საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №134აპ-13 ქ. თბილისი
ს. მ., 134აპ-13 20 ნოემბერი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით გ. გ., - დაბადებული . წელს, -ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 50000 ლარის ოდენობით.
ვ. ჭ., - დაბადებული - წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 50000 ლარის ოდენობით.
მ. ს., - დაბადებული - წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 100000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 100000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 2 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩათვლილი პირობითად და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით, 2 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან - 19 წლის, 2 თვისა და 23 დღის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 200000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2013 წლის 17 აპრილის რედაქციის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარის ოდენობით. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 1 ნოემბრიდან.
ვ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. -ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2013 წლის 17 აპრილის რედაქციის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარის ოდენობით.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 20 ივნისის №20/06/01 განკარგულებით ვ. ჭ. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 100000 ლარის ოდენობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 100000 ლარის ოდენობით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის 2013 წლის 17 აპრილის რედაქციის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (შპს „-“, ს.ნ. - ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 194-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის 2013 წლის 17 აპრილის რედაქციის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 2 თვისა და 23 დღის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩათვლილი პირობითად და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 13 ივლისიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 200000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით მ. ს-ს მფლობელობაში და შესაბამისი პირების სახელებზე რეგისტრირებულ ,,AUDI“-ს მარკის ,,A4“ მოდელის ავტომანქანაზე (სახ.N-; საიდენტიფიკაციო N(VIN) -; გამოშვების წელი - 1997) და ,,BMW’’-ს მარკის ,,528“ მოდელის ავტომანქანაზე (სახ.N-; საიდენტიფიკაციო N(VIN) -; გამოშვების წელი - 1999), (რომლებიც ინახება ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში #2, მდებარე ქ. თბილისში, მუხიანის დასახლება) დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მომსახურების სააგენტოს, რომელმაც უნდა განახორციელოს მისი განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმეზე დართული: 2 Notebook, 1 პროცესორი, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურის შენობაში, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მომსახურების სააგენტოს, რომელმაც უნდა განახორციელოს მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმეზე დართული CD დისკები, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურის შენობაში, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ მ. ს-თვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი