Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-250(კ-22) 19 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. ც-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ც-ემ 2019 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ, პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით, აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარჩელის მიხედვით, პროფესიული განვითარების საბჭოს სადავო გადაწყვეტილებით, ი. ც-ეს 1 (ერთი) თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სპეციალობაში „...“ და დაევალა შესაბამისი ხანგრძლივობის კვალიფიკაციის კურსის გავლა. პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა პაციენტ გ. ბ-ეის 2017 წლის 27 თებერვლის განცხადების საფუძველზე, მის მიმართ 2015 წლის 15 ივნისს ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის გამო სამედიცინო საქმიანობის შეფასებისას გამოვლენილი შეუსაბამობების დადგენა, რაც საბჭოს შეფასებით, გამოვლინდა სამედიცინო ბარათის შევსების წესის დარღვევასა და 15.06.2015წ. 19:50-22:20სთ პაციენტისათვის ...ის ...ის (...) არასწორად ჩატარებაში.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული აქტი უხეშად ლახავდა მის უფლებებს და აყენებდა რეპუტაციულ ზიანს, რადგან ზემოაღნიშნული გარემოებები არ დადასტურდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით; მეტიც, საწინააღმდეგო გარემოებები დადგენილი იქნა სსიპ „თ...ის“ მიერ მომზადებული რეცენზიით, რომლის თანახმად ირკვევა შემდეგი: ოპერაციის დროს სწორად განისაზღვრა წინა საოპერაციო ჩვენება, ოპერაციული ტაქტიკა სწორად იქნა არჩეული. ოპერაციის მსვლელობის დროს დაზიანდა ... (განვითარდა ...), რომელიც მიიჩნევა ...ის დროს ყველაზე ხშირად განვითარებულ გართულებად, რომლის ალბათობა 0,3-13%-მდეა. ... დაიხურა თავისუფალი ...ით. ამის მიუხედავად, ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულდა ...ით, რის გამოც პაციენტი განმეორებით მოთავსდა კლინიკაში, სადაც ადეკვატურად ჩატარდა ... კვლევები. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც დასტურდება ისტორიაში არსებული ჩანაწერებით. პაციენტმა ა...ს მიმართა 03.09.2015 წელს, კონსულტირებულ იქნა ...ის მიერ. პაციენტს ჩაუტარდა ... კვლევა. ამის შემდეგ პაციენტს აღნიშნული კლინიკისათვის არ მიუმართავს.

მომსახურების გაწევიდან 8 თვის შემდეგ, პაციენტი მოთავსდა აკ...ში, სადაც 28.05.2016წ. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით გაიხსნა ..., მიღებულ იქნა .... ...დან ... (...), რაც გაიგზავნა ... კვლევაზე, შედეგად არ დადასტურდა ...ის არსებობა. გარდა ამისა, პირველი ოპერაციიდან (2015 წლის 15 ივნისი) მეორე ოპერაციამდე (2016 წლის 28 მაისი) პაციენტ გ. ბ-ეს ორჯერ გაუკეთდა ... კვლევა, თუმცა არცერთი კვლევისას ორგანიზმში უცხო სხეულის არსებობა გამოვლენილი არ არის, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, ადასტურებს მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს არ მიეცა პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე მისი არგუმენტების დაფიქსირების შესაძლებლობა, რადგან სტაჟირებაზე იმყოფებოდა აშშ-ში, ...ს საუნივერსიტეტო კლინიკაში და მიუხედავად მისი თხოვნისა, მისცემოდა სხდომაზე დასწრების საშუალება, მოპასუხემ აღნიშნული არ გაითვალისწინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე, რადგან დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ, პალატამ აღნიშნა, რომ ი. ც-ეისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა საექიმო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები, ასეთად კი მიჩნეული იქნა ერთი მხრივ, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა და, მეორე მხრივ, ოპერაციის დროს სამედიცინო მასალის პაციენტის ორგანიზმში დატოვება, თუმცა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დასაბუთებულა, ყველა ის დარღვევა-ნაკლოვანება, რაც კონკრეტული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას იქნა დაშვებული, გამოწვეული იყო თუ არა უშუალოდ მოსარჩელის ქმედებებით.

სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას უნდა შეფასებულიყო კანონმდებლობის კონკრეტულად რომელი მოთხოვნა დაირღვა უშუალოდ ი. ც-ეის მიერ, ვინაიდან პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის საკმარისი არ არის დარღვევის არსებობის დადასტურება და საჭიროა დამრღვევი პირის იდენტიფიცირება, მით უფრო, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის ამბულატორიული სამედიცინო ბარათის შევსების ფაქტს და ზოგადად, აღნიშნული ბარათის შევსების უფლებამოსილებას. იმ პირობებშიც კი, თუ სამედიცინო დოკუმენტების წარმოების წესის დაცვის ვალდებულება კანონმდებლობით ეკისრებოდა მოსარჩელეს, აუცილებელია პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული იქნეს დარღვევის თანაზომიერად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია პასუხისმგებლობის ზომად სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამოყენების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი რეცენზიებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ ... ტაქტიკის, მათ შორის, ოპერაციის სწორად წარმართვა.

პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ სამედიცინო მასალა არ იქნა დათვლილი ან/და მონაცემი სათანადოდ არ იქნა დაფიქსირებული სამედიცინო დოკუმენტში, არ ადასტურებდა სამედიცინო მასალის პაციენტის სხეულში დატოვებას იმ პირობებშიც კი, თუ მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი. აღნიშნული დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტის სტატუსით გამოკითხულმა პირებმა, რომელთა ახსნა-განმარტების თანახმად, გართულება, რომელიც მოჰყვა პირველ ოპერაციას, წარმოადგენდა დასაშვებ პათოლოგიას და არ უკავშირდებოდა ექიმის არასწორ სამედიცინო ქმედებას, ხოლო მოგვიანებით ჩატარებული (მეორე) ოპერაციის დროს სპეციალისტის მიერ უცხო სხეულის დაფიქსირება ავტომატურად არ გულისხმობდა მის დადასტურებულად არსებობას. მათივე განმარტებით, აღნიშნულისთვის საჭირო იყო ამოკვეთილი, საეჭვო უცხო სხეულის შესაბამისი კვლევისათვის გადაგზავნა, რომელიც ან არ განხორციელებულა ან გაიგზავნა გამოსაკვლევად, თუმცა მისი არსებობა ლაბორატორიულად არ დადასტურდა. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ... ნაწილი, ასევე, ჭრილობაში დაგროვილი სითხე შესაძლოა ჰგავდეს უცხო სხეულს, მათ შორის, სამედიცინო მასალას, თუმცა აუცილებელია/სავალდებულოა მისი დამატებით კვლევა, რაც სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდება. გარდა ამისა, ექსპერტ მ. ხ-ეის განმარტებით, ...იის დროს გამოყენებული სამედიცინო მასალის დარჩენა ჭრილობაში შეუძლებელია საკმარისი სივრცის არარსებობისა და მისი შემადგენლობის გათვალისწინებით.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის მსგავსად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, გამოკითხული ექსპერტების განმარტებებით არ დადგინდა მოსარჩელის მიერ ოპერაციის ჩატარებისას პაციენტის ორგანიზმში უცხო სხეულის დატოვების ფაქტი, რაც ასევე არ დადასტურდა სადავოდ გამხდარი ოპერაციის პროტოკოლითაც. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, პირის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ისეთი ქმედებისათვის, რომლის განხორციელებაც უტყუარად არ დგინდებოდა, იყო დაუშვებელი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ადგილი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას, ასევე, ჩადენილი დარღვევებისთვის ექიმის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება იყო თუ არა თანაზომიერი იმ მიზნებისა და ღირებულებებისა, რომლის მიღწევასაც ისახავდა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაწესებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, პაციენტ გ. ბ-ეისათვის შპს „ა...ში“ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგად, რომელიც რეცენზირებულია სსიპ - თ...ის მიერ კომისიური წესით, შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტთა ჩართულობით, დადასტურებულია, რომ ექიმ ი. ც-ეის მიერ დაირღვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ მოთხოვნები, კერძოდ, №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (№...) ოპერაციის პროტოკოლში ექიმ ი. ც-ეის მიერ არ იქნა დაფიქსირებული ინფორმაცია ...ის საკონტროლო დათვლის შესახებ; გარდა ამისა, ი. ც-ეის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ, პაციენტისთვის შპს „აკ...ში“ განმეორებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ოპერაციის №... ოქმის მიხედვით დადგინდა, რომ გაიხსნა ..., მიღებული იქნა ..., ...დან ... („...)“.

მითითებული დარღვევების გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ ექიმ ი. ც-ეის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა რეცენზენტთა მონაწილეობით, 2019 წლის 17 აპრილს გამართულ სხდომაზე და ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება შპს „ა...ს“ ექიმ ი. ც-ეისათვის (სპეციალობაში „...“), სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 1 თვის ვადით შეჩერებისა და შესაბამისი ხანგრძლივობის კვალიფიკაციის კურსის გავლის დავალების თაობაზე. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის ექიმის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის სახისა და ზომის განსაზღვრა პროფესიული განვითარების საბჭოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, აღნიშნულის შესაბამისად, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის სრულყოფილი განხილვის შემდეგ, რეცენზენტთა მონაწილეობითა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა სერტიფიკატის შეჩერების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია, თუმცა სასამართლომ არ შეაფასა და ფაქტობრივად უგულებელყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია იყო არასწორად შევსებული და დარღვეულ იქნა პაციენტ გ. ბ-ეის უფლებები, რა დროსაც სამედიცინო დოკუმენტაციაში, ექიმ ი. ც-ეის მიერ უნდა მითითებულიყო ინფორმაცია ...ის საკონტროლო დათვლის შესახებ. ექიმის მიერ, ბანდის საკონტროლო დათვლის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო ჩანაწერი, რითაც მარლის რაოდენობა იქნებოდა ცნობილი. აღნიშნული დარღვევის არარსებობა გამორიცხავდა შემდგომ გართულებებს, კერძოდ, არ გამხდარა სადავო, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, განვითარდა ..., ... და დასჭირდა მეორე ოპერაცია, რომლის დროსაც ... იქნა „...“. დათვლის შემთხვევაში კი, ოპერაციის დასრულებისთანავე გახდებოდა ცნობილი დანაკლისი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი. ც-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დავის საგანია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ექიმ ი. ც-ეის მიმართ გამოყენებულ იქნა საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვის მოტივით პროფესიული პასუხისმგებლობის ისეთი ფორმა, როგორიც არის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ერთი თვის ვადით შეჩერება (სპეციალობაში „...“), და შესაბამისი ხანგრძლივობის კვალიფიკაციის კურსის გავლის დავალება. ამრიგად, დავის არსებითად სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა ექიმის მიერ პროფესიული საქმიანობის არასწორად წარმართვას და არსებობს თუ არა პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საფუძვლები.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

გ. ბ-ეის განცხადების, ასევე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის №15/6-17 ბრძანებისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2017 წლის 30 მარტის №02-176/მ ბრძანების საფუძველზე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში დაიწყო პაციენტ გ. ბ-ეისათვის შპს „აკ...ში“ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმება. შემოწმების შედეგად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შესწავლილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციარული დეპარტამენტის №2 დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის 09.06.2015წ. მიმართვის საფუძველზე, შპს „აკ...ში“, „...“ კვლევისათვის მიიყვანეს მსჯავრდებული გ. ბ-ე (... წლის), დიაგნოზით: „..., ... ..., მყარი ... სინდრომით“. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიხსნა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი (№...), რომლის სატიტულო ფურცელზე არ დაფიქსირდა მონაცემები: სისხლის ჯგუფის, რეზუს-ფაქტორისა და მედიკამენტებზე ალერგიული რეაქციების, ქირურგიული ჩარევების, ქრონიკული დაავადებებისა და გადატანილი ინფექციური დაავადებების შესახებ, არ იქნა შევსებული ზოგადი მონაცემების ცხრილი (ფორმა №IV-200-2/ა); ასევე, სამედიცინო ბარათში არასრულყოფილად იქნა შევსებული „დასკვნითი დიაგნოზების ცხრილი“ (ფორმა №IV-200-3/ა). ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის (№...) მიხედვით, 09.06.2015წ. პაციენტ გ. ბ-ეს ჩაუტარდა ...ის და ...ი კვლევა, რომლითაც გამოვლინდა: ..., ... ..., ..., ..., ... ..., მეტად .... რეკომენდებული იქნა ...ის კონსულტაცია (აღნიშნული კონსულტაცია სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება).

ზემოთ მითითებული დიაგნოზით, ოპერაციული მკურნალობის მიზნით, მსჯავრდებული 15.06.2015წ. 12:00 საათზე მოთავსდა შპს „ა...ში“, სადაც გაიხსნა სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი (№...).

სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (№...) თანახმად, გამომგზავნი დაწესებულების დიაგნოზი ბარათში არ იყო დაფიქსირებული; დიაგნოზი დაწესებულებაში შესვლისას (წინასწარი) განისაზღვრა: „...; ... ...; ...“; კლინიკური დიაგნოზი: „...; ... ...; ...“ (არ იყო მითითებული კლინიკური დიაგნოზის დადგენის თარიღი). 15.06.2015წ. 12:00 სთ-ზე პაციენტი გეგმურად მოთავსდა ...იულ განყოფილებაში, გაეწია ...ის კონსულტაცია, ჩაუტარდა ... კვლევები, ..., ასევე გაეწია ...ის, ...ის, ...ის კონსულტაცია. მიღებულ იქნა პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელსაც ხელს აწერდა პაციენტი (დანართი „პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“ არ იყო ხელმოწერილი პაციენტის მიერ).

15.06.2015წ. 19:50-22:20 სთ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია - „... ...ის ...“. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ოპერაციის პროტოკოლი (№...), რომელშიც არ დაფიქსირებულა ინფორმაცია ...ის საკონტროლო დათვლის შესახებ. ...ის ნაწილები გაიგზავნა ... კვლევაზე, ჩაუტარდა ...ის კონსულტაცია და 23:30 სთ-ზე გადაყვანილ იქნა პალატაში. პაციენტს 16.06.2015წ. 12:00სთ-23:00 სთ ჩაუტარდა ...ის, ...ის და ...ის კონსულტაციები; 16.06.2015წ.- 18.06.2015წ. - კვლევები, ასევე, ...ისა და ...ის, კერძოდ, ი. ცერცვაძის კონსულტაციები. 19.06.2015წ. პაციენტი გაწერილ იქნა კლინიკიდან შესაბამისი დანიშნულებით, ამბულატორიულად ...ისა და ...ის მეთვალყურეობის ქვეშ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციარული დეპარტამენტის №2 დაწესებულებიდან, 25.06.2015წ. 14:30სთ-ზე, მსჯავრდებული გ. ბ-ე, ჰოსპიტალიზებულ იქნა შპს „აკ...ში“, დიაგნოზით: „...“. სამედიცინო დაწესებულებაში გაიხსნა სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი (№2773/15). პაციენტს ჩაუტარდა კვლევები, ...ისა და ინფექციონისტის კონსულტაციები. 07.07.2015წ. პაციენტი გაწერილ იქნა კლინიკიდან შესაბამისი დანიშნულებით, დასკვნითი დიაგნოზით: „..., ..., ...ის შემდგომი პერიოდი, ..., ..., ...“.

06.05.2016წ. შპს „აკ...ში“ პაციენტ გ. ბ-ეს ჩაუტარდა ... კვლევა, გაეწია ...ის კონსულტაცია; დაესვა დიაგნოზი: ...ი. ... ...ის მარცხნივ, .... ...ა. ... ფენომენი. ...ის შემდგომი მდგომარეობა. ...ის დონეზე შემოფარგლული სითხური ჩანართებით წარმონაქმნი - ...?“ რეკომენდებულ იქნა ოპერაციული მკურნალობა.

27.05.2016წ. 13:00სთ-ზე პაციენტი მოთავსდა შპს „აკ...ში“. დაწესებულებაში გაიხსნა სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი (№...). 28.05.2016წ. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია: „..., ... ...“. №... ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით: ...ის შემდეგ პრეპარირებულ იქნა ... – ..., ... – ... შუალედები. გაიხსნა ..., მიღებული იქნა .... ...დან ... იქნა .... გაკეთდა ... ..., მთლიანად განთავისუფლდა ... ფესვი უხეში შეხორცებებისგან. გაკეთდა ... .... ... იქნა .... ... ამოიკვეთა მთლიანად, საღი ქსოვილების ფარგლებში, ..., ..., ...ით. ჭრილობა გაიკერა აქტიური ...ით“. დისკის ... ქსოვილი, ... და უცხო სხეული გაიგზავნა ... კვლევაზე. 30.05.2016 წლის ... დასკვნის თანახმად, „გამოკვლეული მასალის ... აღწერილობა იყო ..., ...ის ფრაგმენტები. გამოკვლეულ მასალაში გამოვლინდა: ...ით. ...ით. ... ფრაგმენტი. ... დიაგნოზი: „...“ (ტ. I; ს.ფ. 310).

28.05.2016წ.-30.05.2016წ. ...ის ჩანაწერებით, პოსტოპერაციულად პაციენტს გართულებები არ ჰქონია და ხელწერილის საფუძველზე, 30.05.2016წ. 18:00სთ-ზე დატოვა კლინიკა - გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: „... ...-... დონეზე. ...ი. ... ... მარცხნივ. .... ...ა. ... ფენომენი. ...ის შემდგომი მდგომარეობა. ...ის ფუნქციის მოშლა“.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის №02/9650 მიმართვის საფუძველზე, შპს „მ...ის“ მიერ 2018 წლის 16 აპრილს მომზადდა რეცენზია. რეცენზიის თანახმად, შესწავლილ იქნა №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი. რეცენზიის თანახმად, ... ტაქტიკა სწორად და ადეკვატურად იქნა წარმართული (ტ. I.ს.ფ. 172-174).

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის №02/26282 მიმართვის საფუძველზე, სსიპ „თ...ის“ მიერ შესწავლილ იქნა პაციენტ გ. ბ-ეის სამედიცინო დოკუმენტაცია კომისიური წესით, შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტთა ჩართულობით (...). მომზადებული რეცენზიის თანახმად, პირველი ოპერაციის დროს სწორად განისაზღვრა წინა საოპერაციო ჩვენება, ოპერაციული ტაქტიკა სწორად იქნა არჩეული. ოპერაციის მსვლელობის დროს დაზიანდა ... (განვითარდა ...), რომელიც მიიჩნევა ...ის დროს ყველაზე ხშირად განვითარებულ გართულებად, რომლის ალბათობა 0,3-13%-მდეა. ... დაიხურა თავისუფალი ...ით. ამის მიუხედავად, ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულდა ...ით, რის გამოც პაციენტი განმეორებით მოთავსდა კლინიკაში, სადაც ადეკვატურად ჩატარდა ... კვლევები. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც დასტურდება ისტორიაში არსებული ჩანაწერებით. პაციენტმა ა...ს მიმართა 03.09.2015წ, კონსულტირებულ იქნა ...ის მიერ. პაციენტს ჩაუტარდა ... კვლევა. ამის შემდეგ პაციენტს აღნიშნული კლინიკისათვის არ მიუმართავს. მეორე ოპერაციის შემთხვევაში, რომელიც ჩატარდა აკ...ში, გამოიკვეთა რამდენიმე შეუთავსებლობა: 1. შეუსაბამობა გამოიკვეთა ოპერაციულ ოქმსა და მორფოლოგიურ დასკვნას შორის - არსებული ოპერაციის ორივე ოქმში აღწერილი იქნა უცხო სხეული, რომელიც ოქმის მიხედვით გაიგზავნა კვლევაზე და შესაბამისი დოკუმენტაციით არ დადასტურებულა; 2. უშუალოდ ... - პირველ ოქმის აღწერის მიხედვით, გაიხსნა ..., მიღებული იქნა ..., ...დან ... იქნა ..., რის შემდგომ წარმოებული იქნა ... ....

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შპს „ა...ში“ პაციენტ გ. ბ-ეისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლისას გამოავლინა შემდეგი სახის დარღვევა- ნაკლოვანებები: 1. №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ... ოპერაციის პროტოკოლში ექიმ ი. ც-ეის მიერ არ იქნა დაფიქსირებული ინფორმაცია ...ის საკონტროლო დათვლის შესახებ.

ამასთან, შპს „აკ...ში“ ჩატარებული ოპერაციის №... ოქმის მიხედვით, გაიხსნა ..., მიღებული იქნა ..., ...დან ... იქნა უცხო სხეული („...“). 2. ხარვეზები სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მხრივ: 1) ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში (№...): ა) სატიტულო ფურცელზე არ ფიქსირდება მონაცემები: სისხლის ჯგუფის, რეზუს-ფაქტორისა და მედიკამენტებზე ალერგიული რეაქციების, ქირურგიული ჩარევების, ქრონიკული დაავადებების და გადატანილი ინფექციური დაავადებების შესახებ; „ზოგადი მონაცემების ცხრილი (ფორმა №IV-200-2/ა) შეუვსებელია. ასევე, სამედიცინო ბარათში არ არის სრულყოფილად შევსებული „დასკვნითი დიაგნოზების ცხრილი“ (ფორმა №IV-200-3/ა); ბ) არ იქნა დაფიქსირებული ...ის კონსულტაცია (ი. ც-ე); 2) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში (№...): სატიტულო ფურცელზე არ ფიქსირდებოდა გამომგზავნი დაწესებულების დიაგნოზი, კლინიკური დიაგნოზის დადგენის თარიღი; დანართი „პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“ არ იყო ხელმოწერილი პაციენტის მიერ; „ფორმა №IV-100/ა“ დაფიქსირებული დიაგნოზი - „...“ არ ფიქსირდებოდა სამედიცინო ბარათის სატიტულო გვერდზე.

სამედიცინო შემთხვევის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე იშუამდგომლა შპს „ა...ს“ ექიმის ი. ც-ეის (სერტ. „...“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. სააგენტომ 2018 წლის 25 ოქტომბრის №... წერილით ი. ც-ეს განუმარტა პაციენტ გ. ბ-ეისათვის სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხთან დაკავშირებით პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე დასწრების უფლებასთან დაკავშირებით. მხარემ მისი პოზიციის დასაფიქსირებლად წარადგინა წერილობითი განმარტება.

პროფესიული განვითარების საბჭომ ექიმ ი. ც-ეის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი შეისწავლა რეცენზენტებთა მონაწილეობით, 2019 წლის 17 აპრილს გამართულ სხდომაზე. საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, მიიღო გადაწყვეტილება შპს „ა...ის“ ექიმ ი. ც-ეისათვის სპეციალობაში „...“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 1 (ერთი) თვის ვადით შეჩერებისა და შესაბამისი ხანგრძლივობის კვალიფიკაციის კურსის გავლის დავალების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ი. ც-ეს აცნობა 2019 წლის 19 აპრილს (ტ.I. ს.ფ. 125-137).

პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 3 ივნისის №7 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განახლდა ი. ც-ეის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სპეციალობაში „...“.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევა, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობისა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მოპასუხისათვის ხელახალი განხილვის დავალების დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა პაციენტ გ. ბ-ეის სამედიცინო მომსახურების გაწევისას რიგი დარღვევების არსებობა, მიუთითა მათზე, თუმცა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო მითითებული/დასაბუთებული ყველა ის დარღვევა-ნაკლოვანება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც ერთ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სამედიცინო მომსახურების გაწევისას გამოვლენილ დარღვევებს, ამ დარღვევების სამართლებრივი კვალიფიკაციის სისწორის გადამოწმება, სასამართლოს კომპეტენციაა. ამდენად, სასამართლომ სადავო საკითხის გამოკვლევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს დავის არსებითად გადაწყვეტას.

განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები წინააღმდეგობრივია, ამასთან, დაუსაბუთებელია რატომ იყო შეზღუდული სასამართლო თავად შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შესაბამისად, გაუგებარია, რამ განაპირობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების აუცილებლობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება 2015 წლის 15 ივლისს ჩატარებულ ოპერაციას, შესაბამისად, სამედიცინო მოსახურების გაწევიდან გასულია ცხრა წელი. ამასთან, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე უკვე დადგენილი და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებები იძლეოდა დავის სამართლებრივი შეფასებისა და არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს ასეთი საქმიანობის სუბიექტის მხრიდან საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობას, რაც პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო ასეთი საქმიანობის არასწორად წარმართვის შემთხვევაში დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) მეშვეობით, ხოლო, ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, საბჭო იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის (მათ შორის, პარამედიკოსის) საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. ამრიგად, დარღვევის შინაარსისა და შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით ექიმის პასუხისმგებლობა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახით, მათ შორის, შესაბამისი ორგანოს - პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ადმინისტრაციული წესით მიღებული გადაწყვეტილება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის რომელიმე ფორმის გამოყენების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ი. ც-ე ა...ში ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.

ი. ც-ეის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ პაციენტ გ. ბ-ეის განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები, რომლის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, მისთვის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლისა პირველი პუნქტითა და „პროფესიული განვითარების საბჭოს“ დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლა საკითხი და შედეგად, 2019 წლის 17 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილებით ი. ც-ეს 1 (ერთი) თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სპეციალობაში „...“ და დაავალა შესაბამისი ხანგრძლივობის კვალიფიკაციის კურსის გავლა. ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ძირითად ეფუძნება რეცენზენტთა დასკვნებს საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ასეთი მოვალეობები გათვალისწინებულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით და საბჭოს მხრიდან ექვემდებარება ზედამხედველობას; მათ შორის, 56-ე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ავალდებულებს თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის, მისთვის ტანჯვის შემსუბუქებისკენ მიმართულ სამედიცინო მოქმედებათა განხორციელებას, არამედ, ასევე, საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მკაფიო, სრულყოფილი და ადეკვატური წარმოების ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საექიმო საქმიანობის ობიექტს ადამიანი, ხოლო ასეთი საქმიანობის მიზანს კი, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება წარმოადგენს. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულების ჯეროვანი შესრულება სამედიცინო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც რისკის ქვეშ დგება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობები, რამდენადაც სამედიცინო დოკუმენტაციათა სწორი წარმოება, სამედიცინო პროცედურების, მანიპულაციებისა თუ საჭიროებების ზუსტი ასახვა პოტენციურ სამომავლო სამედიცინო საქმიანობათა განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამდენად, აღნიშნული ვალდებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესების დარღვევა როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის, ასევე, აღნიშნული ვალდებულების უშუალო განმახორციელებლის - თავად საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოშობს“ (იხ. სუსგ 18.10.2018 წ. ბს-257-257(კ-18)).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ინფორმაციის სიზუსტის მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურებისა თუ ჩატარებული მკურნალობის შესახებ სამედიცინო ბარათში ინფორმაციის ზედმიწევნით სწორად ასახვას, მეორე მხრივ, ასეთი ტექნიკური შეცდომის მინიმუმამდე დაყვანის ვალდებულებას, ვინაიდან სამედიცინო ბარათში ასახული ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულების ექიმის სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელშიც დაშვებული შეცდომა შესაძლოა საბოლოოდ დაუკავშირდეს პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების შეზღუდვას, მის არსებითად გაუარესებას. ამდენად, სამედიცინო ბარათში ასახული ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება გახდეს მის შევსებაზე უფლებამოსილი პირის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარისი წინაპირობა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიულ პასუხისმგებლობას იწვევს სწორედ პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენა; კერძოდ, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროფესიული პასუხისმგებლობის ზომებს განსაზღვრავს მითითებული კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო (მათ შორის უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ექიმის სწავლების/მზადების კურსის გავლის შესახებ, რომლის მიზანია ექიმის პროფესიული კომპეტენციის აღდგენა კონკრეტულ საექიმო სპეციალობაში).

აღსანიშნავია, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი თითოეული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას უკავშირებს გარკვეული გარემოებების დადგომას, მათ შორის, დასახელებული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს რა დროსაც სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება, როდესაც სახეზეა: ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.

ამრიგად, პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ადმინისტრაციული კანონმდებლობაა და პასუხისმგებლობის აღნიშნული სახე შინაარსით, ცალსახად, საჯარო-სამართლებრივ სახდელს წარმოადგენს. ზემოხსენებული პასუხისმგებლობის სახეების ერთდროული დაკისრების შესაძლებლობას ამ სახდელთა გამოყენებით მისაღწევი მიზნების ურთიერთდამოუკიდებლობა განაპირობებს. ცალსახაა, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუარესებასა და მისი რეპუტაციის პოტენციურ შელახვას იწვევს, რაც პირდაპირ კავშირშია პაციენტის უფლებებთან, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებით პროფესიული პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომების გათვალისწინება მიუთითებს ჩადენილი ქმედების ზედმიწევნით შესწავლისა და გარემოებების სათანადო შეფასების აუცილებლობაზე, რამდენადაც სანქციის მიზნიდან გამომდინარე, უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევას. ამრიგად, პასუხისმგებლობის დაკისრებისას გასათვალისწინებელია ჩადენილი გადაცდომისა და შეფარდებული სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება, ასევე - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება და მის განვლილ საქმიანობაში დარღვევის არსებობა/არარსებობა, რაც ერთობლიობაში ქმნის პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენების საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი“. აღნიშნული „წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი საერთოა ყველა არსებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, რომელიც ეწევა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კლინიკური დიაგნოზი იწერება პაციენტის ბარათის სატიტულო ფურცელზე პაციენტის სტაციონარში შესვლიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. დასკვნითი დიაგნოზი იწერება პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას და მისი ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს ავადმყოფობას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ICD-10 ნორმების კლინიკურ ვარიანტს. საბოლოო დიაგნოზი უნდა შეიცავდეს პაციენტის ყველა გართულებასა და კლინიკური მნიშვნელობის თანმხლებ დაავადებებს. მე-18 მუხლის თანახმად, ოპერაციული მკურნალობის შემთხვევაში, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში, ასევე, აისახება ოპერაციის პროტოკოლი, რომლის ჩაწერის ფურცელს აწარმოებს მკურნალი ექიმი (ოპერატორი) ოპერაციის პროტოკოლი - ფორმა №... (დანართი 17) მიხედვით. დამტკიცებული ფორმით დეტალურად განისაზღვრა პროტოკოლში შესატანი როგორც ზოგადი მონაცემები (პაციენტის სახელი, გვარი; განყოფილება; ბარათის ნომერი; ოპერაციის დასახელება; გაუტკივარების სახეობა; ოპერაციის დაწყებისა და დასრულების თარიღი, დრო), ასევე, ოპერაციის აღწერისათვის საჭირო ინფორმაცია (პაციენტის მდებარეობა საოპერაციო მაგიდაზე; საოპერაციო არის დამუშავება; საოპერაციო მიდგომა (საოპერაციო განაკვეთის არე, ზომა, მიმართულება, განაკვეთის შრეები); ოპერაციისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილების აღწერა; ინტრაოპერაციული დიაგნოზი; ოპერაციის მსვლელობისას თანმიმდევრობითი აღწერა; ჩატარებულია თუ არა ..., ...ის რაოდენობა, მათი კანში გამოტანის ადგილების მითითებით; ...ის საკონტროლო დათვლა; ოპერაციის დასრულება (..., ...); ...ის აღწერა, მათი გაგზავნის ადგილი).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ექიმ ი. ც-ეის მიერ დაირღვა 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი“, ამასთან დადასტურებულია ოპერაციის ჩატარების შემდგომი გართულება და განმეორებითი ოპერაციული ჩარევის საჭიროება, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის შეფასებები საქმის ხელახლა განსახილველად მოპასუხისათვის დაბრუნების შესახებ და მიუხედავად, საქმეზე გამოკითხული ექსპერტების ვარაუდისა, რომ სამედიცინო ბარათის შევსების დარღვევა არ უნდა ქმნიდეს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების სახით პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, კანონმდებელი სწორედ სამედიცინო ბარათის მონაცემების მნიშვნელობის გამო, ცალსახად ადგენს საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, რაც ი. ც-ესთან მიმართებაში დადასტურებულია, პროფესიული პასუხისმგებლობის სახით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა უარყოფილი გარკვეულ რეცენზენტთა დასკვნა, რომლითაც სამედიცინო შემთხვევის შემოწმების შედეგად ი. ც-ეის ქმედებები უარყოფითად შეფასდა, მათ შორის, სამედიცინო ბარათის შევსების წესის დარღვევის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია შპს „აკ...ში“ პაციენტისთვის განმეორებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ოპერაციის №... ოქმში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, გაიხსნა ..., მიღებული იქნა ..., ...დან ... („...)“. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ექიმ ი. ც-ეის მიერ, №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (№...) ოპერაციის პროტოკოლში, არ დაფიქსირებულა ინფორმაცია ...ის საკონტროლო დათვლის შესახებ, განმეორებით ჩატარებული ოპერაციის ამსახველი მონაცემების (მათ შორის ...დან „...ს“ ამოღება) მოწმეთა ჩვენებებით გაქარწყლება, მითუმეტეს პაციენტის შემდგომი გართულების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია და დამყარებულია მხოლოდ ვარაუდზე და ხარვეზით ჩატარებული მკურნალობის წარმატებულად წარმოჩენის მცდელობაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როდესაც სადავოა პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, მტკიცების პროცესში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახულ მონაცემებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმ ი. ც-ეის მიერ ნაწარმოებია არასრულყოფილად, პაციენტის პოსტოპერაციული მდგომარეობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი ინფორმაციის ასახვის გარეშე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ პაციენტ გ. ბ-ეისათვის ექიმ ი. ც-ეის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების დროს გამოვლენილი რიგი დარღვევა-ნაკლოვანებების არსებობის ფაქტი დადასტურებულია, საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, უშეცდომოდ განხორციელდა. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმეზე წარმოდგენილი არ არის, რა გარემოებებიც მოსარჩელეზე დაკისრებული პასუხისმგებლობის კანონიერად მიჩნევის საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შესაძლებლად თვლის საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რის შედეგადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ც-ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის №5 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 450 (150+300) ლარი, მისი ანაზღაურება მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ც-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ი. ც-ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა