¹ას-461-850-06 8 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ კ. დ-ე, ნ. დ-ე და თ. ი-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ვ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. .. ..” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ კრედიტის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ .. .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ი-ის, ნ. და კ. დ-ების მიმართ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ ქ.ბათუმში, ა-ს ¹...-ში მდებარე თ. ი-სა და ნ. დ-ის კუთვნილი სახლისა და ქ.ბათუმში, გ-ის ¹....-ში მდებარე კ. დ-ის საკუთრებაში არსებული ¹30 ბინის აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “ .. .. ..” საკრედიტო-საბანკო დავალიანების დასაფარად აუქციონის წესით რეალიზებისათვის მიქცეულ იქნა ქ.ბათუმში, ა-ის ¹...-ში მდებარე თ. ი-სა და ნ. დ-ის კუთვნილი სახლი და ქ.ბათუმში, გ-ს ¹... მდებარე კ. დ-ის საკუთრებაში არსებული ¹30 ბინა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ი-მ, კ. და ნ. დ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ. და ნ. დ-ების, ასევე თ. ი-ის წარმომადგენელმა ვ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა საქმის განხილვის თარიღად “30 ნოემბრის” ნაცვლად, შეცდომით მიეთითა “31 ნოემბერი”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ¹ას-461-850-06 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ¹ას-461-850-06 განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა და განჩინების თარიღად “30 ნოემბრის” ნაცვლად, მიეთითა “31 ნოემბერი”, რაც ზემოხსენებული ნორმის თანახმად, უნდა გასწორდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ¹ას-461-850-06 განჩინების თარიღად მიეთითოს 2006 წლის “30 ნოემბერი”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის ¹ას-461-850-06 განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების მიღების თარიღად 2006 წლის “31 ნოემბრის” ნაცვლად, მიეთითოს “30 ნოემბერი”.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.