№ბს-1085(კ-2კს-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - სს „... ბანკი“, შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 27 ოქტომბერს ს. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ 6.11.2017წ. დაზუსტებული სარჩელით იშუამდგომლა შემდეგ ავტომანქანებზე “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...) და „...” (სახელმწიფო ნომრით ...) საქმის დასრულებამდე აღსრულების შეჩერებაზე (N17106974).
მოსარჩელის განმარტებით, “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...) და „...” (სახელმწიფო ნომრით ...) ავტომანქანები შეიძინა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, რომლებიც სახელმწიფოს გადაეცა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის №661, №663, №669 და №680 ბრძანებებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. 2017 წლის 16 იანვრის გადაცემის აქტებში შეძენილ ავტომანქანებზე არ იყო მითითებული ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობის უფლების არსებობის თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ბანკს უფლების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ წაუყენებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა შესაგებელში იშუამდგომლა სარჩელის რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე - ს. გ-ის სარჩელი, მოპასუხე-შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით გადაეგზავნა განსჯად-რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ სს „... ბანკი“ და შპს „...ი“.
2018 წლის 3 ივლისს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც მოპასუხეებად მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ხოლო მესამე პირებად: სს „... ბანკი“ და შპს „...ი“.
2018 წლის 3 ივლისის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე ს. გ-მა მოითხოვა სახელმწიფოზე მანქანების გადაცემის დროს სადავო მანქანებზე გირავნობის უფლების არარსებობის აღიარება, ს. გ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომანქანებზე “...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ... და „...” სახელმწიფო ნომრით ... სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობა და მათი მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში რეგისტრაცია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს. გ-მა 22.07.2019წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც შუამდგომლობის სახით მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების შეჩერება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინებით აპელანტ ს. გ-ის შუამდგომლობა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 13 მაისს ს. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა დაზუსტებული საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით ს. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე განსხილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით ს. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის და ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინებები დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
2022 წლის 13 დეკემბერს ს. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმასთან დაკავშირებით.
2022 წლის 13 დეკემბერს ნ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მოცემულ საქმეში მისი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ს. გ-ის შუამდგომლობა შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ასკ-ის 16.2-ით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა მისი ასკ-ის 16.2-ით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ს. და ნ. გ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა ავტომანქანები“ ...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ... და „...” სახელმწიფო ნომრით .... ზემოაღნიშნული ავტომანქანების მიმართ გაფორმებულ იქნა მიღება - ჩაბარების აქტები (15.08.2017), რომელთა მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანებს აქვთ გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ. ამავე გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანებს გააჩნიათ სს "... ბანკი"-ს გარდამავალი გირავნობა. მიღება - ჩაბარების აქტები ხელმოწერილია მხარეების მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ს. გ-ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანების მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული №016166-გირავნობის მოწმობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 29 იანვრის №123123349350 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა “...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება. 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული №016163 გირავნობის მოწმობით ასევე დგინდება, რომ 2013 წლის 30 ოქტომბრის N123123276483 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა “ ...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული №016165 გირავნობის მოწმობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 26 ივნისის №123123718313 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა “...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება. ამასთან 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული №016164 გირავნობის მოწმობით დადგინდა, რომ 2013 წლის 10 იანვრის №123123145999 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა „...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს. ხოლო, მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი
საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი
არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ №016164, №016165, №016163 და №016166 გირავნობის მოწმობების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა მოგირავნე: სს "... ბანკ"-სა და დამგირავებელი - შპს „..."-ს შორის გაფორმებული 2013 წლის 10 იანვრის №123123145999, 2015 წლის 26 ივნისის №123123718313, 2013 წლის 30 ოქტომბრის №123123276483 და 2014 წლის 29 იანვრის №123123349350 გირავნობის ხელშეკრულებები, რაც მხარეების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ავტომანქანების სახელმწიფოზე მანქანების გადაცემის დროს მათზე გირავნობის უფლების არარსებობის აღიარების მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ს. გ-ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ავტომანქანების “...”-ის, “...”-ის, “...”-ისა და „...”-ის მიმართ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში, აღწერილია, რომ ავტომანქანებს აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობები გაიცა უსაფუძვლოდ ან/და არსებობდა გირავნობის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გირავნობის მოწმობები გაიცა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ასევე სათანადოდ არ შეაფასა საქმის მასალები, მცდარი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე“ პრიმა ქვეპუნქტების მოთხოვნები, კერძოდ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორის მითითებით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სარჩელის საფუძვლებზე. გასაჩივრებული განჩინება აგებულია სამართლის ზოგად ნორმებზე, შესაბამისი დასაბუთების გარეშე. კასატორის პოზიციით, სასამრთლომ მიიღო მიკერძოებული გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია თანასწორობის პრინციპი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით მესამე პირებად სსიპ შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და ნ. გ-ის ჩაბმასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს: სახელმწიფოზე მანქანების გადაცემის დროს სადავო ავტომანქანებზე გირავნობის უფლების არარსებობის აღიარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობა და მანქანების მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. გ-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეიძინა ავტომანქანა “...” სახელმწიფო ნომრით .... ზემოაღნიშნული ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის N..., აუქციონის N..., ლოტის N...) ავტომანქანა “...”-ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს სს "... ბანკი"-ს გირავნობა. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტის (15.08.2017) მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს სს "... ბანკი"-ს გარდამავალი გირავნობა 3372 აშშ დოლარის ოდენობით. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერილია მხარეების მიერ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი №00039235-ის თანახმად, ავტომანქანა “...”-ს აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. გ-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეიძინა “...” სახელმწიფო ნომრით .... ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის №..., აუქციონის №..., ლოტის №...) ავტომანქანა “...”-ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტი (04.08.2017), რომლის მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერილია მხარეების მიერ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი №00039232-ით დგინდება, რომ ავტომანქანა “...”-ს აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ. დადგენილია, რომ ს. გ-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა ავტომანქანა, “...” სახელმწიფო ნომრით .... ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის N..., აუქციონის №..., ლოტის №...) ავტომანქანა “...” -ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტის (15.08.2017) მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ. ამავე გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანას გააჩნია სს "... ბანკი"-ს გარდამავალი გირავნობა 3624 აშშ დოლარის ოდენობით. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერილია მხარეების მიერ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების №00039265 აქტის თანახმად, ავტომანქანა “...” -ს აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ.
დადგენილია, რომ ს. გ-მა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა ავტომანქანა, „...” სახელმწიფო ნომრით .... ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის №..., აუქციონის №..., ლოტის №...) ავტომანქანა „...”-ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "... ბანკი"-ს მიერ. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტის (15.08.2017) მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს სს "... ბანკი"-ს გირავნობა. ამავე გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანას გააჩნია სს "... ბანკი"-ს გარდამავალი გირავნობა 2062.75 აშშ დოლარის ოდენობით. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერილია მხარეების მიერ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი №00039239-ით დგინდება, რომ ავტომანქანა „...”-ს აქვს სს "... ბანკი"-ს გირავნობა.
2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული №016166 გირავნობის მოწმობით დგინდება, რომ 2014 წლის 29 იანვრის №123123349350 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა “...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება.2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობა N016163-ით დგინდება, რომ 2013 წლის 30 ოქტომბრის №123123276483 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა “ ...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება.2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობა №016165-ით დგინდება, რომ 2015 წლის 26 ივნისის N123123718313 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა “...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება.2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობა №016164-ით დგინდება, რომ 2013 წლის 10 იანვრის №123123145999 გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "... ბანკი", დამგირავებელი - შპს „...ი) ავტომანქანა „...”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "... ბანკი"-ს გირავნობის უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. გ-ის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ მის მიერ შეძენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოსთვის გადაცემის დროისათვის, გირავნობის უფლება არ ვრცელდებოდა, ვინაიდან აღნიშნულზე მოძრავი ნივთების სახელმწიფოსთვის გადაცემის აქტებში არაა მითითებული. ს. გ-ი ასევე აღნიშნავდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.01.2017 №661. №663, №669, №680 ბრძანებები, რომლითაც სახელმწიფოს გადაეცა ავტომანქანები, არც გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა უფლებრივად უნაკლო ნივთები.
საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შპს „...ის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 16.01.2017წ. №661. №663, №669, №680 ბრძანებებში მითითებული არაა ავტოსატრანსპორტო საშუალებზე არსებული გირავნობის უფლების არსებობის შესახებ, აღნიშნული არ ცვლის იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ მოსარჩელემ იცოდა აუქციონზე განკარგვის მიზნით გამოტანილი სატრანპორტო საშუალებების უფლებრივი ნაკლის არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ელექტრონულ აუციონზე გამოტანილი თითოეული მოძრავი ნივთის აღწერილობაში დეტალურად იყო მითითებული სს “... ბანკის“ გარდამავალი გირავნობის უფლება შესაბამისი ოდენობის თანხებით. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ თითოეულ ავტომანქანაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ასევე შეიცავს მითითებას მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაჰყვებათ სს „...“ ბანკის გირავნობის უფლება. ზემოაღნიშნული აქტები ხელმოწერილია თავად კასატორის მიერ, შესაბამისად, მისი მოსაზრება გარდამავალი გირავნობის არსებობის ფაქტის არცოდნასთან დაკავაშირებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო ხასგასმით აღნიშნავს, რომ ს. გ-ის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანების შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუციონის მიმდინარეობის ამსახველი დოკუმენტაციით ნათლად დგინდება მოსარჩელესთვის ზემოაღნიშნულ ქონებაზე სს "... ბანკის" გარდამავალი გირავნობის არსებობის ცოდნის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის თანახმად გირავნობის ორი სახე არსებობს, კერძოდ რეგისტრირებული და მფლობელობითი გირავნობა. ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, ავტორიზებული მოგირავნის ელექტრონული განცხადების საფუძველზე. ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება: ა)მოგირავნეზე გირავნობის გადასვლის გამო; ბ)მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე; გ)მოგირავნის მიერ გირავნობის რეალიზაციის შედეგად; დ) გირავნობის გაუქმების რეგისტრაციის გამო; დ1)მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის გამო; ე)კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ გირავნობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთოდეს მოგირავნის წერილობითი დასტური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს. ხოლო, მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი
საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი
არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
საკასაციო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი გირავნობის მოწმობების გაცემის საფუძველები კერძოდ, სს "... ბანკ"-სა და დამგირავებელ - შპს „..."-ს შორის გაფორმებული 2013 წლის 10 იანვრის №123123145999, 2015 წლის 26 ივნისის №123123718313, 2013 წლის 30 ოქტომბრის №123123276483 და 2014 წლის 29 იანვრის №123123349350 გირავნობის ხელშეკრულებები. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფოს საკუთრებაში ავტომანქანების გადასვლის მომენტისათვის მათზე გირავნობის უფლების არარსებობის შესახებ დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ სს „...“ ბანკის მოთხოვნა შპს „...ის“ მიმართ ხანდაზმული იყო სახელმწიფოზე ავტომანქანების საკუთრებაში გადასვლის დროისათვის, მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება, რადგან სადავო სამართალურთიერთობისთვის აღნიშნული გარემოება არარელევანტურია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ს. გ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობები გაიცა უსაფუძვლოდ ან/და არსებობდა გირავნობის შეწყვეტის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება, რომ ელექტრონული აუქციონის ჩატარების პერიოდისთვის სახელმწიფოსთვის გადაცემულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის უფლება არ ვრცელდებოდა, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა