Facebook Twitter

საქმე №33აპ-13 ქ. თბილისი

ლ-ა კ, 33აპ-13 17 ივნისი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ზ. ქ-ს, კ. ლ-ს, ლ. ლ-ა და ე. ც-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით:

კ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით კ. ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 41 წლის ვადით, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით. კ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

ლ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ლ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 36 წლის ვადით, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა და დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით ლ. ლ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, 11 თვე და 24 დღე, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობილობით მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლის, 11 თვისა და 24 დღის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით. ლ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ე. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით ე. ც-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. ე. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ზ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით. ზ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ო-ს რ-ს სოფელ შ-ი მცხოვრებმა კ. ლ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 7–62 მმ კალიბრიანი „აკმ“ მოდელის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის № ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 55 ვაზნით; ერთი „მაკაროვის“ მოდელის პისტოლეტი № ნომრით –, ერთი მჭიდითა და ერთი ვაზნით, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ო-ს რაიონის სოფელ შ-ი მდებარე საცხოვრებელი სახლის გვერდით მდგარ მაცივარში.

2009 წლის 29 მაისს შსს ო-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ო-ს რაიონის სოფელ შ-ი მდებარე კ. ლ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები.

კ. ლ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ორი ცალი აკ– მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნომრებით: №, №; სამი ცალი მჭიდი; 85 ცალი ვაზნით, ერთი უცხოური წარმოების მოდელის პისტოლეტი №, ერთი მჭიდითა და ექვსი ვაზნით, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ო-ს რაიონის სოფელ შ-ი მდებარე ს. ც-ს საცხოვრებელ სახლში.

2001 წლის 11 დეკემბერს, შსს ო-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ო-ს რ-ს სოფელ შემოქმედში მდებარე ს. ც-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები.

2011 წლის 6 აპრილს ო-ს რაიონის სოფელ შ-ი (წ-ა) მცხოვრები კ. ლ-ა დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმის გზით ქ. ო-ი, ბ-ს ქუჩა №-ში მცხოვრებ კ. დ-ს ოჯახიდან გაეტაცებინათ დიდი ოდენობით ფულადი თანხა. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, კ. ლ-ა და გამოძიებით დაუდგენელი პირი მივიდნენ ქ. ო-ი, ბ-ს ქუჩაზე, კ. დ-ს საცხოვრებელ სახლთან. დაახლოებით 21.00 საათზე, სახეზე აიფარეს ნიღბები და შეიარაღებულებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და გადაჭრილი სანადირო თოფით, საბრძოლო მასალებით, უკანონოდ შეაღწიეს კ. დ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გამოიჩინეს სიცოცხლისა და ჯანრთელობისათვის საშიში ძალადობა, კ. დ-ს დაუწყეს ცემა და მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა, რის შემდეგაც თავდამსხმელები კ. დ-ნ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფულად თანხას, დაახლოებით 30000 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

2011 წლის 4 დეკემბერს ო-ს რაიონის სოფელ შ-ი მცხოვრები კ. ლ-ა დაუკავშირდა ძმას - ლ. ლ-ს და მეგობარს, ქ. ო-ი, გ-ს ქუჩა №-ში მცხოვრებ ზ. ქ-ს და განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმის გზით ჩოხატაურის რაიონის სოფელ გ-ი მცხოვრები ც. ს-ს ოჯახიდან გაეტაცებინათ ფულადი თანხა, ოქროს სამკაულები და სხვადასხვა დასახელების ნივთები. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ. ლ-მ მიიტანა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, რომლებიც გაინაწილეს ძმებმა ლ-ა და იმავე დღეს ზ. ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ბმვ-520 მარკის სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომანქანით ო-ს რაიონის სოფელ შ-ნ ჩავიდნენ ჩ-ს რაიონის სოფელ გ-ი, მივიდნენ ც. ს-ს საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც კ. და ლ. ლ-ა და ზ. ქ-მ გაინაწილეს როლები, სახეზე აიფარეს ნიღბები და დაახლოებით 20.00 საათზე კ. და ლ. ლ-ა, შეიარაღებულებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, პისტოლეტითა და დანით, უკანონოდ შეაღწიეს ც. ს-ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო ზ. ქ-ე ელოდებოდა გარეთ, რომ ვინმეს ხელი არ შეეშალა მათი დანაშაულებრივი განზრახვისათვის. კ. და ლ. ლ-ა გამოიჩინეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და სახლში მყოფ ც. ს-ს დაუწყეს ცემა და ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ფულისა და ოქროულობის გადაცემა, რის შემდეგაც თავდამსხმელები ხსენებული სახლიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ც. ს-ა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს და ფულად თანხას - 170 ლარის ოდენობით, 20 ლარად ღირებულ ბავშვის სათამაშო ბილიარდს, რის შემდეგაც მიატოვეს შემთხვევის ადგილი და ლ. ლ-ს კუთვნილი ავტომანქანით მიიმალნენ.

2011 წლის 9 დეკემბერს ო-ს რაიონის სოფელ შ-ი მცხოვრები კ. ლ-ა დაუკავშირდა ძმას - ლ. ლ-ს, ამავე სოფელში მცხოვრებ ე. ც-ს და გამოძიებით დაუდგენელ პირს და განიზრახეს, ყაჩაღური თავდასხმის გზით ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ი. ა-ს ოჯახიდან გაეტაცებინათ ოქროს სამკაულები და სხვადასხვა დასახელების ნივთები. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, კ. ლ-მ მოიტანა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ორი ცალი აკ- მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნომრებით: № სამი მჭიდი, 85 ვაზნით, ერთი უცხოური წარმოეიბს მოდელის პისტოლეტი №, ერთი მჭიდითა და ექვსი ვაზნით, რომლებიც გაინაწილეს, მივიდნენ ო-ს რაიონის სოფელ შ-ი ია ა-ს საცხოვრებელ სახლთან. დაახლოებით 20.00 საათზე სახეზე აიფარეს ნიღბები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, საბრძოლო მასალებით, პისტოლეტითა და დანით შეიარაღებულებმა უკანონოდ შეაღწიეს ია ა-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გამოიჩინეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და სახლში მყოფ ი, შ, მ. ა-ა და რ. ბ-ს დაუწყეს ცემა, რის შემდეგაც ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ფულისა და ოქროულობის გადაცემა. თავდამსხმელები ხსენებული სახლიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ი. ა-ა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს. ასევე გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი, 5000 ლარად ღირებული „მერსედეს–ბენც 190 მოდელის ,,“ სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომანქანა და ხსენებული ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მათ თავიანთი ქმედებით დაზარალებულებს მიაყენეს 8810 ლარის ზიანი.

ლ. ლ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ ფხვნილი, მინარევების გარეშე, სუფთა წონით - 0,026 გრამი, რასაც პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ ინახავდა 2011 წლის 11 დეკემბერს შავი ფერის უმკლავო ქურთუკის ზედა მარცხენა ჯიბეში და რაც ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკთა მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ო-ს საავტომობილო გზის, სოფლების ბ-სა და ჯ-ს საზღვრის მონაკვეთზე.

ე. ც-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, მინარევების გარეშე, სუფთა წონით - 0/032 გრამი, რასაც პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ ინახავდა 2011 წლის 11 დეკემბერს უმკლავო ქურთუკში და რაც ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკთა მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ო-ს საავტომობილო გზის, სოფლების ბ-ა და ჯ-ს საზღვრის მონაკვეთზე.

ზ. ქ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ ფხვნილი, მინარევების გარეშე, სუფთა წონით - 0,021 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა 2011 წლის 14 დეკემბერს შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში და რაც ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ო-ს რაიონის სოფელ ჭ-ს საავტომობილო გზაზე.

ზ. ქ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ზ. ქ-მ კვლავ გააგრძელა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მან, ექიმის დანიშნულების გარეშე, კვლავ უკანონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

კ. ლ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის ორი ეპიზოდი, მსჯავრდებულები - ლ. ლ-ა და ე. ც-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით შერაცხულ დანაშაულებში, ხოლო ზ. ქ-ს მიმართ განაჩენი დარჩა უცვლელად.

კ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით კ. ლ-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 35 წლის ვადით, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

ლ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ო-ს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით ლ. ლ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, 11 თვე და 24 დღე, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და მას საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 წლის, 11 თვისა და 24 დღის ვადით. ლ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ე. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ე. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11დეკემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ზ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ქ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 დეკემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ნივთმტკიცებები:

ავტომანქანა „მერსედესი“ ჩაჰბარდა დაზარალებულ ი. ა-ს.

მსჯავრდებულ ლ. ლ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 0,026 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

მსჯავრდებულ ე. ც-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 0,032 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

მსჯავრდებულ ზ. ქ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, 0,021 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

დაზარალებულ კ. დ-ს პერანგი, სისხლიანი ზეწრის ნაჭრები უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ კ. დ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

დაზარალებულ ც. ს-ს სახლიდან გატაცებული სპორტული მოსასხამი, საბავშვო ბილიარდი, ხალათი, სვიტერი, ნაჭრის ზონრები უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ც. ს-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

მსჯავრდებულ ე. ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: „ნ“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით სიმბარათით; შავი ფერის საფულე, პირადობის მოწმობა; მართვის მოწმობა; „სტანდარტ ბანკის“ პლასტიკური ბარათი №; „მეტრომანის“ პლასტიკური ბარათი №; ასევე უსახელო ქურთუკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ე. ც-ს ოჯახის სრულწლოვან წევრს.

მსჯავრდებულ ე. ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ფულადი თანხა - ასლარიანი კუპიურები № , ორმოცდაათლარიანი კუპიურები N, ორი ცალი ვერცხლის ე.წ. გრეხილი ძეწკვი, ასევე თ. კ-ს მიერ წარმოდგენილი: 2 ოქროს კბილის გვირგვინი, ქარვის 1 თვალი, ფიანიტის 2 თვალი, ცირკონის 2 თვალი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ი. ა-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

მსჯავრდებულ ლ. ლ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ყავისფერი ტყავის საფულე, ორი ცალი პლასტიკური ბარათი - „უნიქარდისა“ და „მეტრომანის“, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, პატარა ზომის კაფსულა, „ნ“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, ვერცხლისფერი ოვალური ფორმის ბეჭედი და ავტომანქანა „ბმვ“ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ოჯახის სრულწლოვან წევრს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

მსჯავრდებულ ლ. ლ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულეში მოთავსებული ფულადი თანხა: ერთი 100-ლარიანი კუპიურა, ორი 50- ლარიანი კუპიურა, ერთი 20-ლარიანი კუპიურა, ოთხი ხუთლარიანი კუპიურა უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ოჯახის სრულწლოვან წევრს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნ.ფ-ს სახლიდან ამოღებული ერთი ოქროს რგოლის ბეჭედი და ერთი ოქროს ჯვარი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ი. ა-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ოქროს შესყიდვის აღრიცხვის ჟურნალი უნდა დაუბრუნდეს თ. კ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ა. ც-ს სახლიდან ამოღებული ორი ,,“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნომრებით; სამი მჭიდი, ვაზნები, ერთი უცხოური წარმოების პისტოლეტი №, ერთი მჭიდი და ვაზნები საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს და გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შტაბის შეიარაღების განყოფილებას.

ორი ნიღაბი, ხელთათმანი უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ლ. ლ-ს, ე. ც-ს, კ. ლ-ს სუნის, თმის, სისხლის, ნერწყვის ნიმუშები, ნიღბიდან ამოღებული თმები, ავტომანქანა „მერსედესის“ სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები, ავტომანქანა „მერსედესიდან“ ამოღებული მიკრონაწილაკები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოფირი, სამი თითის კვალი, დაზარალებულ კ. დ-ს თმის, სისხლის, ხელის ანაბეჭდის ნიმუშები შენახულ უნდა იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

მსჯავრდებული ზ. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

მსჯავრდებული კ.ლ -ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებული ლ. ლ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

მსჯავრდებული ე. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრების მოტივებს მსჯავრდებულების - ზ. ქვათაძის, ლ. ლ-ა და ე. ც-ს უდანაშაულობის თაობაზე. საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - გ. ს-ს, მ. ა-ა და რ. ბ-ს ჩვენებებით, მოწმეების - მ. ვ-ს, დ. ქ-ს, თ. კ-ს, კ. კ-ა და დ. ქ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმებით,ნარკოლოგიური შემოწმების ოქმითა და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია მსჯავრდებულების - ზ. ქ-ს, ლ. ლ-ს, კ. ლ-ა და ე. ც-ს მიერ განაჩენით შერაცხული ბრალდება, კერძოდ:

მოწმე მ. ვ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის ახლოს იცნობს ლ. ლ-ა და ზ. ქ-ს - არიან ერთად გაზრდილები. 2011 წლის დეკემბერში ის, ზ. ქ-ე, ლ. და კ. ლ-ი ერთად წავიდნენ ჩ-ს რაიონის ერთ–ერთ სოფელში ლ-ს ავტომანქანით კ-ს სიმამრის მეზობლის დასაყაჩაღებლად. ისინი ერთად ჩასხდნენ ავტომანქანაში. ლ. და კ, ავტომატითა და პისტოლეტით შეიარაღებულნი, ჩამოვიდნენ იმ სოფელში, ხოლო თვითონ ზ. ქ-ნ ერთად წამოვიდა, ამ დროს ლ-მ დაურეკა ზ-ს და უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა. ზ-მ თქვა, რომ იარაღის გარეშე სად წასულიყო, შემდეგ კი მას სთხოვა ერთად წასულიყვნენ. ზ. ქ-მ მანქანა გააჩერა და ჩამოვიდა, თვითონ არ გაჰყოლია და მანქანაში დაელოდა. დაახლოებით ერთ-ორ საათში ერთად მოვიდნენ ზ. ქ-ე, ლ. და კ. ლ-ი, თან მოიტანეს იარაღი „მეშოკით“. მათ წამოღებული ჰქონდათ ბავშვის სათამაშო პატარა ბილიარდი. წამოსვლისას, გზაში ტანსაცმელი გადააგდეს. შემდეგ ზ. რკინა-ბეტონის გადასახვევთან დარჩა, ხოლო ისინი სახლში წავიდნენ. თავისი ჩვენების სისწორე მ. ვ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა 2011 წლის 12 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით, რა დროსაც დეტალურად მიუთითა ჩ-ს რაიონის სოფელ გ-ი, კონკრეტულად რა ადგილზე ჩამოვიდნენ მისი თანმხლები პირები და გარკვეული ხნის შემდეგ, როგორ დაბრუნდნენ უკან.

დაზარალებულმა გ. ს-მ ამოიცნო კ. და ლ. ლ-ს სახლიდან 2011 წლის 25 დეკემბერს ამოღებული ბავშვის სათამაშო ბილიარდი, როგორც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული მისი კუთვნილი ნივთი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და პოლიციელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ც. ს-ს საცხოვრებელი სახლიდან 500 მეტრის დაშორებით ამოიღეს შავი ფერის მოსასხამი, თეთრი სარჩულით გაწყობილი წითელი და თეთრი ზოლებით, რაც ასევე ამოიცნო დაზარალებულმა გ. ს-მ კონკრეტულ, ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით, როგორც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული მისი კუთვნილი ნივთი.

2011 წლის 14 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და პოლიციელების - კ.კ-ა და დ. ქ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. ქ-ს მითითებით წავიდნენ ჩ-ს რაიონის სოფელ გ-ი, სადაც მან მიუთითა ც. ს-ს ოჯახზე მის მიერ კ. და ლ. ლ-ნ ერთად ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის კონკრეტული გარემოებები, ასევე წამოსვლისას, გზაში სპორტული მოსასხამის გადაგდების ფაქტი.

მოწმე მ. ვ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის დეკემბერში კ-მ, ლ-მ, ე-მ (ე. ც-მ) და ზ. თ-მ მასთან მიიტანეს ნაყაჩაღარი ოქროულობა. მათ თქვეს, რომ სოფელ გ-ი დააყაჩაღეს ოჯახი, თუ ვინ - არ ახსოვს. ე. ც-ს ყაჩაღობაში მონაწილეობა იქიდან იცის, რომ ყაჩაღობის შემდეგ სამივე ერთად მივიდა მასთან და გამოიცვალა ტანსაცმელი. დილით, ლ-ნ და ე-ნ ერთად ბ-ში წავიდნენ ლ-ს მანქანით, მივიდნენ ხოფაზე, მაგრამ ის პირი, ვისაც ეძებდნენ, არ დახვდათ, ხოლო ოქროს ბირჟაზე შესვლა ვერ გაბედეს, რათა ვიდეოთვალს არ დაეფიქსირებინა.იმავე ღამით წავიდნენ თ-ი და ერთ-ერთ ოჯახს ჩააბარეს ოქროს ნივთები, რაც გამოვიდა 40 გრამი. შემდეგ ე. ც-ე მივიდა ვ-ს ბირჟაზე და მოიტანა ოქროს საფასური - 1900 ლარი. ო-ი როდესაც ბრუნდებოდნენ, ლ-ი დააკავეს.

გ. ქ-ა და თ. კ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ თ-ი მუშაობს თ-ი, ოქროს ბირჟაზე. ისინი არიან ზ. ქ-ს ნათესავები და იცნობდნენ ლ-ს ოჯახს, მათ ჩაიბარეს ლ. ლ-ს მიერ მიტანილი ოქროს ნივთები, რომელთა საფასურიც - 1950 ლარი გადასცეს ე. ც-ს. მათ წარმოადგინეს ჩაბარებული ნივთების ნაწილი: ორი კბილის ოქროს გვირგვინი, ქარვის ერთი თვალი, ფიანიტის ორი თვალი, ცირკონის ორი თვალი, რომლებიც ამოიცნეს დაზარალებულებმა მ. ა-მ და რ. ბ-მ კონკრეტულ, ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით, როგორც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ნივთები.

ე. ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ორი ვერცხლისფერი გრეხილი, რაც გარდა ჩხრეკის ოქმისა, დადასტურებულია პოლიციელ ზ. ბ-ს ჩვენებით. ე. ც-ნ ამოღებული ვერცხლის ნივთები ამოიცნეს დაზარალებულებმა - მ. ა-მ და რ. ბ-მ კონკრეტულ, ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით, როგორც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული.

2011 წლის 31 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ა. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტიზას წარედგინა ი. ა-ს სახლიდან ამოღებული სუნის კვლები, ორი ნიღაბი, გატაცებული ავტომანქანის საჭიდან აღებული ანაწმენდი და სამივე ბრალდებულის სუნის ნიმუში. ექსპერიმენტი ჩატარდა სამსახურებრივი ძაღლების მონაწილეობით ბრალდებულების ადვოკატების თანდასწრებით, რა დროსაც დადგინდა, რომ წარმოდგენილი სუნის ნიმუში იდენტური აღმოჩნდა ე. ც-ს, ლ. და კ. ლ-ს სუნის ნიმუშებისა.

მსჯავრდებულების - ლ. ლ-ს, ე. ც-ა და ზ. ქ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი დადასტურებულია მათი პირადი ჩხრეკის ოქმებით და ჩხრეკის ჩამტარებელ პოლიციელთა ჩვენებებით, რომელთა თანახმად, ლ. ლ-ნ, ე. ც-ა და ზ. ქ-ნ ამოიღეს მორუხო ფერის ფხვნილი, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ლ. ლ-ს, ე. ც-ა და ზ. ქ-ს დაკავებისას ჩაუტარდათ ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდათ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

პალატა აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინება მსჯავრდებულების - ლ. ლ-ა და კ. ლ-ს, ო-ს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინება მსჯავრდებულების - ზ. ქ-ა და ე. ც-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ კანონშეუსაბამოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან განჩინების მიღების მომენტისათვის სისხლის სამართლის საქმე საკასაციო საჩივრებთან ერთად 2013 წლის 6 თებერვალს განსახილველად შემოსული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არ იყო მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და ოზურგეთის რაიონული სასამართლო, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მსჯავრდებულების მიმართ ამნისტიის გავრცელების საკითხი; შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მიღებული აქვს არაუფლებამოსილ სასამართლოს, რაც ხსენებული განჩინების გაუქმების კანონიერ საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, დაუბრუნდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების საკითხს და არსებითად გადაწყვიტოს იგი განაჩენში ცვლილების შეტანის გზით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ე. ც-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ც-ს უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ც-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

მსჯავრდებულ ე. ც-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2011 წლის 11დეკემბრიდან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ზ. ქ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ზ. ქ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. ქ-ს უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

მსჯავრდებულ ზ. ქ-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2011 წლის 14 დეკემბრიდან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ-ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ-ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ-ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი და სამოქმედოდ შემოღებული ახალი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქას მეორე და საბოლოოდ კ. ლ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

მასვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული დამატებითი სასჯელები - ჯარიმა - „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, დარჩეს უცვლელად, შეიკრიბოს და საბოლოოდ უნდა დაეკისროს 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებული ლ. ლ-ა უნდა გათავისუფლდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ლ. ლ-ს მიმართ დადგენილი სასჯელი რეციდიული ბუნებისაა, ვინაიდან ამავე რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით იგი ცნობილი იყო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი და სამოქმედოდ შემოღებული ახალი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები უნდა შეიკრიბოს ნაწილობრივ, კერძოდ: ლ. ლ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულ საბოლოო სასჯელს – 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას -ნაწილობრივ უნდა დაემატოს საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ ლ. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. მას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციის 59-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინება მსჯავრდებულების - ლ. ლ-ა და კ. ლ-ს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინება მსჯავრდებულების - ზ. ქ-ა და ე. ც-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ე. ც-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ც-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

მსჯავრდებულ ე. ც-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 11დეკემბრიდან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ზ. ქ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ზ. ქ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. ქ-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

მსჯავრდებულ ზ. ქ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 14 დეკემბრიდან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი და სამოქმედოდ შემოღებული ახალი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ კ. ლ-ს მოსახდელად განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

მასვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული დამატებითი სასჯელები - ჯარიმა - „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, დარჩეს უცვლელად, შეიკრიბოს და საბოლოოდ დაეკისროს 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებული ლ. ლ-ა გათავისუფლდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ლ. ლ-ს მიმართ დადგენილი სასჯელი რეციდიული ბუნებისაა, ვინაიდან ამავე რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით იგი ცნობილი იყო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი და სამოქმედოდ შემოღებული ახალი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ, კერძოდ: ლ. ლ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულ საბოლოო სასჯელს – 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ ლ. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

ლ. ლ-ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი