Facebook Twitter

№19511-13 13 ნოემბერი, 2013 წელი

ბ-ი მ., 19511-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ყ-ის

მსჯავრდებულ _ მ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით მ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2005 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით. სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 1 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ მ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 15 ივნისიდან 2005 წლის 18 ივნისამდე და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2008 წლის 8 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის განაჩენით მ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით.

სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი, რაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 10 წლით, საიდანაც 6 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2012 წლის 24 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2005 წლის 15 ივნისის ეპიზოდი), სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2012 წლის 24 თებერვლიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან არ ეთანხმება სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ბ-ის მოთხოვნა განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული მ. ბ-ი საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის 1–ლი ნაწილითა (2005 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) და სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული დანაშაულები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელებისგან.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ბ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ ამ მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია. ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებულ მ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის განაჩენით სასჯელი განესაზღვრა სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, პალატას მიაჩნია, რომ ამნისტიით შემცირებული სასჯელიც უნდა განესაზღვროს აღნიშნული მუხლის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებული მ. ბ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის 1–ლი ნაწილითა (2005 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) და სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელებისგან.

მსჯავრდებულ მ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 3 წელი, 7 თვე და 15 დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის, 2 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

№19511-13 13 ნოემბერი, 2013 წელი

ბ-ი მ., 19511-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 13 ნოემბერს მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 13 ნოემბერს მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

პალატამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ მ. ბ-ს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 3 წელი, 7 თვე და 15 დღე უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, 4 თვე და 15 დღე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის, 2 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განჩინებაში.

პალატამ იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბერს მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებული მ. ბ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის 1–ლი ნაწილითა (2005 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) და სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან.

მსჯავრდებულ მ. ბ-ს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 2 წელი, 8 თვე და 12 დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 9 თვე და 18 დღე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის, 6 თვისა და 18 დღის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ მ. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2012 წლის 24 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე