Facebook Twitter

ას-389-716-05 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საცხოვრებელ სახლზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა და ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ბ-ემ 2004წ. ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეების მიმართ თავისი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების მოთხოვნით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...... მდებარე ორსართულიანი სახლი ცნობილი იქნა მოსარჩელე ე. ბ-ის საკუთრებად; მოპასუხეები ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეები გამოსახლებულ იქნენ სადავო სახლიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ე. ბ-ეს.

ჯ.. თ., თ. ბ-ეებმა და მ. ოსანაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2005წ. 14 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იგივე სასამართლოს. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს დაევალა ე. ბ-ის ძირითადი სასარჩელო მოთხოვნიდან ცალკე წარმოებად არასწორად გაერთიანებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საქმის გამოყოფა და ცალ-ცალკე განხილვა; ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ე. ბ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ უნდა განიხილოს სადავო სახლის სამართლებრივი რეგისტრაციისა და მესაკუთრის დადგენის შემდეგ.

ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინებით ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეებს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 4%-ის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ამავე პალატის 2005წ. 27 ივნისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ კასატორმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინებით მოპასუხეებს ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეებს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად 4%-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მოპასუხე ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეებს.

2005წ. 21 ივნისს კასატორებმა საკასაციო პალატას წარმოუდგინეს განცხადება, რომლითაც, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მოითხოვეს სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

ამავე პალატის 2005წ. 27 ივნისის განჩინებით ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. მათ დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად 4%-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა, რაც საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორებს და ჩაბარდა თ. ბ-ეს 2005წ. 21 ივლისს. მაგრამ კასატორებმა განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეებს არ წარმოუდგენიათ სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი და სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის და განუხილველად დატოვების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ., მ., თ. და თ. ბ-ეების საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

¹ას-648-950-05 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ლ-ამ 2004წ. ოქტომბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე. გ-ის მიმართ და მოითხოვა სესხის დაბრუნება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა; მოპასუხე ე. გ-ეს დაეკისრა 1000 აშშ დოლარის და 1192 ლარის გადახდა ნ. ლ-ას სასარგებლოდ.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე. გ-ემ გაასაჩივრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 14 იანვრის განჩინებით ე. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ე. გ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 14 იანვრის განჩინებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განჩინებით, ე. გ-ისა და მისი წარმომადგენელი ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 14 იანვრის განჩინება.

ე. გ-ემ სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინებით დაევალა ე. გ-ეს ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, სადავო საგნის ღირებულების 4%-ის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ამავე პალატის 2005წ. 29 ივლისის განჩინებით ე. გ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ კასატორმა საკასაციო საჩივრისათვის უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინებით, ე. გ-ეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და 4%-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე. გ-ეს, რაც 2005წ. 24 ივნისს პირადად ჩაბარდა. ამავე პალატის 2005წ. 29 ივლისის განჩინებით ე. გ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების განჩინება გაეგზავნა ე. გ-ეს, რაც ჩაბარდა მის ოჯახის წევრს 2005წ. 17 სექტემბერს. კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2005წ. 3 ოქტომბრის ჩათვლით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ე. გ-ეს არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ იქნა გადახდილი, სასამართლო საჩივრის შემტან პირს უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.