№288აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი
ა-ი ზ, 288აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ზ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, სსკ–ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 19 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით ზ. ა-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ა-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 10 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 18 აპრილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განაჩენით ზ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეოთხე ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 8 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 8 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 11 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ა-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(მეორე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეოთხე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ა-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას განესაზღვრა – 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ა-ა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილება და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, პირობით სასჯელს - 1 წელსა და 6 თვეს - დაემატა 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეოთხე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წელი და 6 თვე - პირობითი მსჯავრი, რასაც ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და ზ. ა-ს განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლითა და 6 თვით გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 11 ივნისიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ზ. ა-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ა-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი