განჩინება
¹ას-759-1057-05 10 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ.თოდრია (თავმჯდომარე),
ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
მ.ცისკაძე
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 სექტემბერს ი. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: თ. ბ-ისა და ვ. წ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომლის სარდაფში პრივატიზებული აქვს 40 კვ.მ ფართი. აღნიშნული სახელოსნო მას გამოყოფილი ჰქონდა, როგორც შემოქმედებითი სახელოსნო.
მოსარჩელის განმარტებით, თ.ბ-ემ და ვ.წ-მა ი.პ-ის ნებართვის გარეშე გაანგრიეს კედილი და თავის სარდაფში მიიერთეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართიდან 8 კვ.მ და უარს ამბობენ მის გათავისუფლებაზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუეებს დაევალათ გაათავისუფლონ თბილისში, ... მდებარე ი.პ-ის კუთვნილი შემოქმედებითი სახელოსნოს 8 კვ.მ.
აღნიშნულ იგადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.ბ-ემ და ვ.წ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის თანახმად, თბილისში, ... ი. პ-ს ეკუთვნის 40 კვ.მ შემოქმედებითი სახელოსნო, ხოლო მის მიერვე წარმოდგენილი ნახაზიდან იკვევა, რომ სარდაფის სართულზე იმ სახელოსნოს გარდა არის სხვა სათავსოებიც, რომლებსაც ფლობენ სახლის მობინადრეები, მათ შორის, აპელანტებიც.
სკ-ის 172-ე მუხლის პირველ ინაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ანუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება და ამ ნივთის იდენტიფიკაცია ვლინდება საჯარო რეესტრის მონაცემებიდან. ამდენად, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მფლობელობიდან 8 კვ.მ-ის გამოთხოვის შესახებ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო ფართი მის საკუთრებას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან არ დასტურდება, რომ აღნიშნული 8 კვ.მ ეკუთვნის მოსარჩელეს. ამასთან, გაუგებარია რომელ 8 კვ.მეტრზეა დავა და სად მდებარეობს ეს ფართი, ვინაიდან მის საკუთრებაში არსებული 40 კვ.მ-ის ადგილმდებარეობა სარდაფში საჯარო რეესტრის მონაცემებით არ არის განსაზღვრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ამ ფართის მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ დაუსაბუთებელია და რა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ი.პ-მა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე ნახაზი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეეძლო გაერკვია, თუ რომელი 40 კვ.მ ეკუთვნის კასატორს და ამ ფართის რა ნიწილ იაქვს მითითებული მოპასუხეს. საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ, თუ სააპელაციო სასამართლოსათვის გაუგებარი იყო, რომელი ფართი ეკუთვნის მას, სსკ-ის 204-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უნდა მოეწვია სპეციალისტი ან ამავე კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაენიშნა ექსპერტიზა და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სსკ-ის 386-ე და 390-ე მუხლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.პ-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვინდიკაციური სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ. მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილი. აღნიშნული ნორმით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ ნორმის საფუძველზე მოთხოვნა საფუძვლიანია იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსარჩელე მესაკუთრეა; ბ) ნივთს (ქონებას) მოპასუხე ფლობს და გ) მოპასუხეს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მტიცებულებანი (პრივატიზაციის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), რომლითაც იგი ადასტურებს, რომ სადავო ქონების მესაკუთრეა.
სააპელაციო სასამართლომ, მართალია დაადგინა, რო მთბილისში,... ი.პ-ს ეკუთვნის 40 კვ.მ შემოქმედითი სახელოსნო, მაგრამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს სადავო 8 კვ.მ-ის ნამდვილად მოპასუხის მიერ მითვისება, რადგან სარდაფის სართულში სხვა სათავსებიც არის. პალატა არ იიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან, აღნიშნული გარემოება შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ სპეციალისტის ან საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის მეშვეობით. სსკ-ის 162-ე მუხლით, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდ ადაენიშნა ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო სადავო 8 კვ.მ-ის მფლობელი, კერძოდ, სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისათვის აუცილებელია დადგინდეს, მოპასუხე ფლობს თუ არა სადავო ფართს; ასევე დასადგენია, ფლობის შმთხვევაში მოპასუხეს აქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საკასაციო პრეტენზიას და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ, სსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე, უნდ ადანიშნოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ფლობს თუ არა სადავო ფართს მოპასუხე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი.პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმკყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.