Facebook Twitter

№9301-13 2 აპრილი, 2013 წელი

ნ-ე ჯ, 9301-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლ. -ის

პროკურორ - თ. ჯ-ის

მსჯავრდებულ - ჯ.ნ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ნ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის განაჩენით ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2006 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა ჯ. ნ-ის მიმართ პირობითი მსჯავრი და მას დაემატა პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 7 თვე, 18 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 7 თვისა და 18 დღის ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 30 იანვრიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2006 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მოსახდელად დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა ჯ. ნ-ის მიმართ პირობითი მსჯავრი და მას დაემატა პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 7 თვე, 18 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 7 თვისა და 18 დღის ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 8 წლის, 7 თვისა და 18 დღის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 5 თვე და 22 დღე და ჯ. ნ-ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2007 წლის 7 ივლისიდან - 2008 წლის 26 მარტის ჩათვლით, ე.ი. 8 თვე და 19 დღე.

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯ. ნ-ისათვის დანიშნულ დამატებით სასჯელს - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარი და საბოლოოდ მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული და მოუხდელი სასჯელი - 1 წელი და 8 თვე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გაუნახევრდა, რის საფუძველზეც სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 7 წელს, 2 თვესა და 23 დღეს - გამოაკლდა 10 თვე და ჯ. ნ-ეს 2008 წლის 29 ნოემბრიდან მოსახდელად დარჩა 6 წელი, 4 თვე და 23 დღე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 იანვრის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უზუსტობა აღმოიფხვრა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი ტექსტით:

ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჯ. ნ-ეს დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯ. ნ-სათვის დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 8 წლის, 7 თვისა და 18 დღის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 5 თვე და 22 დღე და ჯ. ნ-ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც ჩაეთვალა მისი პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 7 ივლისიდან 2008 წლის 26 მარტის ჩათვლით, ე.ი. 8 თვე და 19 დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯ. ნ-ისათვის დანიშნულ დამატებით სასჯელს - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარი და საბოლოოდ მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის დადგენილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებაში გასწორდა სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, ჯ. ნ-ის მოსახდელი სასჯელის ოდენობად მიეთითა:

„2008 წლის 29 ნოემბრიდან 6 წლით, 3 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 10 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვის ვადით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 10 თვისა და 23 დღის ვადით, რომელიც აეთვალა დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 29 ნოემბრიდან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით და სსკ-ის 41-ე-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი, 4 თვე და 29 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ნ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 10 თვისა და 29 დღის ვადით და ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილებით მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 10 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვის ვადით. საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 29 ნოემბრიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8.2 მუხლის საფუძველზე ჯ. ნ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ჯ. ნ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც პატიმრობაში ყოფნის გამო მოხდილად ეთვლება 2005 წლის 3 ნოემბრიდან 2006 წლის 14 მარტამდე პატიმრობაში გატარებული დრო - 4 თვე და 12 დღე და დარჩენილი აქვს 1 წელი, 1 თვე და 18 დღე.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ჯ. ნ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით და დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ჯ. ნ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 186–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით და დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ჯ. ნ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით და დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

განაჩენთა და სასჯელთა ერთობლიობით დარჩენილი სასჯელის ვადისთვის - 7 წელი, 6 თვე და 3 დღე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით, სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი დროის - 8 თვისა და 19 დღის გამოკლებით ჯ. ნ-ეს დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 9 თვისა და 14 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 30 იანვრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ნ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის განაჩენით ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ჯ. ნ-ე უნდა გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან მან ჩაიდინა სხეულის მძიმე დაზიანება, რაც წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს, უნდა გასულიყო 3 წელი ხანდაზმულობის ვადა, რაც გასული იყო ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ამდენად, მან 2006 წლის 16 აგვისტოს ჩაიდინა მეორე დანაშაული და ამ დროისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული და მოხსნილი ჰქონდა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 15 დღეს. მან დანიშნული სასჯელიდან - 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2007 წლის 30 იანვრიდან 2008 წლის 26 მარტამდე მოიხადა 1 წელი, 1 თვე და 26 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 2 წელი, 11 თვე და 19 დღე.

მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას უნდა დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე და 19 დღე და მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს უნდა შეეფარდოს 4 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა. მან დანიშნული სასჯელიდან - 4 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2008 წლის 26 მარტიდან 2009 წლის 23 ოქტომბრამდე მოიხადა 1 წელი, 6 თვე და 27 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 2 წელი, 6 თვე და 7 დღე.

მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით - უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 6 თვე და 7 დღე და მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებული ჯ. ნ-ე გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.

მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე და 19 დღე და მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს შეეეფარდოს 4 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით - დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 6 თვე და 7 დღე და მსჯავრდებულ ჯ. ნ-ეს მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 23 ოქტომბრიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე