Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-327-730-06 17 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ა-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 21 მარტის განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს. ა-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარეთათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21 მარტის განჩინება კასატორ ს. ა-იანს გაეგზავნა 2006წ. 19 აპრილს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან არ ირკვეოდა, თუ როდის ჩაჰბარდა კასატორს ზემოაღნიშნული განჩინება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა შეტანილი იყო, თუ არა საკასაციო საჩივარი ს. ა-იანის მიერ 1 თვიანი ვადის დაცვით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატამ 2006წ. 22 ივნისს წერილით მიმართა შპს ,,საქართველოს ფოსტას”, რათა ეცნობებინათ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. შპს ,,საქართველოს ფოსტის” 2006წ. 13 ივლისის მომართვიდან ირკვევა, რომ გზავნილი ს. ა-იანს ჩაბარდა 2006წ. 27 აპრილს, ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორის მიერ შეტანილ იქნა 2006წ. 8 ივნისს ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 63-ე მუხლით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ა-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.