Facebook Twitter

№368აპ-12 19 აპრილი, 2013 წელი

გ-ი ლ.- 368აპ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, გიორგი შავლიაშვილი

პროკურორ – დავით მესტვირიშვილის

სხდომის მდივან – გ. შ-ის

მსჯავრდებულების – ლ. გ-ისა და ა. ტ-ის

ადვოკატების – გ. ბ-ის, ს. თ-ის

დაზარალებულების – თ. გ-ის, თ. ხ-ის, მ. ი-ის, ნ. მ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულების – ა. ტ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით: ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლითა და 6 თვის ვადით.

ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 25,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ–ის 55–ე, 63–64–ე მუხლების შესაბამისად, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

ხ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 25,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ–ის 55–ე, 63–64–ე მუხლების თანახმად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

ბ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 25,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა: ვ. გ-მა, ა. ტ-მა, ლ. გ-მა და ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება; ლ. გ-მა დამატებით ითხოვა მისთვის ჩამორთმეული თანხის, ავტომანქანის და მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულების: ა. ტ-ისა და ვ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

მსჯავრდებულ ლ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, განაჩენში შევიდა ცვლილება: ლ. გ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს დაუბრუნდა ლ. გ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხები – 300 აშშ დოლარი და 180 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. სხვა ნაწილში, როგორც დანიშნული სასჯელების, ასევე საქართველოს სსკ–ის 52–ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევის ნაწილებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ა. ტ-სა და ლ. გ-ს განაჩენით მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ. გ-მა კარგად შეისწავლა სოფელ ...-ის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო– სამეურნეო მიწების 1992 წელს სახელმწიფოს მიერ მიწის რეფორმის შედეგად სოფელ ...-ის მოსახლეობაზე განაწილების სქემა, 2011 წლის ივნისში დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. მ-ს, ბ. ლ-ს, ა. ტ-ს, ლ. გ-ს და დ. წ-ს, რის შემდეგაც ურთიერთშეთანხმებით განიზრახეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითური გზით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი და გაინაწილეს ფუნქციები, თუ ვის რა მოქმედება უნდა შეესრულებინა მიწების ყალბი დოკუმენტებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და რეალიზაციის საქმეში, რის შემდეგაც მიღებულ თანხებს თანაბრად გაინაწილებდნენ. კერძოდ, ვ. გ-მა მონიშნა სოფელ ...-ში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები და ფართობების მიხედვით გააკეთა შავი აზომვითი ნახაზები, რის შემდეგაც მოიპოვა მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი. ბ. ლ-ამ და ვ. მ-მა დაამზადეს ყალბი ბეჭდები. აღნიშნულის შემდეგ ვ. გ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ნაცნობ ხ.ქ-ს და სთხოვა, რომ პერიოდულად დახმარებოდა და თავისი ხელით შეეტანა მიწის ნაკვეთების მიღება–ჩაბარების აქტებში მის მიერვე მიწოდებული ყალბი მონაცემები, რაშიც მისი თანხმობის შემდეგ გადაუხადა 1000 ლარი. ლ. გ-ი 2011 წლის ივნისში დაუკავშირდა ა. მ-ს, რომ თუ მონახავდა ორ ნაცნობს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ 1992 წელს, იმ პერიოდში იყვნენ სრულწლოვანები და მისცემდნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ასლებს, ასევე უმნიშვნელო დოკუმენტებზე მათი ხელმოწერის სანაცვლოდ მისცემდა გარკვეულ თანხას, რაზეც ა. მ-ი, ეკონომიკური გაჭირვების გამო, დაეთანხმა და მიუყვანა, ასევე ეკონომიკურად გაჭირვებული ვ. მ-ი და ვ. ს-ე. ა. ტ-მა მიწის ნაკვეთების მათ სახელზე რეგისტრაციაზე დაითანხმა თავისი ნაცნობები – ნ. ს-ე და გ. ჯ-ე. ვ. გ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობარ ბ. ჯ-ს, რომელმაც 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თავისი ნათესავის – ვ. ქ-ის სახელზე მოახდინა მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. ბ. ლ-ამ და დ. წ-მა დაითანხმეს რ. წ-ი აღნიშნული მიწის ნაკვეთების მის სახელზე რეგისტრაციაზე. ასევე დ. წ-მა მოტყუებით დაითანხმა თავისი ნათესავი ე. მ-ე, მის სახელზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის. ხ. ქ-ის დახმარებით მოქალაქეებზე: ვ. მ-ის სახელზე დაამზადეს მიწის ყალბი მიღება–ჩაბარების აქტი №..., ვ. ს-ზე დაამზადეს მიწის ყალბი მიღება–ჩაბარების აქტი №..., რ. წ-ის სახელზე დაამზადეს მიწის ყალბი მიღება–ჩაბარების აქტი №..., გ. ჯ-ის სახელზე დაამზადეს მიწის ყალბი მიღება–ჩაბარების აქტი №..., ნ. ს-ის სახელზე დაამზადეს მიწის ყალბი მიღება–ჩაბარების აქტი №..., ვ.ქ-ის სახელზე დაამზადეს მიწის ყალბი მიღება–ჩაბარების აქტი №..., ე. მ-ის სახელზე დაამზადეს მიწის ყალბი მიღება–ჩაბარების აქტი №..., რის შემდეგაც ყალბი მიღება–ჩაბარების აქტების ასლები დაამოწმეს ნოტარიულად, როგორც დედნებთან იდენტური, რომელთა გამოყენებითაც საჯარო რეესტრში მოახდინეს ვ. მ-ის, ვ. ს-ის, რ. წ-ის, გ. ჯ-ის, ნ. ს-ის, ვ. ქ-ის და ე. მ-ის სახელზე თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწების რეგისტრაცია. აღნიშნულის შემდეგ მიწის ნაკვეთების ნაწილი გაასხვისეს და დატვირთეს იპოთეკით სხვადასხვა პირზე. კერძოდ: თბილისში, სოფელ ...-ში, დიდ დიღომში მდებარე 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. მ-ის სახელზე. ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოტყუებით დატვირთეს იპოთეკით 5900 აშშ დოლარად ლ. ბ-სთან, რითაც მას მიაყენეს 5900 აშშ დოლარის ზარალი; თბილისში, სოფელ ...-ში „...-ში“ მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. მ-ის სახელზე, ხოლო შემდეგ დარეგისტრირდა ა. კ-ის სახელზე; თბილისში, სოფელ ...-ში, დიდ დიღომში, „...-ში“ მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. მ-ის სახელზე. თბილისში, სოფელ ...-ში, დიდ დიღომში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. მ-ის სახელზე. ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოტყუებით მიყიდეს შ. ს-ეს 5000 აშშ დოლარად, რომელიც შემდგომ ამავე ფასში შეიძინა ზ. ბ-მა და დარეგისტრირდა ზ. ბ-ის სახელზე, რითაც მას მიადგა 5000 აშშ დოლარის ზარალი; თბილისში, სოფელ ...-ში, „...-ში“ მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. ს-ის სახელზე, ხოლო შემდეგ დარეგისტრირდა ვ. ქ-ას სახელზე; თბილისში, სოფელ ...-ში, დიდ დიღომში მდებარე 600 კვ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. ს-ის სახელზე, ხოლო შემდეგ დარეგისტრირდა ა. კ-ის სახელზე და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოტყუებით დატვირთეს იპოთეკით ე. ჯა-ასთან 5500 აშშ დოლარად, რითაც მას მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი; თბილისში, სოფელ ...-ში, დიდ დიღომში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ვ. ს-ის სახელზე ხოლო შემდეგ დარეგისტრირდა ვ. ქ-ას სახელზე და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოტყუებით დატვირთეს იპოთეკით ნ. მ-თან 4000 აშშ დოლარად, რითაც მას მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი; თბილისში, სოფელ ...-ში, „...-ში“ ვ. ს-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი შემდეგ დარეგისტრირდა ბ. მ-ის სახელზე; თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა რ. წ-ის სახელზე, რომელიც გამიჯნეს სამ ნაწილად, კერძოდ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული, მოტყუებით მიყიდეს მოქალაქე თ. ხ-ს 20 000 აშშ დოლარად, რითაც მას მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი; 600 კვ.მ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... მოტყუებით მიყიდეს 12000 აშშ დოლარად მ. ი-ს და ნ. შ-ს, რითაც ამ უკანასკნელებს მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი. 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა დ. წ-ის სახელზე, ასევე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული, მოტყუებით მიყიდეს მოქალაქე გ. მ-ეს 4000 აშშ დოლარად, რითაც მას მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი, ხოლო 865 კვ.მ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... მოტყუებით დატვირთეს იპოთეკით თ. გ-თან და მ. ი-თან 12000 დოლარად, რითაც ამ უკანასკნელებს მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი; 2011 წლის 20 სექტემბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გ. ჯ-ის სახელზე საკადასტრო კოდით ..., ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2011 წლის 21 სექტემბერს მოტყუებით დატვირთეს იპოთეკით 13000 აშშ დოლარად ს. პ-სთან, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი. 2011 წლის 28 სექტემბერს გ. ჯ-ის სახელზე დარეგისტრირდა თბილისში, სოფელ ...-ში 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ....

2011 წლის 28 სექტემბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ. ს-ის სახელზე საკადასტრო კოდით .... 2011 წლის 28 სექტემბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ. ს-ის სახელზე საკადასტრო კოდით .... 2011 წლის 28 სექტემბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ. ს-ის სახელზე საკადასტრო კოდით .... ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2011 წლის 30 სექტემბერს დატვირთეს იპოთეკით ი. კ-თან 9000 აშშ დოლარად, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ამდენივე ლარის ზარალი. 2011 წლის 6 ოქტომბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 1500 კვ. მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ. ს-ის სახელზე საკადასტრო კოდით .... ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2011 წლის 11 ოქტომბერს მოტყუებით დატვირთეს იპოთეკით 11000 აშშ დოლარად ლ. თ-სთან, ე. ფ-სთან და ნ. მა-სთან, რითაც ამ უკანასკნელებს მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი. 2011 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ვ. ქ-ის სახელზე საკადასტრო კოდით ...., ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დატვირთეს იპოთეკით ს. დ-თან, ე. ბ-სთან და ა. წ-სთან 10000 აშშ დოლარად, რითაც ამ უკანასკნელებს მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი, დღეს რეგისტრირებულია ვ. მ-ის სახელზე. 2011 წლის 10 ოქტომბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ვ. ქ-ის სახელზე საკადასტრო კოდით ..., რომელიც 2011 წლის 19 ოქტომბერს დარეგისტრირდა ა. გ-ის სახელზე. 2011 წლის 20 სექტემბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ე. მ-ის სახელზე საკადასტრო კოდით .... ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2011 წლის 10 ოქტომბერს მოტყუებით შეასყიდეს დ. რ-ას 12500 აშშ დოლარად, რითაც მას მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი. 2011 წლის 20 სექტემბერს თბილისში, სოფელ ...-ში მდებარე 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ე. მ-ის სახელზე საკადასტრო კოდით .... ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დატვირთეს იპოთეკით მ. ბ-თან 5000 აშშ დოლარად, რითაც მას მიაყენეს ამდენივე თანხის ზარალი.

გარდა აღნიშნულისა, ვ. გ-მა ნ. ხ-თან ერთად განიზრახა სოფელ ...-ში მიწის რეფორმის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითური გზით მისაკუთრება. 2010 წლის ივნისში დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ მ. მ-ს, რომელსაც შესთავაზეს, რომ მის სახელზე ყალბი მიღება–ჩაბარების აქტის მეშვეობთი დაარეგისტრირებდნენ სოფელ ...-ში დარჩენილ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, რომლებსაც შემდგომ გაყიდდნენ, სანაცვლოდ კი გადაუხდიდნენ 2000 აშშ დოლარს, რაზედაც მ. მ-ი ეკონომიკური გაჭირვების გამო დაეთანხმა. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ნ. ხ-მა და ვ. გ-მა მ. მ-ის სახელზე დაამზადეს მიწის ნაკვეთის არარსებული მიღება–ჩაბარების აქტი №...–ის ასლი, რომელიც დაამოწმეს ნოტარიულად, რომლის გამოყენებითაც 2010 წლის 9 ივლისს საჯარო რეესტრში მოახდინეს მ. მ-ის სახელზე სოფელ ...-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ორი 1600 კვ.მ ს/კ ... და 2500 კვ.მ /ს/კ ... ნაკვეთების რეგისტრაცია. აღნიშნულისათვის კი ნ. ხ-მა და ვ. გ-მა მ. მ-ს გადასცეს 2000 აშშ დოლარი.

აღნიშნულის შემდგომ, ვ. გ-ის მითითებით, მ. მ-მა მის სახელზე დარეგისტრირებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი 1600 კვ.მ ს/კ ს/კ ... გადაუფორმა ლ. გ-ს. იმავე დღეს ლ. გ-მა აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემდგომი რეალიზაციის მიზნით გამიჯნა ორ ნაწილად და მიწის ნაკვეთებს მიენიჭათ ახალი ს/კ ნომრები: ... – 600 კვ.მ და ... – 1000 კვ.მ. 2011 წლის 25 აგვისტოს ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ... მოტყუებით შეასყიდეს შ. მ-ს 9700 აშშ დოლარად, რის სანაცვლოდ შ. მ-მა ბ. ლ-ას გადასცა ა/მანქანა „ლინკოლნ ნავიგატორი“, რომელიც გ. ლ-ას მითითებით, დ. წ-მა ჩადო ლომბარდში, რითაც შ. მ-ს მიადგა 9700 აშშ დოლარის ზარალი. ასევე მ. მ-ის სახელზე ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2500 კვ.მ ს/კ ... მ. მ-მა, ნ. ხ-ის და ვ. გ-ის მითითებით, 2010 წლის 14 ივლისს დატვირთა იპოთეკით სადაზღვევო კომპანია „...-ში“ 230 000 ლარად. 2011 წლის 7 ივლისს გამართულ ინტერნეტ–აუქციონის მეშვეობით იგი 5302 ლარად და 50 თეთრად შეიძინა ლ. ფ-ემ, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაუცვალა სხვა მიწის ნაკვეთში თ. ს-ას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 20 000 აშშ დოლარის ზარალი.

მსჯავრდებულებმა: ა. ტ-მა და ლ. გ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კასატორები საჩივრით ითხოვენ დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემცირებას. ლ. გ-ი დამატებით ითხოვს ქონების ჩამორთმევის ნაწილში განაჩენით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ქონების დაბრუნებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ მხართა მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების მოთხოვნების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტებს განაჩენით დადგენილი სასჯელის ზედმეტი სიმკაცრისა და ჩადენილ ქმედებებთან აშკარა შეუსაბამობის შესახებ.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ადეკვატურია. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებობდა და შეთანხმებით ახორციელებდა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებას, დაზარალებულთა დეზინფორმაციისა და მოტყუების გზით, რასაც შედეგად მოჰყვა მძიმე შედეგი– თაღლითურად მოქალაქეთა კუთვნილი სოლიდური თანხების მისაკუთრება, რაც მსჯავრდებულებს არ აუნაზღაურებიათ.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც აპელირებას აკეთებს მსჯავრდებული ლ. გ-ი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სოფელ ...-ის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ ამზადებდნენ აზომვით ნახაზებს, ადგენდნენ მიწის ნაკვეთების მიღება–ჩაბარების ყალბ აქტებს, დამზადებული ჰქონდათ ყალბი ბეჭდები, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ახერხებდნენ სხვადასხვა პირზე მათ რეგისტრაციას და შემდეგ –გასხვისებას, რაც ეჭვის გამომრიცხავად დადასტურებულია დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული მასალებით, ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების მასალებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს „კია–სპორტეიჯის“ მარკის ავტომანქანისა და მის სახელზე სოფელ ...-ის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, რაც ეჭვის გამომრიცხავად დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ლ. გ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას, ან დანაშაულის საგანსა და იარაღს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხსენებული მოძრავი და უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მსჯავრდებულების მიმართ გავრცელების თაობაზე საკასაციო პალატა აღნიშნავას, რომ მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გავრცელების წინააღმდეგია ყველა დაზარალებული, გ. გ-ის გარდა. აღნიშნულის გათვალისწინებითა და ამავე კანონის მე–11 მუხლის პირველი ნაწილის, მე–16 მუხლის, 23–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად და საქართველოს სსსკ–ის 309–ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატამ, ა. ტ-ისა და ლ. გ-ის გარდა, ამნისტიის გავრცელების შესახებ უნდა იმსჯელოს აგრეთვე მსჯავრდებულების: ვ. გ-ის, ვ. მ-ისა და ბ. ლ-ას მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ, მაგრამ ამნისტიის გავრცელებით დამდგარი შედეგი სამართლებრივად უნდა შეეხოს ამ მსჯავრდებულებსაც მათ სასარგებლოდ განაჩენში შეტანილი ცვლილებით.

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიმართ საქმეს სააპელაციო წესით განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა და, შესაბამისად, იმსჯელებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის კანონი არ ვრცელდება ჩამორთმეულ ქონებაზე და სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს.

მსჯავრდებულების: მ. მ-ისა და ხ. ქ-ის მიმართ, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საპროცესო შეთახნმების საფუძველზე დადგენილი აქვთ პირობითი მსჯავრი, ამნისტიის გავრცელების თაობაზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 დეკემბრის №... განკარგულებით მსჯავრდებული დ. რ-ის ძე წ-ი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ილ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე, 303–ე, 306–ე მუხლებით, 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–6 მუხლით, მე–11 მუხლის პირველი ნაწილით, მე–16, მე–18 მუხლებით, 23–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების: ა. ტ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენებში, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების – ა. ტ-ის, ლ. გ-ის, ვ. გ-ის, ვ. მ-ის, ბ. ლ-ასა და დ. წ-ის სასარგებლოდ, კერძოდ:

ა. ტ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და საბოლოოდ განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ტ-ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2011 წლის 28 ოქტომბრიდან.

ლ. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და საბოლოოდ განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. გ-ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.

ლ. გ-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,კია სპორტიჯი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“ და სოფელ ...-ის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (500კვ.მ), რომლის საკადასტრო კოდია –..., დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს – ლ. გ-ს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.

ვ. გ=ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვითა და 15 დღით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ვ. გ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 5 თვითა და 15 დღით.

სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 25,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით – ვ. გ-ს შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 3 თვით;

სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ვ. გ-ს განესაზღვროს 10 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. გ-ს საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2011 წლის 28 ოქტომბრიდან.

ვ. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 9 თვით.

ვ. მ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის (პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით) მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–6 მუხლის შესაბამისად.

ვ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით.

ვ. მ-ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2011 წლის 28 ოქტომბრიდან.

ბ. ლ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

ბ. ლ-ას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2011 წლის 29 ოქტომბრიდან.

სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განაჩენები დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

გ. შავლიაშვილი