¹ას-582-965-06 13 ივლისი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ,, .. ..” დირექტორი თ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ო-ი, მ. კ-ე, ი. გ-ე, ა. ტ-ი, ვ. კ-ე, ნ. ბ-ე, ნ. ს-ე, ლ. ფ-ე, ლ. ა-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –მიუღებელი ხელფასის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე .რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. ო-მა, მ. კ-მ და სხვებმა, მოპასუხედ შპს „ .. ..“ მიუთითეს და მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ო-ის, მ. კ-ისა და ი. გ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მათ სასარგებლოდ შპს „ .. ..“ დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა.
ვ. კ-ის, ნ. ს-ის, ლ. ა-ის, ა. ტ-ის, ნ. ბ-ის, ლ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ო-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელები: შპს „ .. ..“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.
შპს „ .. ..“ დირექტორმა თ. ბ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება ითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ იგი არ იყო გაფრთხილებული სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ სათანადო წესით, იმ დროისათვის იგი ქუთაისის ¹... საპყრობილის პატიმარი იყო.
რაც შეეხება ზ. კ-ს, რომელიც ქუთაისის საოლქო სასამართლოში შპს „ .. ..“ წარმოადგენდა, სასამართლოში ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რასაც სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება.
განმცხადებელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააკონკრეტა რომ ზ. კ-ა, რომელიც წარმომადგენლად გამოდიოდა შპს „ .. ..“ საქმეზე. მართალია იყო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მაგრამ მას უფლებამოსილება, დაეცვა საზოგადოების ინტერესები სასამართლოში, მინიჭებული ჰქონდა პატიმარ თ. ბ-ის და არა შპს „ .. ..“ დირექტორის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ .. ..“ დირექტორის განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 17 ნოემბრის მთავარი სხდომის შესახებ, სასამართლო უწყება ჩაბარდა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს „ .. ..“ აღმასრულებელ დირექტორს ზ. კ-ს. ზ. კ-ა კი შპს „ .. ..“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყო აღმასრულებელ დირექტორად, მას ევალებოდა აღესრულებინა მისი ბრძანებები საწარმოს შიგნით მაშინ როცა თავად პატიმარი იყო.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან პალატამ მიიჩნია, რომ ზ. კ-ა წარმოადგენს სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..“ დირექტორმა თ. ბ-მ.
კასატორის განმარტებით 2004 წლის 10 ნოემბერს სასამართლო სხდომა ჩატარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით. სხდომაზე არ შემოწმებულა შპს „ .. ..“ წარმომადგენლის ზ. კ-ს წარმომადგენლობის უფლებამოსილება, როცა სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ იგი ამ დროისათვის იყო ქუთაისის ¹... იზოლატორის პატიმარი. 2004 წლის 17 ნოემბრისათვის გადადებული სხდომის დღის თაობაზე გაფრთხილებული იქნა ზ. კ-ა, რომელსაც შპს „ .. ..“ დირექტორის ე.ი კასატორის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა, სხდომის დღის 2004 წლის 17 ნოემბრისათვის გადანიშვნის შესახებ არც მას და არც უშუალოდ „ .. ..“ უწყება არ ჩაბარებია და არც უცნობებიათ მისთვის გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.
კასატორის აზრით საოლქო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდება, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არანაირად არ აძლევდა საშუალებას საოლქო სასამართლოს აპელანტთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
კასატორის აზრით საოლქო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბერს არსებულმა შემადგენლობამ ზ. კ-ა მიიჩნია არაუფლებამოსილ პირად და ხარვეზის გამოსასწორებლად 5 დღის ვადა მისცა განჩინების ჩაბარებიდან. განჩინება ზ. კ-ს ჩაბარდა 2005 წლის 26 იანვარს. 28 იანვარს მის მიერ საოლქო სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა 2005 წლის 20 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... საპყრობილის დირექტორის მოადგილის მიერ დამოწმებული რწმუნებულება. აღნიშნული რწმუნებულება ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატამ არ მიიჩნია ხარვეზის გამოსწორებად, რადგანაც იგი გაცემული იყო ¹... საპყრობილის პატიმრის და არა შპს „ .. ..“ დირექტორის სახელით და მეორეც, ზ. კ-ს, თითქოსდა დარღვეული ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ათდღიანი ვადა, რაც უკანონოა. ზ. კ-მ გასაჩივრების ვადებიც დაიცვა და თუ მის მიერ წარდგენილი რწმუნებულება რაიმე ნაკლის მქონე იყო, სასამართლო იყო ვალდებული ერთხელ კიდევ მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად გარკვეული ვადა და თუ იგი ამ ვადაში ვერ წარადგენდა უკვე არა პატიმრის, არამედ შპს „ .. ..“ დირექტორის სათანადო წესების დაცვით გაცემულ რწმუნებულებას, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას ემსჯელა ზ. კ-ს, როგორც არაუფლებამოსილი პირის საჩივრის დაუშვებლობაზე.
კურიოზულია თუკი ზ. კ-ა უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი იყო, მაშინ 2004 წლის 17 ნოემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაც არ უნდა აკრძალვოდა მას და თუკი იგი არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა, მაშინ იგი როგორც შპს „ .. ..“ დირექტორს, უწყება არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, ასეთ შემთხვევაში კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე კოდექსის 233-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არ შეიძლებოდა მიეღო სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა, კასატორი მოითხოვს გააუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განჩინება, დაკმაყოფილდეს მისი განცხადება 2004 წლის 17 ნოემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, განაახლდე საქმის წარმოება და უარი ეთქვას მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 17 ნოემბრის მთავარი სხდომის შესახებ, სასამართლო უწყება ჩაბარდა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს ,, .. ..” აღმასრულებელ დირექტორს ზ. კ-ს. (ტ. 1, ს.ფ.251) ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,, .. ..” დირექტორის თ. ბ-ის მიერ ბრძანების საფუძველზე იყო დანიშნული ზ. კ-ა შპს ,, .. ..” აღმასრულებელ დირექტორად. (ტ.1, ს.ფ.158)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე თითქოს სხდომის დღის 2004 წლის 17 ნოემბრისათვის გადანიშვნის შესახებ უწყება არც მას და არც უშუალოდ შპს „ .. ..“არ ჩაბარებია და არც უცნობებიათ მისთვის გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, ვინაიდან ზ. კ-ა, როგორც შპს ,, .. ..” აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენდა სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზ. კ-ს ჰქონდა თუ არა უფლება წარმოედგინა შპს ,, .. ..” ინტერესები სასამართლოში გავლენას არ ახდენს, როგორც ორგანიზაციის თანამდებობის პირმა ჩაიბაროს უწყება და შეატყობინოს ამის შესახებ სათანადო პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა უფლებამოსილ პირს ანუ მხარე სათანადო წესით იყო მოწვეული სასამართლო პროცესზე, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წანამძღვრები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:E
B
შპს ,, .. ..” დირექტორის თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩესA ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.