საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1083(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ე
დავის საგანი - მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგის ცვლილება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-ემ 2022 წლის 07 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს N1 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა მე-19, მე-20, 37-ე, 38-ე, 39-ე ღია კითხვების პასუხები და დავალებების შეფასება დარჩა უცვლელი; ასევე დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ. მ-ის ტესტური ნაშრომის მე-19, მე-20, 37-ე, 38-ე, 39-ე დავალებების შეფასებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოემატება თითოეულში დამატებით ერთი ქულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება მ. მ-ის მიერ №37 და №39 ღია დავალებებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალა მოპასუხეს - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი №37 და №39 ღია დავალებების ნაწილში მ. მ-ისათვის (თითოეულში თითო ქულის) ჯამში 2 ქულის მომატების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აგვისტოს განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ განჩინებას. მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სადავო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რომელი სამართლებრივი საფუძველი იყო დარღვეული სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -„ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის თაობაზე“ 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს N1 გადაწყვეტილების (მათ შორის 37 და 39 ტესტურ დავალებებთან მიმართებით) მიღების დროს. მ. მ-ემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სადავო N 37-ე და N 39-ე ტესტური დავალებები განეკუთვნება ღია დავალებების კატეგორიას, რომლებიც დამტკიცებული შეფასების სქემის მიხედვით იქნა შეფასებული; კერძოდ, კასატორის განმარტებით, სადავო 37-ე დავალება აფასებს - რამდენად შეუძლია გამოსაცდელს, მკაფიოდ და არგუმენტირებულად იმსჯელოს ბულინგის საკითხზე; ფლობს თუ არა ცოდნას ბულინგის საფრთხის თავიდან აცილების სტრატეგიების შესახებ. მ. მ-ემ მიუთითა ეფექტიან სტრატეგიაზე, თუმცა მას სათანადო არგუმენტებით უნდა დაესაბუთებინა, თუ როგორ შეუწყობს ხელს აღნიშნული სტრატეგია ბულინგის აღმოფხვრას სკოლაში (მაგ: უნდა მიეთითებინა, რომ როცა ადამიანი თავის თავზე განიცდის ჩაგვრით გამოწვეულ უარყოფით ემოციას, ის უფრო ლმობიერად მოექცევა სხვებს და ა.შ.). ამდენად, შეფასების სქემის მიხედვით, პასუხი ადეკვატურად შეფასდა 2 ქულით. ხოლო სადავო 39-ე დავალება აფასებს - რამდენად შეუძლია მასწავლებელს, მართოს მოსწავლის რთული ქცევა. მ. მ-ემ მხოლოდ სქემატურად აღწერა იგნორირების სტრატეგია, ისე, რომ ხაზი არ გაუსვა იმას, რომ მისი გამოყენება სირთულეებთან (მაგ: მოსწავლის ქცევის გაუარესება) არის დაკავშირებული; ამიტომ, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს დაგეგმილი იგნორირება, უნდა იყოს თანმიმდევრული, შეინარჩუნოს სიმშვიდე. ამდენად, პასუხში არ იყო იგნორირების სტრატეგიის ამომწურავი აღწერა, რის გამოც პასუხი სწორად შეფასდა 2 ქულით.
კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები გასცდნენ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების სასამართლო კონტროლის ფარგლებს და თვითონ შევიდნენ სადავო საკითხების შინაარსობრივ განსჯაში, რაც დაუშვებელია. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებებზე და აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, თავად იკისრა რა საგამოცდო კომისიის ფუნქცია და არა პროცედურულ-ფორმალური რეგულაციების დაცულობის კუთხით განიხილა კომისიის (რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული და მათი პროფესიული შეფასება საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს) მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, არამედ - შინაარსობრივად იმსჯელა მოსარჩელის მიერ გაცემულ პასუხებზე და დაასკვნა, რომ ეს პასუხები შეესაბამება შეფასების სქემით განსაზღვრული მაქსიმალური ქულის კრიტერიუმებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. მ-ისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაში მიღებული შედეგების შეფასების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მ. მ-ემ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის 6 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე. მ. მ-ეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 40 დავალება. საგამოცდო ტესტის ინსტრუქციით გამოსაცდელს ეცნობა, რომ მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენდა 54-ს და ტესტის შესასრულებლად მას განესაზღვრა 4 საათი. ღია დავალებების ინსტრუქცია მოითხოვდა ღია დავალებაზე არგუმენტირებულ მსჯელობას მოცემული საკითხის შესახებ. გამოსაცდელს ევალებოდა დავალების პირობის და შეკითხვის ყურადღებით წაკითხვა, გათვალისწინება იმისა, რომ პასუხი უნდა ყოფილიყო კონკრეტული და შეკითხვის შესაბამისი.
2022 წლის 12 აგვისტოს, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემის შესაბამისად, დადგინდა, რომ ღია დავალებებში (მათ შორის სადავო №19, №20, №37, N38 და №39 დავალებები) გამოსაცდელის პასუხი უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს, დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული, ის არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს, დავალება შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით, თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება - 0 ქულით.
2022 წლის 6 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე მ. მ-ის საბოლოო შეფასება განისაზღვრა 30 ქულით. მოსარჩელემ საპრეტენზიო განაცხადით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და გაასაჩივრა უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის ტესტირების შედეგები. 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილმა საგნობრივმა კომისიამ 2022 წლის 31 აგვისტოს N1 გადაწყვეტილებით, განიხილა მ. მ-ის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალებები შეფასების სქემის შესაბამისად და მიიღო გადაწყვეტილება N 21 ტესტური დავალების ნაწილში ერთი ქულით მომატების თაობაზე, დანარჩენ ნაწილში შეფასებები დარჩა უცვლელი. ამგვარად, მ. მ-ის N 21 დავალებაში მიღებული ქულა განისაზღვრა მაქსიმალური - 3 ქულით, ხოლო საბოლოო შეფასებით, მოსარჩელის საგამოცდო ნაშრომი შეფასდა 31 ქულით. თუმცა, ვინაიდან კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 32.40 ქულაზე მეტს, მ. მ-ემ ვერ გადალახა კომპეტენციის დასადასტურებლად დაწესებული მინიმალური ზღვარი.
საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე“. აღნიშნული სქემის თანახმად, მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის შეფასება/დადასტურებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებულ “საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესს”, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი; ხოლო მითითებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი, ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.
საკასაციო სასამართლო სადავოდ გამხდარ N 37 და N 39 დავალებებთან დაკავშირებით იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ მ. მ-ის მიერ დაფიქსირებული პასუხები შეესაბამება 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემას, რომლის მიხედვითაც, როდესაც პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას, პასუხი ფასდება მაქსიმალური - 3 ქულით. შესაბამისად, მ. მ-ის მიერ შესრულებული №37 და №39 დავალებები უნდა შეფასებულიყო მაქსიმალური 3-3 ქულით.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის 2022 წლის პროფესიული უნარების გამოცდის 37-ე დავალების პირობებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენდა ბულინგის საკითხზე მასწავლებლის მკაფიო და არგუმენტირებული მსჯელობა, ასევე დავალების ფარგლებში მოწმდებოდა, იცნობს თუ არა გამომცდელი ბულინგის საფრთხის თავიდან აცილების სტრატეგიებს. მითითებულ დავალებაზე პასუხად, მ. მ-ემ ყურადღება გაამახვილა როლურ თამაშებზე, განმარტა მჩაგვრელისა და ჩაგრულის როლების შეცვლის მიზანი, ასევე მიუთითა დისკუსიის საჭიროებაზე, კლასგარეშე გაკვეთილზე, სადაც მსჯელობა და საუბარი იქნებოდა მეგობრობის თემაზე, რაც, მისი განმარტებით, მეგობრული ურთიერთობების გაღვივებას შეუწყობდა ხელს.
მოცემულ დავალებასთან მიმართებით, სასამართლო მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების სქემის კრიტერიუმების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის მიერ გაცემულ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, ხოლო, რაც შეეხება მსჯელობის და დასაბუთების არასაკმარისობას, აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ ღია დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე აპლიკანტს ეძლევა თავისუფლება, თუ როგორ უპასუხოს ღია კითხვას - ლაკონურად თუ ვრცლად, დავალების შეფასებისას, არსებითია ძირითად საკითხებზე ხაზგასმა და დასაბუთება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. მ-ის მიერ N37 დავალებაზე გაცემული პასუხი შეესაბამება დავალების პირობაში დასმულ საკითხს. მოსარჩელეს მითითებული აქვს სტრატეგია, პასუხში ჩანს თემის შინაარსობრივი ცოდნა და ხაზგასმულია ბულინგის საფრთხის თავიდან აცილების რამდენიმე გზა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ N37 დავალების ნაწილში მ. მ-ის მიერ გაცემული პასუხი შესაბამისობაშია სქემით გათვალისწინებულ მაქსიმალური ქულის შეფასების კრიტერიუმთან და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის 39-ე დავალებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დავალების ფარგლებში ფასდებოდა, რამდენად შეუძლია მასწავლებელს მართოს მოსწავლის რთული ქცევა, ფლობს თუ არა ცოდნას ადეკვატური სტრატეგიების შესახებ და სწორად იყენებს თუ არა მათ საჭიროების შემთხვევაში. მ. მ-ემ ყურადღება გაამახვილა იგნორირების სტრატეგიაზე, რომელიც შედეგად არასასურველი ქცევის შემცირებას გამოიწვევს, ასევე მიუთითა იგნორირების სტრატეგიის დაუშვებლობაზე ბავშვის მიერ თვითდაზიანების ან სხვა პირის დაზიანების შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი შეფასების თანახმად, გამომცდელმა ხაზი არ გაუსვა იგნორირების სტრატეგიის სირთულეებს, არ აღნიშნა, რომ მოსწავლის ქცევა შეიძლება თავიდან გაუარესდეს, ამიტომ მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს დაგეგმილი იგნორირება, იყოს თანმიმდევრული და შეინარჩუნოს სიმშვიდე. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მითითებული შეფასება არის იგნორირების სტრატეგიის აღწერილობა, ხოლო ის ფაქტი, რომ მ. მ-ემ იგნორირების სტრატეგიის გამოყენებისას არ მიუთითა კონკრეტულად მასწავლებლის თანმიმდევრულობასა და სიმშვიდეზე, ვერ გახდება №39 დავალებაში ქულის დაკლების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგამოცდო საკითხები მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია, დავალების ფორმატი კი არ იძლევა საშუალებას გამომცდელმა სიღრმისეულად მიმოიხილოს დასმული საკითხი, შეეხოს ყველა კომპონენტს, აღწეროს სტრატეგიების მიზნები, გართულებები, განმარტოს მისი გამოყენების გზები და მეთოდები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების საკითხს წარმოადგენს იმის გამორკვევა, თუ რამდენად არგუმენტირებული, სრულყოფილი და სქემატურია გამომცდელის მიერ მითითებული პასუხები და რამდენად პასუხობს დასმულ შეკითხვას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მ. მ-ის მიერ ტანტრუმის, როგორც გართულებული ქცევის გამოვლენისას აღწერილი იგნორირების მეთოდი, მისი გავლენა მოსწავლის ქმედებაზე, ხაზგასმა იმ ფაქტზე, რომ თვითდაზიანების დროს ან სხვისი დაზიანების საშიშროების დროს ამგვარი სტრატეგიის გამოყენება გაუმართლებელია, პასუხობს 39-ე დავალებაში დასმულ პირობას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. მ-ის პასუხი დასაბუთებულია, რაც სადავო დავალების 3 ქულით შეფასების საფუძველია..
კასატორის არგუმენტაციის საპირწონედ, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, სასამართლო ვერ იკისრებს საგამოცდო კომისიის ფუნქციას, თუმცა - კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებით არ შეიძლება გამართლებულ იქნეს და შესაბამისად, სასამართლოს კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს გამოსაცდელის აშკარად არასწორი შეფასება, რაც რაიმე სპეციალური ცოდნის გამოყენების გარეშეც თვალშისაცემია სასამართლოსათვის.
მოცემულ საქმეში არსებული საქმის მასალების და სხდომის ოქმების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორმა თავად მიუთითა იმის თაობაზე, რომ მ. მ-ემ ორივე საგამოცდო საკითხის შემთხვევაში, გამოავლინა საკითხის სათანადო ცოდნა; ხოლო სადავო საკითხების დაბალი ქულით შეფასება გამოიწვია მხოლოდ იმან, რომ გამოსაცდელმა კასატორისთვის მისაღები სიტყვათწყობით არ გადმოსცა სათქმელი გაცემულ პასუხებში. მაგალითად, როცა გამოსაცდელმა, 37-ე დავალების პასუხად, მიუთითა, რომ ბულინგის პრობლემის დასაძლევად მიმართავდა როლურ თამაშებს და, ასევე, კლასგარეშედ იმუშავებდა მოსწავლეებთან მათში მეგობრული გრძნობების გასაღვივებლად, პალატის მოსაზრებით, ამ პასუხში თავისთავად იგულისხმება, რომ მასწავლებილის აღნიშნული მეთოდი მიმართულია სხვა ბავშვების მიმართ ემპათიის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სხვა სიტყვებით, ლაკონური, მაგრამ ყოვლისმომცველი პასუხი არ უნდა გახდეს არასათანადო შეფასების საფუძველი, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქმე Nბს-1083(კ-23) 06 ივნისი, 2024 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებაზე დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ემ 2022 წლის 07 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს N1 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა მე-19, მე-20, 37-ე, 38-ე, 39-ე ღია კითხვების პასუხები და დავალებების შეფასება დარჩა უცვლელი; ასევე დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ. მ-ეის ტესტური ნაშრომის მე-19, მე-20, 37-ე, 38-ე, 39-ე დავალებების შეფასებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოემატება თითოეულში დამატებით ერთი ქულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება მ. მ-ეის მიერ №37 და №39 ღია დავალებებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალა მოპასუხეს - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი №37 და №39 ღია დავალებების ნაწილში მ. მ-ეისათვის (თითოეულში თითო ქულის) ჯამში 2 ქულის მომატების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აგვისტოს განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება; განჩინებით გადაწყვეტილი არ არის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებაზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, თუმცა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის ბაჟის დაბრუნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ამავე მუხლის მე-31 ნაწილი ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებაზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი განჩინება და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი განჩინება;
2. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 07 ნოემბერს №07580 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.