Facebook Twitter

№15621-13 30 აპრილი, 2013 წელი

წ-ა დ., 15621-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჯ-ის

ადვოკატ _ ა. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. წ-ას საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით დ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 მარტიდან.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მაისის განაჩენით დ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით მიესაჯა 11 წლით, ხოლო 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 7 თვე, 5 დღე და განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით, 7 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულ დ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით, ხოლო 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 10 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 12 წლით, 7 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, 7 წლის, 7 თვისა და 5 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 აგვისტოდან.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. წ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. წ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. წ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 8 თვისა და 11 დღის ვადით, ასევე – 3 წლითა და 9 თვით პირობითი სასჯელი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. წ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენზეც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. წ-ას უნდა შეუმცირდეს დანიშნული და არა მოუხდელი სასჯელები, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. წ-ას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. წ-ას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-5 ნაწილითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 8 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი, 6 თვე და 22 დღე უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. წ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. წ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. წ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-5 ნაწილითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვროს 8 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი, 6 თვე და 22 დღე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე