საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-864(კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი, მოსარჩელეები - რ. ჩ-ა, თ. ხ-ე, გ. ნ-ე, გ. გ-ი, თ. ტ-ე, გ. ღ-ი, ტ. ა-ე, თ. წ-ი, რ. ფ-ე).
2021 წლის 19 ივლისს რ. ჩ-ამ, თ. ხ-ემ, გ. ნ-ემ, გ. გ-მა, თ. ტ-ემ, გ. ნ-მა, გ. ღ-მა, ტ. ა-ემ, თ. წ-მა, რ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის) 2013 წლის 1 ნოემბრის, 2017 წლის 18 ნოემბრის №04/73151, 2011 წლის 24 აგვისტოს №03/8497- 11/1, 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, 2011 წლის 24 მაისის №03/4526-11/01, 2013 წლის 30 აგვისტოს, 2013 წლის 30 ოქტომბრის, 2013 წლის 13 დეკემბრის №04/105912-13-01, 2013 წლის 1 დეკემბრის, 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის რ. ჩ-ას მიუღებელი პენსიის 20 460 ლარის, თ. ხ-ის მიუღებელი პენსიის 880 ლარის, გ. ნ-ის მიუღებელი პენსიის 20 500 ლარის, გ. გ-ის მიუღებელი პენსიის 11 880 ლარის, თ. ტ-ის მიუღებელი პენსიის 15 500 ლარის, გ. ღ-ის მიუღებელი პენსიის 15 840 ლარის, ტ. ა-ის მიუღებელი პენსიის 8 500 ლარის, გ. ნ-ის მიუღებელი პენსიის 12 000 ლარის, თ. წ-ის მიუღებელი პენსიის 16 960 ლარისა და რ. ფ-ის მიუღებელი პენსიის 8 250 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - თითოეულისათვის 125 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის) 2013 წლის 1 ნოემბრის, 2017 წლის 18 ნოემბრის №04/73151, 2011 წლის 24 აგვისტოს №03/8497-11/1, 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, 2011 წლის 24 მაისის №03/4526-11/01, 2013 წლის 30 აგვისტოს, 2013 წლის 30 ოქტომბრის, 2013 წლის 13 დეკემბრის №04/105912-13-01, 2013 წლის 1 დეკემბრის და 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებლობის გამო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ისა და რ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. ჩ-ამ, თ. ხ-ემ, გ. ნ-ემ, გ. გ-მა, თ. ტ-ემ, გ. ღ-მა, ტ. ა-ემ, გ. ნ-მა, თ. წ-მა და რ. ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ჩ-ამ, თ. ხ-ემ, გ. ნ-ემ, გ. გ-მა, თ. ტ-ემ, გ. ნ-მა, გ. ღ-მა, ტ. ა-ემ, თ. წ-მა, რ. ფ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით კასატორებს – რ. ჩ-ას, თ. ხ-ეს, გ. გ-ს, თ. ტ-ეს, გ. ღ-ს, ტ. ა-ეს, გ. ნ-ს, თ. წ-ს, რ. ფ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზების შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან/და მათ მიერ იამზე მარიამიძის სახელზე გაცემული ძალაში მყოფი მინდობილობები სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. ამასთან, კასატორებს განემარტათ, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - გ. ნ-ს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის 1-ლი მ/რ, კორპ №1, ბინა №31) 2023 წლის 13 სექტემბერს. 2023 წლის 18 სექტემბერს გზავნილი ჩაბარდა მოსარჩელის ოჯახის წევრს - ლ. შ-ს (პ/ნ ...).
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით_სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი გ. ნ-ს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის 1-ლი მ/რ, კორპ №1, ბ.31) 2023 წლის 13 სექტემბერს და 2023 წლის 18 სექტემბერს ჩაბარდა მოსარჩელის ოჯახის წევრს - ლ. შ-ს (პ/ნ ...), რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილით. შესაბამისად, განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზების შევსებისთვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 19 სექტემბერს დაიწყო და ამოიწურა 28 სექტემბერს, 24 საათზე. მიუხედავად ამისა, კასატორს აღნიშნული ვადის განმავლობაში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შევსების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - გ. ნ-მა, ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზების შევსებისათვის განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა