Facebook Twitter

#1194აგ-13 16 ოქტომბერი, 2013 წელი

გ-ე გ., 1194აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის განაჩენით გ. გ-ე, გ. ა-ე, შ. ყ-ი, და მ. მ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯათ 7-7 (შვიდ-შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ისინი სასჯელს იხდიან: გ. გ-ე _ 2010 წლის 19 ნოემბრიდან, გ. ა-ე _ 2010 წლის 20 ნოემბრიდან, შ. ყ-ი _ 2010 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო მ. მ-ე _ 2011 წლის 28 იანვრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 30 ივლისს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო 2011 წლის 9 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-ემ.

2013 წლის 15 ოქტომბერს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული გ. გ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე