გ-ამ 5.08.2020წ. მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ამავე სასამართლოს 30.04.2012წ. გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა. 23.06.2013წ. ა.გ-ამ ასევე მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2013წ. №ბს-540-531(2კ-12) განჩინების განმარტება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2021წ. განჩინებით ა.გ-ას განცხადება ნაწილობრივ, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების ნაწილში დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №... და 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166,5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ...ის №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის №... განცხადების 17:22 საათის მდგომარეობით. ა.გ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს/540-531(2კ-12) განჩინების განმარტების თაობაზე; ა.გ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სააღსრულებო ფურცლის გაცემის თობაზე.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, რამეთუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მეტრი მიწის ფართის ნაწილში მოპასუხის მიერ ნებაყოფლობითაა აღსრულებული. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2013წ. განჩინებით ა.გ-ას მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2013წ. №540-531(2კ-12) საქმეზე მიღებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.გ-ამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით კი ა.გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ „..... საქმეზე წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის მესაკუთრეა ა.გ-ა; ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება. ზემოაღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ ა.გ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება აღსრულებულია (166.5 კვ.მ.ნაწილში).

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2013წ. №ბს-540-531 (2კ-12) განჩინების განმარტებაზე უარის საფუძვლად კი მიიჩნია სსკ-ს 262-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოა უფლებამოსილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა.გ-ას მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაყენებული მოთხოვნები (გადაწყვეტილების/განჩინების განმარტება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა) დაკავშირებული იყო მის მიერ აღძრულ შეცილებით სარჩელთან. მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში კი კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ ა.გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მანქანების გამოყვანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორს კერძო საჩივარში ახალი სასარჩელო მოთხოვნა აქვს ჩამოყალიბებული, რაც სცილდება მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს. ამასთან, კერძო საჩივარი არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს მითითებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონისმიერ წინაპირობებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია კერძო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი მოსმენაც თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ა.გ-ას შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა