№15231-13 30 აპრილი, 2013 წელი ს-ა ლ- 15231-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ზ. შ-ის
მსჯავრდებულ _ ლ. ს-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით ლ. ს-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 24,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10.000 ლარი.
მსჯავრდებულ ლ. ს-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 20 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ლ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 24, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ. ს-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2009 წლის 20 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ლ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე ლ. ს-ას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
ლ. ს-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2010 წლის 29 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2007 წლის 13 დეკემბრიდან 2008 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის განაჩენით ლ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ–ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონების თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ლ. ს-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 8 თვე, 23 დღე და პირობითი მსჯავრი – 3 წელი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 თვე და 27 დღე და პირობითი მსჯავრი – 3 წელი. საბოლოოდ ლ. ს-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი – 6 წელი, 7 წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ. ს-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2011 წლის 27 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის განაჩენი ლ. ს-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განაჩენით ლ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 7 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ს-ას სასჯელად განესაზღვრა – 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 3 თვე და 17 დღე, ასევე 6 წელი – პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ლ. ს-ას განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა – 19 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და 6 წელი – პირობითი მსჯავრი, 7 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ. ს-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2011 წლის 30 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განაჩენი ლ. ს-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განაჩენი ლ. ს-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ს-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11, მე-3, მე-16 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებული ლ. ს-ა გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 24,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან;
მსჯავრდებული ლ. ს-ა ასევე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან, გარდა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისა;
მსჯავრდებული ლ. ს-ა ასევე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან;
მსჯავრდებული ლ. ს-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ლ. ს-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ. ს-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ს-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, დაზარალებულთა თანხმობის გამო, სასჯელისაგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლით, რომლის საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
იმავე კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე–15 მუხლების მოქმედება, ხოლო მე–20 მუხლის თანახმად კი: ,,ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე“.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის თანახმად კი, პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით და მსჯავრდებულ ლ. ს-ას ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, ხოლო რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას, კანონიერად დატოვა უცვლელად.
როგორც საქმის მასალებითაა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით წარდგენილ იქნა დაზარალებულების: ნ. ი-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ის, ვ. წ-ის, თ. კ-ის, მ. ტ-ის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენი), ე. და ქ. ბ-ების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განაჩენი) სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებითაც დაზარალებულები აცხადებენ თანხმობას, რომ მსჯავრდებულ ლ. ს-ას მიმართ გამოყენებულ იქნეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი. ასევე წარმოდგენილია პროკურორ შ. ც-ის თანხმობა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი), დაზარალებული მხარის – სახელმწიფოს პოზიციის დაფიქსირების თაობაზე, რითაც იგი აცხადებს თანხმობას მსჯავრდებულ ლ. ს-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
ამდენად, რადგან თაღლითობის ყველა ეპიზოდში წარდგენილია დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე, ლ. ს-ა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე კანონიერად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისაგან.
მსჯავრდებული ლ. ს-ა, როგორც ნასამართლობის არმქონე პირი, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის განაჩენით სსკ–ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან. იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მას ერთი მეოთხედით ასევე კანონიერად შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის) დანიშნული სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ს-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი