Facebook Twitter

№14841-13 26 აპრილი, 2013 წელი

ლ-ე პ.- 14841-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ფ-ის

მსჯავრდებულ _ პ. ლ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. ლ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის განაჩენით პ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელ ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 10 ივლისიდან იმავე წლის 30 ივლისის ჩათვლით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინებით,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე პ. ლ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ან მათი ჩამორთმევის ვადის შემცირებას, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი ითვალისწინებს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების მხოლოდ აღდგენას და ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდება სსკ-ის 260-ე, 261-ე ან 273-ე მუხლებით დანიშნული სასჯელისაგან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ პ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება პ. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი