საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-158(2კ-22) 28 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. გორის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
2. ნ.კ-ე (მესამე პირი)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შ.ხ-ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - ვ.გ-ი, გ., გე. ( თ.ხ-ის უფლებამონაცვლე), ზ., ზუ., შ., მ. და ს. ხ-ები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 21 ოქტომბერს შ.ხ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის, ასევე მესამე პირის - ნ.კ-ის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა:
1. გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმის ბათილად ცნობა;
2. გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობის ბათილად ცნობა;
3. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 707 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ.კ-ის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის ბათილად ცნობა;
4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1124 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ.კ-ის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის ბათილად ცნობა;
5. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2454 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ.კ-ის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის ბათილად ცნობა;
6. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 707 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ... ) ნ.კ-ის (პირ. № ... ) სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
7. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1072 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ... ) ნ.კ-ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
8. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2354 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ... ) ნ.კ-ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
9. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
10. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
11. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
12. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
13. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
14. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
15. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
16. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
17. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს, მოახდინოს შ.ხ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სამ მიწის ნაკვეთზე;
18. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 2 თებერვლის №0013 ოქმის ბათილად ცნობა;
19. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 4 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0030 ოქმის (უთარიღო) ბათილად ცნობა;
20. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0031 ოქმის (უთარიღო) ბათილად ცნობა;
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ნ. და გ. კ-ეები.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ვ.გ-ი, გ., თ., ზ., ზუ., შ., მ. და ს. ხ-ები.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 707 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ.კ-ის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის შესახებ ჩანწერი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1124 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ.კ-ის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის შესახებ ჩანწერი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2454 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით გ.კ-ის საკუთრებაში 2005 წლის 16 დეკემბერს აღრიცხვის შესახებ ჩანაწერი; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 707 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ...) ნ.კ-ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილება; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1072 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ... ) ნ.კ-ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილება; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2354მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №... საკადასტრო კოდით (წინა კოდი ... ) ნ.კ-ის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება. შ.ხ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისის დავალდებულების შესახებ, მოახდინოს მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სამ მიწის ნაკვეთზე, მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. შ.ხ-ის სარჩელი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 2 თებერვლის №0013 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შ.ხ-ის სარჩელი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №0030 და №0031ოქმების (უთარიღო) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს საკითხის ხელახლა განხილვისას დაევალა: ა) საკომლო წიგნის ჩანაწერების, მიწის განაწილების სიის, საგადასახადო სიისა და გორის სასამართლოს 1997 წლის 1997 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №2/297ა) საფუძველზე შ.ხ-ის, როგორც გ. ხ-ის მემკვიდრის საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის შესწავლა; ბ) შ.ხ-ის საკუთრების უფლების დადგენის შემთხვევაში, საკუთრების უფლების ობიექტ(ებ)ის ზუსტი ადგილმდებარეობის, კოორდინატების, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა; გ) საკომლო წიგნის ჩანაწერების, მიწის განაწილების სიის, საგადასახადო სიისა და გორის სასამართლოს 1997 წლის 1997 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №292/297ა) საფუძველზე ნ.კ-ის, როგორც გ.კ-ის მემკვიდრის საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის შესწავლა; დ) ნ.კ-ის საკუთრების უფლების დადგენის შემთხვევაში, საკუთრების უფლების ობიექტ(ებ)ის ზუსტი ადგილმდებარეობის, კოორდინატების, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა; ე) მხარეთა, აგრეთვე მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდების, მესაკუთრეების (მოსარგებლეების), გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთების სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონებების კონფიგურაციის, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საზღვრების პარამეტრების გამოკვლევა და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, შ.ხ-ისა და ნ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ.კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით თ.ხ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, შეჩერდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და თ.ხ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა გე. ხ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ-ის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების - გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობის და გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; არარად იქნა აღიარებული გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობა და გორის რაიონის სოფელ ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმი; სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; დ.რჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ.კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ნ.კ-ის მითითებით, 2005 წლის 29 ნოემბრის №9 ოქმი და 2005 წლის 8 დეკემბრის №419 გორის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს ცნობა არარად კი არ უნდა იქნას მიჩნეული, არამედ აღიარებული უნდა იქნას უფლების დამდგენ დოკუმენტად, რადგან მსგავსი ცნობებით რეგისტრაცია განხორციელებულია მასიურად, რაც გამორიცხავს რაიმე უკანონო ჩარევით დოკუმენტების მიღებას ნ.კ-ის მამკვიდრებლის მხრიდან. 2005 წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის საკუთრების რეგისტრაცია ძირითად შემთხვევაში მიმდინარეობდა სწორედ მსგავსი ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე და მსგავსი აქტები გაცემული არ არის მხოლოდ სადავო შემთხვევაში - სოფლის საკრებულოებს მინიჭებული ჰქონდათ უფლებამოსილება გაეცათ მსგავსი სახის ცნობები, რაც ხდებოდა საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი. შესაბამისად, საკუთრების რეგისტრაციისთვის, ისევე როგორც სხვა პირებმა, გ.კ-ემ (ნ.კ-ის მამკვიდრებელმა) მიიღო უფლების დამდგენი დოკუმენტი მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების დასაკანონებლად. მას ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა, რაც გამოიხატა კიდეც აღნიშნული დოკუმენტით სადავო მიწის ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. კასატორის მითითებით, აღნიშნული აქტებით საკუთრების რეგისტრაცია, კიდევ ერთი კანონიერი ნდობის საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომელმაც მიიღო და რეგისტრაციაში გაატარა საკუთრება უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება სადავო საკითხი განხილულ იქნეს 1991-92 წლებში საქართველოს მოქალაქეების ჩრდილოეთ ოსეთში წასვლის და მათ საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების დადგენის იდენტურად, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველოდან წასულმა მოქალაქეებმა დატოვეს ქონება მესაკუთრის გარეშე, ხოლო სადავო შემთხვევაში საკუთრების უფლება გ. ხ-ის მიერ იქნა გასხვისებული, ქონება გაიყიდა დოკუმენტების გადაცემის გარეშე, შესაბამისად ხ-ის მემკვიდრეებზე ვერ გადავიდოდა.
ნ.კ-ე მამკვიდრებლის გ.კ-ის გარდაცვალების შემდეგ, ე.ი. 2013 წლიდან იურიდიულად და ფაქტობრივად ფლობს და განკარგავს ქონებას, როგორც კერძო საკუთრებას, ხოლო აღნიშნულ ქონებას იურიდიულად და ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ნ.კ-ის მამკვიდრებელი 2005 წლიდან მის გარდაცვალებამდე, ამასთან გ.კ-ე ქონების სამართლებრივად დარეგისტრირებამდე სადავო ქონებას ფლობდა 1992 წლიდან და ამ დროის განმავლობაში არ ჰყავდა მოდავე (მათ შორის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეები, რომლებიც ჩართული არიან როგორც მესამე პირები), სრულად განკარგავდა ქონებას, უვლიდა, კაპიტალურად შემოღობა და გაარემონტა სახლი, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთ ნაკვეთში და შეიყვანა იმ დროისთვის სოფლის პირობებში შესაძლებელი ყველა საკომუნიკაციო საშუალება, იხდიდა ელ.ენერგიის გადასახადს აბონენტის ნომერზე №... - გადამხდელი გ.კ-ე. კასატორის მითითებით, საგულისხმოა ასევე, რომ ნ.კ-ის სახელზე აღრიცხული საკადასტრო კოდით: ...- 707 კვ.მ, ... -1072 კვ.მ და ... - 2354 კვ.მ მიწის ნაკვეთები წარმოადგენს დაზუსტებულ რეგისტრაციას, რომელიც დაზუსტდა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2017 წლის 2 თებერვლის №0013, №0030 და №0031 ოქმების საფუძველზე. აღნიშნული ოქმები პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუბათილებია და ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამასთანავე მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა (პასპორტი) შეიცავს ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ უფლების დამადასტურებელ საბუთად წარდგენილია ...ის თემის საკრებულოს ოქმი და ცნობა, ასევე, გორის სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილება. ნათელია, რომ ნ.კ-ის საკუთრებაში აღრიცხული სადავო მიწის ნაკვეთებზე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან რამდენჯერმე მოხდა საკუთრების აღიარება რეგისტრაცია - 2005 წელს აღირიცხა ნ.კ-ის მამკვიდრებლის სახელზე და მემკვიდრეობის მიღების შემდეგ დაზუსტდა 2017 წელს. ამასთან, ზედდების გამო, საკადასტრო კოდები 2016 წლის მაისში საკუთარი განცხადებით გააუქმეს ნ., ზ. და შ. ხ-ებმა. კოდების გაუქმება მოხდა ზედდების გამო, აღნიშნული განცხადებები ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს დღეის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთებზე პრეტენზია არ გააჩნდათ მოსარჩელეს და მესამე პირებს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთები კეთილსინდისიერად ჰქონდა შეძენილი გ.კ-ეს შ.ხ-ის მამკვიდრებლისგან.
კასატორის მითითებით, უდავოდ დადგენილია, რომ გ. ხ-ი ნამდვილად ფლობდა მიწის ნაკვეთებს, რაც დასტურდება ...ის საკომლო წიგნის ჩანაწერებით, თუმცა კომლის შესახებ ჩანაწერი გადახაზულია და მითითებულია, რომ წავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში მუდმივ საცხოვრებლად. ხ-ებმა წასვლის შემდეგ ქონება გაასხვისეს, ამიტომ ისინი ვერ გააკეთებდნენ ქონების მიტოვებას კანონის შესაბამისად, რადგან რეალურად დადებული იყო გარიგება-ნასყიდობა. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით არსებობს გორის სასამართლოს 1997 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით არ დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა, რაც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით, ვინაიდან გ. ხ-ის მინდობილი პირი, რომელთაც რეალურად დადებული იყო გარიგება, ხშირად არ იმყოფებოდა საქართველოში. ცხადია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, პირიქით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დაარეგულირა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით გადაეცა გ. ხ-ის მინდობილ პირს დარჩენილი 100 000 მანეთი, რითაც გ.კ-ემ სრულად შეიძინა საკუთრების უფლება. თავის მხრივ, გ.კ-ეს ფასის გადახდის შემდეგ არ გადასცემია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რადგან ხ-ის მინდობილ პირს ფიზიკურად არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, ხოლო ...ის თემის საკრებულოს საკომლო წიგნების ჩანწერებში უკვე იყო აღნიშვნა, რომ კომლი წასულია ჩრდილოეთ ოსეთში მუდმივ საცხოვრებლად და გადახაზულია მათი მონაცემები, როგორც კომლის მონაცემი, რაც გულისხმობდა კომლის გაუქმებას.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ გ. ხ-ს არ მიუტოვებია ქონება და, შესაბამისად, აქვს საკუთრების უფლება ...ში. ასევე, საგულისხმოა რომ 1992 წელს წასულ კომლს ისევ ერიცხება მიწის ფართი დაახლოებით 10 წლის მანძილზე, მაშინ როდესაც მთელი ოჯახი გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ გარიგების აღიარების მიზნით მხარეებმა მიმართეს სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება და სადავო ქონება მიაკუთვნა გ.კ-ეს. თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს შესაძლებლობაზე დაეკანონებინა არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. გ.კ-ეს არ მიაჩნდა რომ მიწის ნაკვეთს ფლობდა არამართლზომიერად, რადგან მას რეალურად ნაყიდი ჰქონდა ქონება, ანუ სახეზე იყო ნასყიდობა და ფაქტობრივად იყო მისი საკუთრება, გ. ხ-ი გარდაიცვალა 2009 წლის 14 დეკემბერს და გაიხსნა მემკვიდრეობა. იგივე სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ გ.ხ-ის სამკვიდრო ქონება (უძრავი) სრულად მიიღო ე.ტ-ამ, რაც ეჭვქვეშ აყენებს შ.ხ-ის სამკვიდროს მიღების საკითხს, რის საფუძველზეც ითხოვს ქონების დაკანონებას. ამასთან სამკვიდრო მოწმობით არ ირკვევა სწორედ იმ ადგილზე გააჩნია თუ არა საკუთრება შ.ხ-ს, სადაც ნ.კ-ის საკუთრებაა აღრიცხული თუ სხვაგან, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა გაუქმდეს ნ.კ-ის რეგისტრირებული უფლება, მაშინ როდესაც შ.ხ-ის საკუთრების უფლება დასადგენია. კასატორის მითითებით, კანონიერი ნდობის გამო, მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, ვინაიდან წლების განმავლობაში ქონებას ფლობს და განკარგავს როგორც საკუთარს.
კასატორის - გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოსაზრებით, ვინაიდან ...ის თემის საკრებულოს კრების ოქმი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვერ მოხდება მისი არარად აქტად აღიარება. აღსანიშნავია ისიც, რომ ...ის თემის საკრებულოს მიერ გაცემული 2005 წლის 08 დეკემბრის №419 ცნობა გაცემულია ფაქტობრივი მდგომარეობით, რომელიც ასახავს გ.კ-ის მიწათმოსარგებლეთა კატეგორიის რიგითობას და მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ოდენობას. სადავო პერიოდში მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, ფაქტობრივად არსებული მდგომარეობით გაცემული ცნობით ხდებოდა ინფორმაციის დაზუსტება. ...ის თემის საკრებულოს მიერ გაცემული 2005 წლის 29 ნოემბრის ოქმი №9 შინაარსობრივად მოიცავს ცნობის სახით გასაცემ ფაქტობრივ ინფორმაციას და ამ ოქმს ხელი არ შეუშლია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის რეგისტრაციების განხორციელებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მ.მდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მ.მდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მ.მდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ფიქსირდება გ. ხ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შ. (მეუღლე), უ., ზ. და ნ. (შვილები) ხ-ები. კომლის შესახებ ჩანაწერი გადახაზულია და მითითებულია: წავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში მუდმივ საცხოვრებლად 1992 წელს. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1970 წელს აგებული 50 მ2 საცხოვრებელი სახლი. მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილის დატოვებისა, ...ის თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში გ.ხ-ის სახელზე კვლავ ირიცხება 901 მ2 (ნაკვეთის №059, კვარტალი 01) და 2376 მ2 (ნაკვეთის №066, კვარტალი 01) მიწის ფართობი.
გ.ხ-ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციით საკუთრების უფლებით, საგადასახადო სიების საფუძველზე, აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2376 მ2 (საკადასტრო კოდით ...) და 901 მ2 მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდით ...).
2016 წლის მაისში საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართეს ნ. (წარმომადგენლის მეშვეობით), ზ. და შ. ხ-ებმა და მოითხოვეს ზემოხსენებული რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა. ნ. ხ-ი დამატებით უთითებდა, რომ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მის საკუთრებას (ს/კ .., 2376 კვ.მ). საჯარო რეესტრის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიწის მართვის დეპარტამენტის 2003 წლის 26 აგვისტოს რეგისტრაციებისას შესწავლილი არ იქნა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები და ბათილად იქნა ცნობილი №.. (...) და №... (...) საკადასტრო კოდებზე განხორციელებული რეგისტრაციები.
...ის თემის საკრებულოს განცხადებით მიმართა გ.კ-ემ, რომლითაც მოითხოვა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,13 ჰა მიწის ნაკვეთში 1970 წელს აგებული საცხოვრებელი ბინის დაკანონება. ...ის თემის საკრებულოს კრების 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№9 ოქმი) გ.კ-ეს ნება დაერთო, დაეკანონებინა ბინა მითითებულ საზღვრებში, ხოლო გორის უძრავი ქონების სააგენტოს ეთხოვა ამ ქონების გ.კ-ის სახელზე რეგისტრაცია. ამასთან, ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 და №420 ცნობების თანახმად, გ.კ-ე განეკუთვნებოდა მიწათმოსარგებლეთა მე-3 კატეგორიას; ოთხ ნაკვეთად ფლობდა 0,73 ჰა მიწის ფართს: საკარმიდამოს, სახლის უკან, ...სა და გზის ნაპირზე; მის სახელზე არ იყო გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა. ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 კრების ოქმის, 2005 წლის 8 დეკემბრის №419 და №420 ცნობების საფუძველზე, გ.კ-ის სახელზე 2005 წლის 16 დეკემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 1. 707 მ2 მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით; 2. 1124 მ2 მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით; 3. 2454 მ2 მიწის ნაკვეთი №... საკადასტრო კოდით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით გ.კ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რიცხული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2354 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით აღირიცხა მის მემკვიდრე ნ.კ-ის სახელზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გ.კ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რიცხული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 707 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით აღირიცხა ნ.კ-ის სახელზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.კ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რიცხული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1072 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით აღირიცხა ნ.კ-ის სახელზე.
2019 წლის 29 ივლისს შ.ხ-მა განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით შეჩერდა, მოგვიანებით კი შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირდა ზედდება მოთხოვნილ და ნ.კ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ პირობებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ ნ.კ-ისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს სადავო უძრავ ქონებაზე, ერთი მხრივ, ნ.კ-ისა და, მეორეს მხრივ, შ.ხ-ის უფლების არსებობის საკითხის დადგენას.
უდავოა, რომ შ.ხ-ი წარმოადგენს გ. ხ-ის მემკვიდრეს. ამ უკანასკნელის სახელზე სადავო უძრავი ქონება - გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2376 მ2 მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით .., და 901 მ2 მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციით. აღსანიშნავია, რომ სადავო ქონების გ. ხ-ისადმი კუთვნილებას აგრეთვე ადასტურებს ...ის თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში არსებული მონაცემები. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად გ. ხ-ის ოჯახის საცხოვრებლად სამხრეთ ოსეთში გადასვლისა, კომლს საკუთრებაში კვლავ ერიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 2003 წელს. ამდენად, შ.ხ-ის, როგორც გ. ხ-ი მემკვიდრის უფლება სადავო ნაკვეთზე დადასტურებულია როგორც საკომლო ჩანაწერით, ისე საგადასახადო სიით. მითითებული დოკუმენტები ძალაშია, არ გაუქმებულა, შესაბამისად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს მიწის მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
რაც შეეხება სადავო ნაკვეთზე ნ.კ-ის უფლებას, პალატა მიუთითებს, რომ კასატორი წარმოადგენს გ.კ-ის მემკვიდრეს. ამ უკანასკნელის სახელზე სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა 2005 წლის 16 დეკემბერს. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 29 ნოემბრის №9 კრების ოქმი და 2005 წლის 8 დეკემბრის №419 და №420 ცნობები. ...ის თემის საკრებულოს კრების 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.კ-ეს ნება დაერთო, დაეკანონებინა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,13 ჰა მიწის ნაკვეთში 1970 წელს აგებული საცხოვრებელი ბინა შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით ჟ.გ-ი, დასავლეთით - შ. ხ-ი, ჩრდილოეთით - ზ.გ-ი, სამხრეთით - გ. ხ-ი, ხოლო გორის უძრავი ქონების სააგენტოს ეთხოვა ამ ქონების გ.კ-ის სახელზე რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ...ის თემის საკრებულოს მსგავსი შინაარსის დოკუმენტის - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის უფლებამოსილება არ გააჩნდა. უძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ან/და ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცათ 2007 წელს. ამდენად, ...ის თემის საკრებულოს კრების 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, მისი არარა აქტად აღიარების საფუძველია.
ასევე გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ...ის თემის საკრებულოს 2005 წლის 8 დეკემბრის №419 ცნობაში მცდარი ინფორმაციის ასახვის შესახებ, რომლის თანახმად გ.კ-ე განეკუთვნებოდა მიწათმოსარგებლეთა მე-3 კატეგორიას და იგი ოთხ ნაკვეთად ფლობდა 0,73 ჰა მიწის ფართს: საკარმიდამოს, სახლის უკან, ...სა და გზის ნაპირზე. აღსანიშნავია, რომ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983-1995 წლების, 1996-2007 წლების ...ის თემის საკრებულოში შემავალი სოფლების (..., ..., ...) საკომლო წიგნებში, ...ის თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში, 1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნებში გ.კ-ისა და ჯ.კ-ის კომლისა და მათ სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ მოიძებნა, შესაბამისად გაურკვეველია აღნიშნული შინაარსით ცნობის გაცემის საფუძველი.
რაც შეეხება კასატორ ნ.კ-ის მითითებას, რომ მსგავსი დოკუმენტების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მასობრივად რეგისტრირდებოდა მიწის ნაკვეთები, პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ განიხილება თანასწორობის პრინციპის დარღვევად. თანასწორობის პრინციპის დაცვა გულისხმობს ადმინისტრაციის თვითნებობის აკრძალვას, იდენტურ გარემოებებში თვითნებურად უფლებების შეზღუდვის და უკანონო გადაწყვეტილებების მიღების დაუშვებლობას. თანასსწორობის დაცვა გულისხმობს თანასწორობას კანონის დაცვაში და არა დარღვევაში, სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა, მით უფრო უკანონო პრაქტიკა (სუსგ. №ბს-1163 (კ-18), 18.04.2020წ.).
კასატორი ნ.კ-ე აგრეთვე მიუთითებს გორის სასამართლოს 1997 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადასტურდა გ. ხ-ის მინდობილ პირსა და გ.კ-ეს შორის 1993 წლის 10 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა, რომლითაც სადავო ბინის მესაკუთრედ განისაზღვრა გ.კ-ე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა დადასტურებული არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სადავო ქონება 2003 წელს განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველზე კვლავ გ. ხ-ის საკუთრებას წარმოადგენდა. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილებაში საუბარია საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც შედგება ერთი სართულისა (40 კვ.მ) და აივნისაგან (30 კვ.მ), რა გარემოებებიც დამატებით კვლევას საჭიროებს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ნათელია, რომ გ. ხ-ზე სადავო ქონების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა, 2005 წელს ქონება სასამართლოს მიერ არარად ცნობილი აქტების საფუძველზე დარეგისტრირდა გ.კ-ის საკუთრების უფლებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება როგორც საკომლო ჩანაწერით, ისე საგადასახადო სიით გ. ხ-ისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მტკიცებულებათა გათვალისწინებით, მართებულია დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტა. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს მოსარჩელესა და კასატორს (მათ მამკვიდრებლებს) შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, მათ სახელზე უფლების დამდგენის დოკუმენტების არსებობის საკითხი და შესაბამისი უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ გ.ხ-ის სახელზე 2003 წელს განხორციელებული რეგისტრაცია 2016 წელს გაუქმდა ნ., ზ. და შ. ხ-ების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ იგი არასწორად იყო განხორციელებული. პალატის შეფასებით აღნიშნული გარემოება აგრეთვე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ.კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ნ.კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.01.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა