№15241-13 30 აპრილი, 2013 წელი
მ-ი ა., 15241-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჯ-ის
მსჯავრდებულ _ ა. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით – 10 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 9 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ა. მ-ს საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით მიესაჯა 12 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, ხოლო 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 18 ივნისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 17 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განაჩენით ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიესაჯა 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წელი, 7 თვე, 28 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის, 11 თვისა და 28 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 378-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, პროპორციული წილის გაანგარიშებით, ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს საჩივრის განხილვას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 3 თვე, 15 დღე და საბოლოოდ განესაზღვროს 10 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2006 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით (მომდევნო განაჩენით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღი) უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 7 თვე, 29 დღე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 11 წლით, 4 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 3 თვე, 15 დღე და საბოლოოდ განესაზღვროს 10 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 7 თვე, 29 დღე და საბოლოოდ განესაზღვროს 11 წლით, 4 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე