Facebook Twitter

№305აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი

კ-ე ი, 305აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - შ. კ-ა და ი. კ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით:

შ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით:

შ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით:

ი. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 13 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულებმა – შ. კ-მ და ი. კ-მ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვეს მათთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულების - შ. კ-ა და ი. კ-ს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენი და 2013 წლის 23 იანვრისა და 10 თებერვლის განჩინებები შ. კ-ა და ი. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა - ი. კ-მ და შ. კ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულებმა საჩივრებით ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების - შ. კ-ა და ი. კ-ს პიროვნებებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების - შ. კ-ა და ი. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი