№9331-13 1 აპრილი, 2013 წელი
ლ-ი ი, 9331-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - მ. ბ-ს
ადვოკატ - ა. ბ-ს
მსჯავრდებულ - ი. ლ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით ი. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 23,212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 614–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განაჩენებით ი. ლ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. ლ-ს დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ი. ლ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა საქმის სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდა დაეწყო 2006 წლის 30 ივლისიდან.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. ლ-ს მოხდილად ჩაეთვალა 2005 წლის 10 თებერვლიდან 2005 წლის 13 თებერვლამდე და 2006 წლის 9 თებერვლიდან 2006 წლის 6 ივნისამდე წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო - 4 თვე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 13 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 30 ივლისიდან, დღიდან დაკავებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ი. ლ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მისჯილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით დადგენილი სასჯელი.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ი. ლ-ი სრულად გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,184-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
მსჯავრდებულ ი. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით (რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა 5 წლით პირობით გამოსაცდელი ვადით და რომელიც მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს) და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 23,212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 23,212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით. ი. ლ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 30 ივლისიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ლ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი, მე-16 და მე-18 მუხლებით, რაც სადავოდ არ გამხდარა.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:
იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ი. ლ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს 2005 წლის 10 თებერვლიდან 2005 წლის 13 თებერვლამდე, 2006 წლის 9 თებერვლიდან 2006 წლის 6 ივნისამდე - ე.ი. 4 თვე, აღნიშნული უნდა გამოაკლდეს დანიშნულ სასჯელს - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2006 წლის 30 ივლისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4, მე-20, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ლ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ი. ლ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს 2005 წლის 10 თებერვლიდან 2005 წლის 13 თებერვლამდე, 2006 წლის 9 თებერვლიდან 2006 წლის 6 ივნისამდე - ე.ი. 4 (ოთხი) თვე, აღნიშნული გამოაკლდეს დანიშნულ სასჯელს - 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 30 ივლისიდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
თ. თოდრია