Facebook Twitter

№16321-13 22 მაისი , 2013 წელი, ძ-ი ნ.-16321-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ნ. ძ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ძ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით ნ. ძ-ი, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. ძ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით ნ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით) და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მთლიანად დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ ნ. ძ-ს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ძ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 3 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2008 წლის 22 მარტიდან იმავე წლის 14 მაისის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ხაშურის რაიონულის სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ძ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ნ. ძ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ძ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 3 ოქტომბრიდან

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ძ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

პალატა არ იზიარებს რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიმართ განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გავრცელების თაობაზე, რადგან რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა იმავე კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.

პალატას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს სასჯელის ვადის ათვლის პრინციპი საბოლოო სასჯელის შეუცვლელად და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოქმედება უნდა გავრცელდეს თითოეულ სასჯელზე ცალ-ცალკე (ამასთან, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლ, მე-2 ნაწილებზეც, რადგან მათი ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ნასამართლევი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ძ-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი, 6 თვე და უნდა განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი, 6 თვე და უნდა განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. ძ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ძ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 3 ოქტომბრიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ძ-ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი, 6 თვე და განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი, 6 თვე და განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. ძ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ძ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 3 ოქტომბრიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი