Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

Nბს-227(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირი - ნ.გ-ი).

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 19 აპრილს მ.ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. დაზუსტების შემდეგ, სასარჩელო მოთხოვნები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანება; 2) უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანების შემდეგ, ... საქმეზე განხორციელებული ყველა ქმედება, კერძოდ: ა) სუბიექტის ამოღება მოვალეთა რეესტრიდან (...); ბ) სააუქციონო მომსახურების დასრულება (...); გ) აღსრულების შეწყვეტა (...), რომელსაც საფუძვლად დაედო კრედიტორ ნ.გ-ის მიერ 2019 წლის 21 მარტს წარდგენილი განცხადება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი; ამავე ქმედების საფუძვლად მოპასუხის ვებ-გვერდზე მოსარჩელის 2019 წლის 18 მარტის განცხადების და მასზე თანდართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასახვა; დ) მოთხოვნის შემცირება (...); ე) არქივის ჯგუფზე გადაცემა (...); ვ) შესაბამის ორგანოში ყადაღის რეგისტრაციის გაუქმება (...); ზ) სააღსრულებო საქმისწარმოების დასრულების თაობაზე ცნობის გაცემა (...); თ) საქმის წარმოების დასრულება (...); 3) უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანების შემდეგ, A... საქმეზე განხორციელებული ყველა ქმედება, კერძოდ: ა) 2019 წლის 21 მარტს A... საქმეზე განცხადების რეგისტრაციის განხორციელება, რომელსაც საფუძვლად დაედო კრედიტორის მიერ ... საქმეზე აღსრულების შეწყვეტის უკანონო მოქმედების საფუძვლად წარდგენილი 2019 წლის 21 მარტის განცხადება დანართებით (სააღსრულებო ფურცელი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება); ბ) აღსრულების დაწყება (A...); გ) სუბიექტის დამატება მოვალეთა რეესტრში (A...); დ) მოთხოვნის შემცირება A... საქმეზე, ... სააღსრულებო წარმოებიდან გამომდინარე (A...); ე) წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (A...); ვ) მიმდინარე კატეგორიის საქმეების აღმასრულებელთა ჯგუფზე გადაცემა (A...), სადაც ასევე დაფიქსირებულია „21723 გაშვებულია ყადაღა“; ზ) მოძიებული ქონების აღწერა-დაყადაღება, რომლის საფუძვლადაც წარდგენილია გ.გ-ს 2019 წლის 24 მარტის აქტი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ სურათებითურთ და 2019 წლის 25 მარტის მიმართვა საჯარო რეესტრს (A...); თ) „სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ“ განაცხადის გაკეთება (A...); ი) სააუქციონო მომსახურების დასრულება (...); კ) კრედიტორის 2019 წლის 18 აპრილის განცხადების დანართ-დოკუმენტებთან ერთად ვებ-გვერდზე 2019 წლის 23 აპრილს (5 დღის დაგვიანებით) ატვირთვა (...); ლ) 2019 წლის 8 მაისს მოვალის კუთვნილი „...“ ფირმის ავტომანქანის მოძიება და დაყადაღება, რასთან დაკავშირებითაც შედგა მოძიებული ქონების აღწერა-დაყადაღების 2019 წლის 8 მაისის აქტი, შესაბამისი დასურათებით (...); მ) „სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ“ 2019 წლის 10 მაისის განაცხადი (...); ნ) 2019 წლის 17 მაისს აუქციონის დანიშვნა (...); ო) 2019 წლის 5 ივნისს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ 2019 წლის 7 ივნისის N... და N... განკარგულებების გამოცემა და ქონების შემძენისათვის გადაცემა; პ) კრედიტორ ნ.გ-ის განცხადების 2019 წლის 12 ივნისის რეგისტრაცია (...); ჟ) ორგანიზაციიდან ხელფასის დაკავება (...); რ) დაყადაღებული ქონების შესაფასებლად ექსპერტის მოწვევა (...); ს) სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადი (...); ტ) აუქციონის დანიშვნა (...); უ) შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ განკარგულების გამოცემა და შემძენისათვის მისი გადაცემა (...); ფ) სააუქციონო მომსახურების დასრულება (...; ქ) შესაბამის ორგანოში ყადაღის რეგისტრაციის გაუქმება (...); ღ) სუბიექტის მოვალეთა რეესტრიდან ამოღება (...); 4) სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს მოვალე მ.ჭ-ის კუთვნილი „...“-ის ფირმის ავტომანქანის რეალიზაცია და მისგან მიღებული ფინანსური აქტივის (3 190 ლარის) მოვალის მიერ ნებაყოფლობით შესრულებად განხილვა („იძულებით აღსრულებამდე“ არსებული ვალდებულების გათვალისწინებით). შესაბამისად, ფინანსური ვალდებულების კორექტირების განხორციელება „ნებაყოფლობით შესრულების“ პირობების გათვალისწინებით (მოპასუხის მომსახურების პროცენტის გამოკლებით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ნ.გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანებით გაუქმდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება, N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოძრავ ნივთებზე ( ... „ ... “ (...)) 2019 წლის 13 მარტს პირველი აუქციონის (N...; ლოტი: N... ) გამოცხადების თაობაზე; შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი (N...; ლოტი: N... ); გაუქმდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება, N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოძრავ ნივთებზე (... „... “ შიდა და გარე ბლოკი) 2019 წლის 13 მარტის პირველი აუქციონის (N... ; ლოტი: N... ) გამოცხადების თაობაზე; შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი (N... ; ლოტი: N... ). აღნიშნული მოთხოვნის კანონიერებას უკავშირდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანების მიღების შემდეგ, ... და ... საქმეებზე განხორციელებული ყველა ქმედების უკანონოდ ცნობის საკითხის გადაწყვეტაც. ასევე, ზემოაღნიშნული ბრძანების კანონიერებას უკავშირდება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის ქმედების დავალების საკითხიც.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული N... სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის N2/13255-17 სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაიცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N2/13255-17 განჩინების აღსრულების მიზნით. აღნიშნული განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, მ.ჭ-ისთვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად სულ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის დაკისრებაზე. ამასთან, ალიმენტის გადახდა უნდა დაწყებულიყო დროებითი განკარგულების მიღების დღიდან სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსასრულებლად განხორციელდა გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის, დაინიშნა საჯარო აუქციონები: აუქციონი N...; ლოტი N... და აუქციონი N... ; ლოტი: N... . თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის N2/13255-17 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N2/13255-17 განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულება ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ამასთან, სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებამდე, ალიმენტის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს N2ბ/1580-18 გადაწყვეტილების სახით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის Nას-1618-2018 განჩინებით. ამდენად, ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N2/13255-17 განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანებით გაუქმდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოძრავ ნივთებზე (... „... “ (...)) 2019 წლის 13 მარტს პირველი აუქციონის (N... ; ლოტი: N... ) გამოცხადების თაობაზე; შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი (N... ; ლოტი: N... ); გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოძრავ ნივთებზე (...„... “ შიდა და გარე ბლოკი), 2019 წლის 13 მარტის პირველი აუქციონის (N...; ლოტი: N... ) გამოცხადების თაობაზე; შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი (N...; ლოტი: N... ).

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტის დაუშვებლობის შესახებ ჩანაწერი (კანონის 70-ე მუხლი) არ გამორიცხავს განსაკუთრებული ვითარების გამო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგაც. ასეთი განსაკუთრებული ვითარება შეიძლება იყოს სასამართლოს დროებითი განკარგულების გაუქმების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დროებითი განკარგულება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობდა N... სააღსრულებო საქმის წარმოება, გაუქმდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით და მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის დროს მოვალის კუთვნილი ქონების ნაწილზე მიმდინარეობდა საჯარო აუქციონები, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება აღსრულების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მართებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება, მიმდინარე საჯარო აუქციონების შეწყვეტასთან დაკავშირებით. აუქციონები სწორედ იმ სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომლის აღსრულების სამართლებრივი საფუძველიც აღარ არსებობდა, აღსასრულებელი დოკუმენტის გაუქმების გამო. კანონის იმპერატიული დათქმით, ამგვარი მოცემულობა სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და დანიშნული აუქციონების გაუქმების თაობაზე, შეესაბამებოდა სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს. სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას. შესაბამისად, მართებული იყო აღმასრულებლის ქმედებები ... სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, გამოიხატა სუბიექტის მოვალეთა რეესტრიდან ამოღებაში, შესაბამის ორგანოში ყადაღის რეგისტრაციის გაუქმებაში და სხვა.

NA... სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებასთან და დაწყებული წარმოების ფარგლებში აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10, 267-ე მუხლებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-17 მუხლზე, მე-20 მუხლის მეორე პუნქტზე, 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს N2ბ/1580-18 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის N2/13255-17 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ჭ-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების: დ.ჭ-ის და ვ.ჭ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150-150 (ასორმოცდაათ-ასორმოცდაათი) ლარის, სულ 300 (სამასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 23 მაისიდან მათი სრულწლოვანების მიღწევამდე. 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო N... სააღსრულებო საქმის წარმოება, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ნ.გ-ი, ხოლო მოვალეს - მ.ჭ-ე. ამდენად, N... სააღსრულებო საქმის წარმოება დაიწყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სააღსრულებული ფურცლის საფუძველზე და სახეზე არ არის აღმასრულებლის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მიეღო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ყველა ზომა სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული სააღსრულებო მოქმედება სრულად შეესაბამება კანონის ნორმებს. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული კონკრეტული სააღსრულებო ფურცელი წარმოშობდა აღსრულების დაწყების ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააღსრულებო საქმის წარმოება პირდაპირ არის დაკავშირებული აღსასრულებელ მოთხოვნასთან და აღმასრულებელი შეზღუდულია აღსასრულებელი დოკუმენტის შინაარსით. ამდენად, N... და N... სააღსრულებო საქმეების წარმოების დაწყების საფუძველი და აღსასრულებელი მოთხოვნა იყო განსხვავებული (მიუხედავად იმისა, რომ ორივე სააღსრულებო საქმე ეხებოდა ალიმენტის გადახდას და მიმდინარეობდა ერთიდაიგივე მხარეებს შორის), ამდენად, რეალურად ერთი სააღსრულებო საქმის წარმოების მეორეთი ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა და იმ შემთხვევაშიც კი, საქმის წარმოება შეწყდებოდა თუ არა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის N2/13255-17 გადაწყვეტილება წარმოადგენდა დამოუკიდებლად აღსასრულებელ მოთხოვნას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ მართებულად მიიჩნია N... სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, ავტომანქანის დაგვიანებით აღწერა-დაყადაღებასა და მისი ღირებულების შემცირებაზე, ასევე, მოძრავი ქონების არაკომპეტენტური პირის მიერ შეფასებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, მე-40, 44-ე მუხლებზე, 47-ე მუხლის პირველ, მეორე, მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 24 მარტს განახორციელა მ.ჭ-ის კუთვნილი ქონების - ...ის „... “ (1000 ლარი) და ...ის „... “ შიდა და გარე ბლოკის (800 ლარი) აღწერა და დაყადაღება. N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 8 მაისს განახორციელა მ.ჭ-ის კუთვნილი მოძრავი ქონების - ავტომანქანის (ფერი - ..., ნომერი - ..., მოდელი - „...“, ჰეტჩბეკი, წელი - 2004 წელი, შასის ნომერი - ..., სერთ. ნომერი - ...) აღწერა და დაყადაღება. აღწერის თანახმად, ავტომანქანა საშუალო შენახულობის იყო, აღენიშნებდა ჟანგვა - კოროზიები, საჭიროებდა სამღებრო სამუშაოებს, საჭე ჰქონდა მარჯვნივ, სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფი - ავტომატური, ავტომანქანა მუშა მდგომარეობაში იყო. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფის ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, 2019 წლის 8 მაისიდან ყადაღა დადებულია ავტომანქანის მ.ჭ-ის კუთვნილ 2/3 წილზე. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების N00053700 აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების საორიენტაციო ღირებულება, შემოწმების დროს არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენდა 2900 ლარს. ავტომანქანა საშუალო შენახულობის იყო, აღენიშნებოდა ჭყლეტა-ნაკაწრები, ჟანგვა-კოროზია, საჭიროებდა სათუნუქე სამღებრო სამუშაოების ჩატარებას, დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინა, განმუხტული იყო აკუმულატორი, მუშა მდგომარეობა დაუდგენელი იყო. N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, მ.ჭ-ის საკუთრებაში რიცხული ქონება, ... „... “, 1 ცალი (შიდა და გარე ბლოკი) გასხვისდა 760 ლარად, ... „... “ გასხვისდა 550 ლარად, ხოლო მ.ჭ-ის საკუთრებაში რიცხული ავტომობილი „...“, სახელმწიფო ნომრით: ..., გასხვისდა 3190 ლარად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოვალის კუთვნილი ავტომანქანის დაგვიანებით დაყადაღებასთან, აღნიშნულის შედეგად, ავტომანქანის ღირებულების შემცირებასა და ზოგადად, კრედიტორის მოთხოვნის შესრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის რეგულირებული არაუზრუნველყოფილი კატეგორიის საქმეებზე მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღების და შესაბამისად, მისი რეალიზაციის რიგითობა. აღნიშნულ საკითხზე აღმასრულებელი იღებს გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, N... სააღსრულებო საქმის წარმოების დროს აღმასრულებელს არ დაურღვევია კანონმდებლის მოთხოვნები მოძრავი ქონების, მათ შორის, სადავოდ გამხდარი ავტომანქანის ვადის დარღვევით აღწერა-დაყადაღებაზე. სასამართლომ, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მითითება ქონების არასათანადოდ, არაკომპეტენტური პირების მიერ შეფასების გამო, ქონების დაბალი ღირებულებით შეფასებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით, საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას აღმასრულებლის ან/და შემფასებლის მხრიდან რაიმე დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული ფინანსური აქტივის ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებად ჩათვლასთან და ფინანსური ვალდებულების კორექტირებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა მოვალეს აძლევს შესაძლებლობას სრულად ან ნაწილობრივ ნებაყოფლობით შეასრულას დაკისრებული ვალდებულება, თუმცა ეს შესაძლებლობა შეზღუდულია გარკვეული დროით. პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადას და მის სამართლებრივ შედეგს. მოვალისათვის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის მიცემული ვადის არსი მდგომარეობს მხარეებისათვის იძულების ღონისძიებებით გამოწვეული სიძნელეების აცილებაში, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების დაზოგვაში. სწორედ ამის გამო აცნობებს ადმინისტრაციული ორგანო მოვალეს, რომ თანხის ნებით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს დაეკისრება აღსრულების საფასურის შეღავათიანი განაკვეთი. ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ აღმასრულებლისგან დამოუკიდებლად განხორციელებულ ქმედებებს, რომელსაც შედეგად მოჰყვა მთლიანი ან ნაწილი ვალდებულების შესრულება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სადავო ავტომანქანის რეალიზება განხორციელდა სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იძულებით აუქციონზე და აღნიშნული გზით ფინანსური აქტივის მიღება ვერ ჩაითვლება მოვალის მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჭ-ემ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია. გასაჩივრებული განჩინება არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს, რომლის გათვალისწინებითაც გამოირიცხებოდა „ორმაგი“ მიდგომა ერთი და იმავე საკითხისადმი. ბუნდოვანი დარჩა ორი იდენტური „სააღსრულებო პროცესის“ კონკრეტული ეპიზოდების განსხვავებული სამართლებრივი შეფასება. სამართლებრივი მსჯელობის მიღმა დარჩა აპელანტის არაერთი განცხადება „სისტემურ ძალადობასთან" დაკავშირებით. სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად რელევანტური მტკიცებულებების გათვალისწინებით ავითარებდა მსჯელობას აპელანტი „ზეწოლისა და არამართლზომიერი ჩარევის“ კონკრეტულ ფაქტებზე, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელის „დისკრეციული უფლებამოსილების“ საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით. ბუნდოვანია სასამართლოს შეფასება, „სწრაფი და ეფექტური“ აღსრულების მიზნებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების „ბოჭვის არეალის“ კონტექსტში. ბუნდოვანი და არასრულია სასამართლოს შეფასება, „დროებითი“ და „შემაჯამებელი“ სასამართლო გადაწყვეტილებების ფორმალისტურ დიფერენციაციასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც „საალიმენტო დანაკისრის" კორექტირებისას, არ შეცვლილა არც მხარე და არც სუბიექტები. განსახილველი დავა მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკისათვის.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეიცავს არაერთ უზუსტობას. სასამართლო უნდა დაინტერესებულიყო, რამდენად შეუწყო ხელი მოპასუხემ მოვალის კეთილი ნებით ინიცირებულ პროცესებს „სწრაფი და ეფექტური" აღსრულებისათვის. კანონის თვითნებური ინტერპრეტაციაა სასამართლოს მხრიდან თვითნებურად მითითება ადმინისტრაციული და სხვა რესურსის დაზოგვის აუცილებლობის თაობაზე. კანონს „მოვალისათვის" არ წაურთმევია უფლება, „ნებაყოფლობით" დაფაროს არსებული ფინანსური ტვირთი პირად საკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც თავად სასამართლო უშვებს შესაძლებლობას, „მოვალემ" „აღმასრულებლისაგან დამოუკიდებლად", სასწრაფო წესით გაყიდოს ავტომანქანა და დაფაროს ვალდებულება, თუ მანქანა მის მფლობელობაში იქნებოდა და არ ეყოლებოდა „კრედიტორს". ნებაყოფლობითი ვალდებულების დაფარვა („სწრაფი და ეფექტური აღსრულება“) დააბრკოლა არა მოვალის ურჩობამ, არამედ მხოლოდ იმ მოცემულობამ, რომ „მოვალის" ქონებას არამართლზომიერად ფლობდა „კრედიტორი". მოვალეს ჰქონდა არჩევანის უფლება - კუთვნილი ფინანსური ვალდებულება დაეფარა ფულადი ნომინალის გადახდით ან კუთვნილი მოძრავი ქონების რეალიზაციით, რაც არ დააკნინებდა „სწრაფი და ეფექტური" აღსრულების პრიორიტეტულ მიზნებს. სასამართლომ მოახდინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თვითნებური ინტერპრეტაცია. ნორმაში არ არის მითითებული, რომ „მოვალეს" ვალდებულების ნებაყოფლობით დაფარვად ჩაეთვლება მხოლოდ ფულის მატერიალური ნომინალის წარდგენა.

კასატორი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების ვადები გონივრული უნდა იყოს და წევრმა სახელმწიფოებმა თავისი დისკრეციის შესაბამისად არ უნდა შეკვეცონ წარმოების ვადა მისი დასრულების მიზნით. წევრმა სახელმწიფოებმა ნათელი კრიტერიუმები უნდა დაადგინონ წარმოების გონივრულ ვადასთან დაკავშირებით, რაც საქმის გარემოებებისა და სააღსრულებო ღონისძიებების ხასიათის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო წარმოების სავარაუდო ხანგრძლივობის პროგნოზირება უაღრესად მნიშვნელოვანია, წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, განიხილონ საჯაროდ მისაწვდომი სტატისტიკური მონაცემთა ბაზების შექმნა, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს შეაფასონ სხვადასხვა სახის სააღსრულებო წარმოების სავარაუდო ხანგრძლივობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე (მაგ.: ხელფასის დაკავება, საბანკო აქტივების ან ავტომობილის დაყადაღება და სხვა). მონაცემთა ბაზები აღსრულების სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობის გზით უნდა მომზადდეს და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებსაც უნდა შეეძლოთ სხვა სახელმწიფოების მონაცემთა ბაზის წვდომა, რათა ინფორმაცია მიიღონ სააღსრულებო წარმოების სტრუქტურისა და ხანგრძლივობის თაობაზე და ამ პროცესის საკუთარ პროცესებთან შედარების საშუალება ჰქონდეთ. „ევროპული სასამართლოს“ პრაქტიკის მიხედვით, არსებით გარემოებად არის მიჩნეული, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის (მაგ.: ელექტრონული ფოსტით) მნიშვნელობა სასამართლოს, აღმასრულებელსა და მხარეებს შორის. „წევრმა სახელმწოფებმა უნდა უზრუნველყონ, რომ აღსრულების პროცესის მარეგულირებელი კანონმდებლობა მარტივი და ეფექტური იყოს. წევრმა სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა გაატარონ, რათა აღსრულების მარეგულირებელი პროცედურული კანონმდებლობა საშუალებას აძლევდეს აღმასრულებლებს, დამოუკიდებლად აარჩიონ აღსრულების შესაბამისი ღონისძიებები, ისე, რომ არ იყოს საჭირო ამ ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება და ნებართვის მიღება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოპასუხეს გონივრულ ვადაში შეეძლოს აღსრულების ღონისძიებების გასაჩივრება, იმ პირობით, რომ ეს გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადით არ გადადებს ამ ღონისძიებების განხორციელებას. მაგალითად, როდესაც მოპასუხე დაინტერესებულია გადაწყვეტილების გასაჩივრებაში, შესაბამისი მექანიზმები უნდა არსებობდეს, რათა მოპასუხის ინტერესები იყოს დაცული. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დაჩქარებული სააღსრულებო წარმოება გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც საქმის გაჭიანურებას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს გამოუსწორებელი. პრიორიტეტი ყოველთვის უნდა მიენიჭოს მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას სააღსრულებო წარმოების ვადების კოორდინირების მიზნით. თუ მხარეები აღსრულების ვადებზე შეთანხმებას მიაღწევენ, წევრი სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულმა პროცედურებმა არ უნდა შეაფერხონ ამ შეთანხმების განხორციელება. მოპასუხის საჩივრებმა აღმასრულებლის სავარაუდო გადაცდომების თაობაზე არ უნდა შეაფერხონ ან გადაავადონ აღსრულების პროცესი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საფუძველზე საქმე აღიძვრება. აღმასრულებლის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები სააღსრულებო წარმოების პარალელურად უნდა იყოს გამოძიებული“.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა „მოვალის" კანონისმიერ უფლებაზე, სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მონაწილეობით განსაზღვრულიყო ამავე მოვალის კუთვნილი და სარეალიზაციო ქონებათა ღირებულება. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა „მოვალის“ კანონისმიერ უფლებაზე, დასწრებოდა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთის - ავტომანქანის 2019 წლის 3 მაისს აღწერა-დაყადაღების პროცესს და აზრი გამოთქვა „მოვალის" კუთვნილი ავტომანქანის შეფასებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ შეფასებასთან იყო დაკავშირებული „მოვალის“ ვალდებულების „სწრაფი და ეფექტური" უზრუნველყოფა. 2019 წლის 8 მაისის აღწერა-დაყადაღების აქტის ბოლო გვერდზე, მოვალის ხელმოსაწერ გრაფაში დაფიქსირებული „არ ესწრებოდა“ ქმნის ვარაუდს, რომ აღმასრულებელმა არაერთხელ გაუგზავნა „მოვალეს" წერილობითი შეტყობინება, დაურეკა და საჯარო მოხელის „გულისხმიერებით“ ცდილობდა, უზრუნველეყო „მოვალის“ უფლება, მიეღო სათანადო განმარტებები, მაგრამ თურმე „მოვალეს“ არ გამოუყენებია ეს შესაძლებლობა და აღმასრულებელს პირადი პასუხისმგებლობით უტვირთია ვალდებულება, უზრუნველეყო „მოვალისა“ და „კრედიტორის“ ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა, შეეთავსებინა ნივთის (ავტომანქანის) შემფასებლის სპეციალური ცოდნა და თავად გადაეწყვიტა, რომ სწრაფი და ეფექტური აღსრულების მიზნებისათვის, არ ყოფილა აუცილებელი „მოვალის“ დასწრება აღწერის პროცესზე. აღმასრულებლის უკანონო ქმედებათა შეფასება ასევე განპირობებულია მისი მხრიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, კერძოდ, ავტომანქანაზე ორი „ყადაღის“ დოკუმენტის საფუძველზე, ავტომანქანის ამოღებისათვის არც ერთხელ არ განხორციელებულა „დაუყოვნებელი“ ქმედებები და შესაბამისი მოქმედებები საპროცესო დარღვევებით განხორციელდა მხოლოდ „კრედიტორის“ სუბიექტური ფაქტორის აუცილებელი გათვალისწინებით. იგივე უნდა ითქვას აღწერა-დაყადაღების აქტის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების დარღვევით შედგენასთან დაკავშირებით, რაც ასევე არ გამხდარა სასამართლოს შეფასების საგანი.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აღმასრულებლის - ნ.ნ-ას 2019 წლის 28 ივნისის წერილზე, რომელიც გაეგზავნა შპს „ჯ...ს“, „დასაქმებული“ მოვალის ხელფასიდან საალიმენტო დანაკისრის დაქვითვის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავე წერილის გაგზავნის დრო, პირობები და შინაარსი ცხადყოფს სასარჩელო მოთხოვნების მართებულობას - წერილის მეორე აბზაცში, პერსონალური მონაცემის და სხვა კომერციული ინფორმაციის არამართლზომიერი მოპოვება-გასაჯაროების გზით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადრესატს ამცნობს, რომ არსებული ინფორმაციით, მის კომპანიაში დასაქმებულია მ.ჭ-ე და ითხოვს ხელფასის დაქვითვას 321 ლარის ოდენობით. აღნიშნული წერილის შინაარსი, გაგზავნის თარიღის გათვალისწინებით, აცდენილია სამართლებრივი განსჯის ფარგლებს და ითავსებს მოვალეზე ფსიქოლოგიური წნეხის ფუნქციას, ვინაიდან ამ დროისათვის არათუ ხელფასის დაქვითვა, არამედ არაერთი საყოფაცხოვრებო ნივთის რეალიზება განხორციელდა იძულებითი წესით, რაც უკანონო ქმედების კვალიფიკაციის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ იძებნება აღწერა-დაყადაღების აქტი. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სადავო აქტით გაუქმდა N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი, თუმცა ამავე საქმეზე დაყადაღებულ ავტომანქანაზე არ შედგენილა აღწერა-დაყადღების აქტი, განსხვავებით N... სააღსრულებო საქმეზე 2019 წლის 8 მაისს შედგენილი აღწერა-დაყადაღების აქტისა. ამ ორი სააღსრულებო საქმის წარმოების ურთიერთშეპირისპირება და საგნობრივი განხილვა გამოავლენდა სასარჩელო მოთხოვნების მართებულობას. ამ ორ სააღსრულებო წარმოებას ერთმანეთისგან განასხვავებს სუბიექტური ფაქტორი - „კრედიტორის“ სურვილი, სარეალიზაციოდ წარედგინა „მოვალის“ კუთვნილი ავტომანქანა N... საქმის ფარგლებში. აღსრულების ბიუროს მხრიდან უკანონო ზეწოლა ემსახურებოდა მხოლოდ იძულების პრაქტიკულ მიზნებს და წარმოადგენდა მეტ-ნაკლებად ეფექტურ საშუალებას. იგი დღემდე წარმოადგენს „მოვალეთა რეესტრის“ სუბიექტს, რაც დასაქმების პრობლემების გათვალისწინებით, დამატებით შემზღუდავი წნეხია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
=
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.


საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N2/13255-17 განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ.გ-ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე; მ.ჭ-ეს არასრულწლოვანი შვილების: დ.ჭ-ის და ვ.ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 (ორას-ორასი) ლარის, სულ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. გადახდა უნდა დაწყებულიყო დროებითი განკარგულების მიღების დღიდან - 2017 წლის 3 ოქტომბრიდან სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ზემოაღნიშნული დროებითი განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 3 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N2/13255-17 სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის - ნ.გ-ის წარმომადგენელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა 2017 წლის 15 დეკემბერს. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო N... საქმის წარმოება.

N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, მოვალეს - მ.ჭ-ეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ასევე განხორციელდა მისი კუთვნილი მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება და ქონების ნაწილის იძულებით აუქციონზე გასხვისება.

2018 წლის 10 სექტემბრის N47461 წერილით მ.ჭ-ე ითხოვდა N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში კუთვნილი მოძრავი ქონების რიგითობის მიხედვით რეალიზაციას და სააღსრულებო წარმოების შეჩერებას. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის N66642 წერილით მ.ჭ-ეს ეცნობა, რომ სააღსრულებო კანონმდებლობით, არაუზრუნველყოფილი კატეგორიის საქმეებზე, მათ შორის, ალიმენტის გადახდევინების საქმეზე, არ არის გათვალისწინებული მოვალის ქონების რეალიზაციის რიგითობა და აღმასრულებელი, სააღსრულებო საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მოვალის ქონების რეალიზაციის რიგითობის საკითხს. ამასთან, მითითებული სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღსრულების ქვემდებარე აქტს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილება, რის გამოც, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს შემთხვევის განსაკუთრებულად მიჩნევის საკითხზე და მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს N2ბ/1580-18 გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის N2/13255-17 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ჭ-ეს არასრულწლოვანი შვილების: დ.ჭ-ისა და ვ.ჭ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 150-150 (ასორმოცდაათ-ასორმოცდაათი) ლარის, სულ 300 (სამასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 23 მაისიდან მათი სრულწლოვანების მიღწევამდე. ამასთან, 2018 წლის 31 იანვრის N2/13255-17 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N2/13255-17 განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულება ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

2019 წლის 21 მარტის განცხადებით კრედიტორის - ნ.გ-ის წარმომადგენელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად წარუდგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცელი. მითითებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს N2ბ/1580-18 გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში მიმდინარე საჯარო აუქციონების (აუქციონი N... ; ლოტი N... და აუქციონი N... ; ლოტი N... ) შეწყვეტა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანებით: 1) გაუქმდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება, N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოძრავ ნივთებზე (... „... “ (...)) 2019 წლის 13 მარტს პირველი აუქციონის (N... ; ლოტი: N... ) გამოცხადების თაობაზე; 2) შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი (N...; ლოტი: N...); 3) გაუქმდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოძრავ ნივთებზე (...„... “ შიდა და გარე ბლოკი), 2019 წლის 13 მარტის პირველი აუქციონის (N... ; ლოტი: N...) გამოცხადების თაობაზე; 4) შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი (N...; ლოტი: N... ).

2019 წლის 21 მარტს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა N... წერილით მიმართა სს „თ...ს“, სს „ს...ს“, სს „პ...ს“, სს „ხ...ს“, სს „ტ...ს“, სს „ ვ.ას“, სს „სი...ს“, სს „ბ...ს“, სს „ ბა...ს“, სს „ლ...ს“, სს „ზ...ოს“, სს „თუ...ს“, სს „პა...ოს“, სს „კ...ს“. აღმასრულებელმა მოითხოვა მოვალე მ.ჭ-ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს N91630 მიმართვის საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა.

2019 წლის 8 მაისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა N... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღმასრულებელმა მოითხოვა მოვალე მ.ჭ-ის სახელზე რიცხულ ქონებაზე (...სა „... “ (...) და ...ის „... “ შიდა და გარე ბლოკზე) თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 ოქტომბრის N... მიმართვის საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის N... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2019 წლის 10 მაისს N35007 წერილით მიმართა სს „ს...ს“, სს „ბა...ს“, სს „ვ.ას“, სს „ბ...ს“, სს „პ...ს“, სს „სი...ს“, სს „ზ...ოს“, სს „ტ...ს“, სს „ხ...ს“, სს „ი-ს“, სს „თ...ს“, სს „კ...ს“, სს „ პ...ს“, სს „ლ...ს“. წერილით მოთხოვნილ იქნა მოვალე მ.ჭ-ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღისა და საინკასო დავალებების მოხსნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო N... სააღსრულებო საქმის წარმოება, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ნ.გ-ი, ხოლო მოვალეს - მ.ჭ-ე.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2019 წლის 21 მარტის N... მიმართვის საფუძველზე, მ.ჭ-ე დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში.


თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 21 მარტს მოვალე მ.ჭ-ეს გაუგზავნა N... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მისამართებზე: თბილისი, ...ას ქუჩა N44, ბინა N... და თბილისი, ...ის მე-3ა მ/რ, კორპუსი N15ა, სადარბაზო 3, ბინა N... საფოსტო შეტყობინების მიხედვით, კორესპონდენცია გადასაცემად ჩაიბარა ადრესატის დედამ - ი.ს-მ.

N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 24 მარტს განახორციელა მ.ჭ-ის კუთვნილი ქონების - ...ის „... “ (1000 ლარი) და ...ის „... “ შიდა და გარე ბლოკის (800 ლარი) აღწერა-დაყადაღება. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით, აღმასრულებელმა 2019 წლის 25 მარტს N... - წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის 2019 წლის 25 მარტის N... წერილში მითითებული მოთხოვნა, მესაკუთრე მ.ჭ-ის კუთვნილ მოძრავ ნივთებზე ყადაღის რეგისტრაციის თაობაზე.

მ.ჭ-ემ 2019 წლის 27 მარტს N15768 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა N... სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით.

მ.ჭ-ემ 2019 წლის 5 აპრილს N18014 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა კუთვნილი ავტომანქანის „...“-ის რეალიზაციის განხორციელება, როგორც ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება, ასევე, 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანების ბათილად ცნობა.

კრედიტორმა ნ.გ-მა 2019 წლის 18 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის N2/15191-17 გადაწყვეტილების გათვალისწინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის N2/15191-17 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.გ-ის თავდაპირველი სარჩელი; ნ.გ-ი ცნობილ იქნა ავტომანქანის („...“, გამოშვების წელი - 2004 წელი, შასი ..., ..., ტექ. პასპორტი ...) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

2019 წლის 27 მარტის N15768 და 2019 წლის 5 აპრილის N18014 წერილების პასუხად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის N32267 წერილით მ.ჭ-ეს განემარტა N... სააღსრულებო საქმის დაწყება-დასრულების, ასევე N... სააღსრულებოს საქმის დაწყების საფუძვლები. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ პირველი ეტაპი - აღსრულების დაწყება გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ პროცედურებს. ავტოსატრანსპორტო საშუალების - „...“-ის რეალიზაცია წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოების შემდგომი ეტაპებით გათვალისწინებულ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს: ქონებაზე ყადაღის დადებას, აუქციონის ჩატარებას, კრედიტორისთვის თანხის გადაცემას. შესაბამისად, მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შეთავაზება ვერ ჩაითვლებოდა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებად. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის N2/15191-17 გადაწყვეტილების 1.3. პუნქტის მიხედვით, ნ.გ-ი ცნობილ იქნა ავტომანქანა „...“-ის (გამოშვების წელი 2004, შასი ..., ..., ტექპასპორტი ...) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, თუმცა გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 8 მაისს განახორციელა მ.ჭ-ის კუთვნილი მოძრავი ქონების - ავტომანქანის (ფერი - ..., ნომერი - ..., მოდელი - „...“, ჰეტჩბეკი, წელი - 2004 წელი, შასის ნომერი - ..., სერთ. ნომერი - ...) აღწერა და დაყადაღება. აღწერის თანახმად, ავტომანქანა საშუალო შენახულობის იყო, აღენიშნებდა ჟანგვა-კოროზიები, საჭიროებდა სამღებრო სამუშაოებს, საჭე ჰქონდა მარჯვნივ, სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფი - ავტომატური, ავტომანქანა მუშა მდგომარეობაში იყო. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფის ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, 2019 წლის 8 მაისიდან ყადაღა დადებულია ავტომანქანის („...“, სახელმწიფო ნომრით ..., ფერი - ..., გამოშვების წელი - 2004 წელი, სარეგისტრაციო მოწმობა - ..., შასის ნომერი ...) მ.ჭ-ის კუთვნილ 2/3 წილზე.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების N00053700 აქტის თანახმად, შემოწმების დროს არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების („...“, გამოშვების წელი - 2004 წელი, ფერი - ..., ზუსტი მოცულობა - 1242, ტიპი - ჰეტჩბეკი, საჭე - მარჯვენა, შასის ნომერი - ..., საწვავის ტიპი - ბენზინი, ძრავის მოცულობა - 1242) საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 2900 ლარს. ავტომანქანა საშუალო შენახულობის იყო, აღენიშნებოდა ჭყლეტა-ნაკაწრები, ჟანგვა-კოროზია, საჭიროებდა სათუნუქე სამღებრო სამუშაოების ჩატარებას, დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინა, განმუხტული იყო აკუმულატორი, მუშა მდგომარეობა დაუდგენელი იყო.

ნ.გ-მა 2019 წლის 14 მაისს აღმასრულებელთან წარადგინა 2019 წლის 8 მაისს დაყადაღებული ავტომანქანა, რომელიც განთავსდა ...ში და შესანახად ჩაბარდა შპს „გ...ის“ დაცვის თანამშრომელს. ვიზუალური დათვალიერების მიხედვით, ავტომანქანის მდგომარეობა შეესაბამებოდა 2019 წლის 8 მაისის აღწერა-დაყადაღების აქტში ასახულ მონაცემებს.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია მ.ჭ-ეს ეცნობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 მაისის N39710 წერილით, რომლის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2019 წლის 8 მაისს ყადაღა დაადო ავტოსატრანსპორტო საშუალებას „...“, სანომრე ნიშნით ... და ის 2019 წლის 14 მაისიდან განთავსებული იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე. მითითებული წერილი მ.ჭ-ეს გაეგზავნა 2019 წლის პირველი მაისის N22832 განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი არ დაეთანხმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის N32267 წერილით მიღებულ განმარტებას და მოითხოვა კუთვნილი ავტომანქანის მოძიება, აღწერა, დაყადაღება და დაუყოვნებლივ რეალიზაცია, შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის გამო.

NA... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, ...ის „... “ შიდა და გარე ბლოკის იძულებით რეალიზაციის მიზნით, პირველი განმეორებითი ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2019 წლის 17 მაისს (აუქციონი N..., ლოტი N... 2019 წლის 27 მაისს ელექტრონული აუქციონი დასრულდა ქონების გასხვისებით.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 7 ივნისის N... განკარგულებით მ.ჭ-ის საკუთრებაში რიცხული ქონების (... „... “, 1 ცალი, შიდა და გარე ბლოკი) შემძენი 2019 წლის 27 მაისს დასრულებულ აუქციონზე გახდა დ.შ-ა. დ.შ-ამ ქონება შეიძინა 760 ლარად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის - ნ.გ-ის სასარგებლოდ.

N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, ...ის „... “ იძულებით რეალიზაციის მიზნით, 2019 წლის 17 მაისს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი (აუქციონი N..., ლოტი N...). 2019 წლის 27 მაისს ელექტრონული აუქციონი დასრულდა ქონების (...ის „... “) გასხვისებით.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 7 ივნისის N... განკარგულებით მ.ჭ-ის საკუთრებაში რიცხული ქონების - ...ის „... “ შემძენი 2019 წლის 27 მაისს დასრულებულ აუქციონზე გახდა დ.შ-ა. დ.შ-ამ ქონება შეიძინა 550 ლარად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის - ნ.გ-ის სასარგებლოდ.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა 2019 წლის 21 მაისის N... და 30 მაისის N... წერილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატიდან მოითხოვა ინფორმაცია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის N2/15191-17 გადაწყვეტილების 1.3 პუნქტის კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

2019 წლის 30 მაისის წერილის პასუხად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2019 წლის 7 ივნისის N2ბ/2128-19 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წერილში მითითებულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და საქმე იყო განხილვის ეტაპზე.

2019 წლის 28 მაისს მ.ჭ-ემ N27870 განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. განმცხადებელმა მოითხოვა კუთვნილი ავტომანქანის „...“-ის დაუყოვნებლივ რეალიზაცია და ამოღებული თანხის „ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებად“ ჩათვლა.

ნ.გ-მა 2019 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მისი, როგორც კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, მოითხოვა ავტომანქანა „...“-ის (სახელმწიფო ნომრით ...) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

სააღსრულებო საქმის წარმოების ელექტრონული რეესტრის მიხედვით, 2019 წლის 10 ივნისის მდგომარეობით მ.ჭ-ის მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 5866,28 ლარს.

2019 წლის 28 ივნისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ... წერილით მიმართა შპს „ჯ...ს“, როგორც მოვალის მ.ჭ-ის დამსაქმებელს და საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, მ.ჭ-ის ყოველთვიური შემოსავლიდან მოითხოვა მიმდინარე ალიმენტის - 321 ლარისა და ალიმენტის დავალიანების (მიმდინარე დღისთვის 4556,28 ლარის) დაკავება. ამავე წერილის თანახმად, მიმდინარე ალიმენტსა და დავალიანებას დამატებული ჰქონდა აღსრულების საფასური - 7%.

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, შპს „ჯ...ის“ 2019 წლის 4 ივლისის N01/01-2001 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ კომპანიას მ.ჭ-ეზე შემოსავალი არ გაუცია (საქმიანობა არ ანაზღაურებულა), საქმიანობის განუხორციელებლობის გამო.

2019 წლის 4 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა მ.ჭ-ემ, კუთვნილი ავტომანქანის შეფასებისა და იმ თანხობრივი სხვაობის დადგენის მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ავტომანქანის ღირებულება შემცირდა აღმასრულებლის უკანონო ქმედებების შედეგად. განმცხადებლის განმარტებით, 2 წლით ადრე ავტომობილის ღირებულება იყო მეტი, ვიდრე განცხადების წარდგენის დღეს, ვინაიდან მანქანაზე არსებულმა მექანიკურმა დაზიანებებმა გამოიწვია მისი ღირებულების შემცირება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 5 აგვისტოს მომზადებული N005460019 აქტის მიხედვით, დამკვეთის - მ.ჭ-ის მიერ გამოსაკვლევი ობიექტის - ავტომობილის „...“-ის წარუდგენლობის გამო ვერ მოხერხდა აღნიშნულ ავტომანქანაზე ზარალის დადგენა.

N... და N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, ავტომობილის - „...“-ის იძულებითი რეალიზაციის მიზნით (აუქციონი N..., ლოტი N...). 2019 წლის 31 ივლისს ელექტრონული აუქციონი დასრულდა ქონების (ავტომობილის „...“) გასხვისებით.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 7 აგვისტოს ... განკარგულებით, 2019 წლის 31 ივლისს დასრულებულ აუქციონზე მ.ჭ-ის საკუთრებაში რიცხული ავტომობილის -„...“-ის (სახელმწიფო ნომრით: ..., შასის ნომრით: ...) შემძენი გახდა გ,ჯ-ი. გ,ჯ-მა ქონება შეიძინა 3190 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორების: ნ.გ-ისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის შესახებ მ.ჭ-ეს ეცნობა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 7 აგვისტოს N59154 წერილით.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 7 აგვისტოს ... წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის ლოჯისტიკის განყოფილებას და მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი და ტექპასპორტის) წარმდგენი პირის - გ,ჯ-ისთვის ზემოაღნიშნული ავტომანქანის საჯარიმო სადგომიდან გაყვანის ნებართვის მიცემა.

2019 წლის 20 აგვისტოს N61675 მოხსენებითი ბარათით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის ლოჯისტიკის განყოფილებიდან მოითხოვა ინფორმაცია ავტომობილის -„...“-ის (სახელმწიფო ნომრით: ...) საჯარიმო ავტოსადგომზე დგომისა და გადაყვანის ხარჯებთან დაკავშირებით.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 4 სექტემბერს ... წერილით მიმართა სს „თ...ს“, სს „ს...ს“, სს „პ...ს“, სს „ხ...ს“, სს „ტ...ს“, სს „ვ.ას“, სს „სი...ს“, სს „ბ...ს“, სს „ბა...ს“, სს „ლ...ს“, სს „ზ...ოს“, სს „თუ...ს“, სს „პა...ოს“, სს „კ...ს“. აღმასრულებელმა მოითხოვა N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, მოვალე მ.ჭ-ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღისა და საინკასო დავალებების მოხსნა.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 24 ოქტომბერს N... წერილით მიმართა სს „ს...ს“, სს „პ...ს“, სს „ხ...ს“, სს „ ზ...ს“, სს „სი...ს“, სს „ბა...ს“, სს „ი...ს“. აღმასრულებელმა მოითხოვა ინფორმაცია, მოვალის - მ.ჭ-ის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებისა და მასზე დარიცხული თანხების შესახებ, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, 321 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება მის კუთვნილ ყველა ანგარიშზე არსებულ თანხებზე, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდებოდა შესაბამისი პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 30 ოქტომბერს N... წერილით მიმართა სს „თ...ს“, სს „ს...ს“, სს „პ...ს“, სს „ხ...ს“, სს „ტ...ს“, სს „ვ.ას“, სს „სი...ს“, სს „ბ...ს“, სს „ბა...ს“, სს „ლ...ს“, სს „ზ...ოს“, სს „თუ...ს“, სს „პა...ოს“, სს „კ...ს“. აღმასრულებელმა მოითხოვა N... სააღსრულებო საქმის ფარგლებში, მოვალე მ.ჭ-ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღისა და საინკასო დავალების მოხსნა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია, ხოლო 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.


დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე სადავო N... სააღსრულებო წარმოება დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის N2/13255-17 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიც გაიცა ამავე სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის N2/13255-17 განჩინების აღსრულების მიზნით. აღნიშნული განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულების მიხედვით, მ.ჭ-ეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა, სულ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულების მიზნით, განხორციელდა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის N2/13255-17 გადაწყვეტილებით გაუქმდა ამავე კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულება (სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებამდე, ალიმენტის საქმესთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო 2018 წლის 2 აგვისტოს, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის Nას-1618-2018 განჩინებით).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანების გამოცემა უკავშირდება სწორედ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც საბოლოოდ გადაწყდა ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული დავა და გაუქმდა ამ საქმეზე 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულება. ამდენად, არსებობდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადავო 2019 წლის 21 მარტის N1198 ბრძანებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის შესაბამისი მოქმედებების გაუქმებისა და N... სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ სასამართლოს დროებითი განკარგულება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობდა N... სააღსრულებო საქმის წარმოება, გაუქმდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით და მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის დროს მოვალის კუთვნილი ქონების ნაწილზე მიმდინარეობდა საჯარო აუქციონები, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება აღსრულების შეწყვეტის თაობაზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადავო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და დანიშნული აუქციონების გაუქმება კანონშესაბამისია. ამასთანავე, მართებულია აღმასრულებლის ქმედებები ... სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებასთან დაკავშირებით (სუბიექტის მოვალეთა რეესტრიდან ამოღება, შესაბამის ორგანოში ყადაღის რეგისტრაციის გაუქმება და სხვა).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამავე კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კანონით აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებაზე. ამასთან, კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს N2ბ/1580-18 გადაწყვეტილება, მ.ჭ-ისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე. 2019 წლის 20 მარტის N2ბ/1580-18 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სადავო N... სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - ნ.გ-ი, მოვალე - მ.ჭ-ე). ამდენად, N... სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მიეღო კანონით დადგენილი ყველა ზომა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ფარგლებში აღსასრულებლად, რაც ამ გადაწყვეტილებით იყო დადგენილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში განხორციელებული ყველა სადავო მოქმედება კანონშესაბამისია - სააღსრულებო ფურცლის არსებობამ წარმოშვა აღსრულების დაწყებისა და შესაბამისი მოქმედებების განხორციელების წინაპირობები. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოება პირდაპირ არის დაკავშირებული აღსასრულებელ მოთხოვნასთან და აღმასრულებელი შეზღუდულია აღსასრულებელი დოკუმენტის შინაარსით. ამდენად, მართალია N... და N... სააღსრულებო საქმეები შეეხებოდა ალიმენტის გადახდას და მიმდინარეობდა ერთიდაიგივე მხარეებს შორის, თუმცა თითოეულ შემთხვევაში, წარმოების დაწყების საფუძველი სხვადასხვა იყო. შესაბამისად, ერთი სააღსრულებო საქმის წარმოების მეორეთი ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამასთან, 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ამავე კანონის 47-ე მუხლი ადგენს ყადაღადადებული ქონების შეფასების წესს.

დადგენილია, რომ N... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 24 მარტს განახორციელა მ.ჭ-ის კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება. ამავე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2019 წლის 8 მაისს განახორციელა მ.ჭ-ის კუთვნილი მოძრავი ქონების - ავტომანქანის აღწერა-დაყადაღება. ასევე დადგენილია, რომ მ.ჭ-ის საკუთრებად რიცხული ქონება - ... „... “ გასხვისდა 760 ლარად, ... „... “ გასხვისდა 550 ლარად, ხოლო ავტომობილი „...“ (სახელმწიფო ნომრით: ...) გასხვისდა 3190 ლარად.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის რეგულირებული არაუზრუნველყოფილი კატეგორიის საქმეებზე მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღებისა და შესაბამისად, მისი რეალიზაციის რიგითობა. აღნიშნულ საკითხზე აღმასრულებელი გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, NA... სააღსრულებო საქმის წარმოების დროს აღმასრულებელს არ დაურღვევია კანონმდებლის მოთხოვნები მოძრავი ქონების, მათ შორის, სადავო ავტომანქანის ვადის დარღვევით აღწერა-დაყადაღებაზე. ამავდროულად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება, ქონების არასათანადოდ, დაბალი ღირებულებით შეფასებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას აღმასრულებლის ან/და შემფასებლის მხრიდან რაიმე დარღვევის გამოვლენის ფაქტის არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალის ინფორმირებას ახდენს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოვალეს შესაძლებლობა აქვს, სრულად ან ნაწილობრივ ნებაყოფლობით შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება, თუმცა ეს შესაძლებლობა დროში შეზღუდულია. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული ფინანსური აქტივის ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებად ჩათვლასთან და ფინანსური ვალდებულების კორექტირებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი იმპერატიულად ადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადას და მის სამართლებრივ შედეგს. ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის მიცემული ვადის არსი მდგომარეობს მხარეებისათვის იძულების ღონისძიებებით გამოწვეული სიძნელეების აცილებაში, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების დაზოგვაში. სწორედ ამის გამო აცნობებს ადმინისტრაციული ორგანო მოვალეს, რომ თანხის ნებით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს დაეკისრება აღსრულების საფასურის შეღავათიანი განაკვეთი. ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ აღმასრულებლისაგან დამოუკიდებლად განხორციელებულ ქმედებებს, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს მთლიანი ან ნაწილი ვალდებულების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სადავო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მოვალეს ვალდებულება ნებაყოფლობით არ შეუსრულებია. სადავო ავტომანქანის რეალიზება განხორციელდა იძულებით აუქციონზე. შესაბამისად, ამ გზით ფინანსური აქტივის მიღება ვერ ჩაითვლება მოვალის მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამავდროულად, კანონშესაბამისია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სადავო სააღსრულებო მოქმედებები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ვ.მ-ეს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 21 მარტს, N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე, მ.ჭ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;

3. ვ.მ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს 2022 წლის 21 მარტს, N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე, მ.ჭ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე




მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე




გენადი მაკარიძე