საქმე №344აგ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი
ჩ-ე მ.-344აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
1. მ. ჩ-ე – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 7-7 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 7-7 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – 1-1 წლითა და 6-6 თვით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 6-6 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ჩ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან. სასჯელთა მთლიანი შეკრებით მ. ჩ-ეს განესაზღვრა 67 წლით, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად – 30 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები;
2. ბ. მ-ი – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 7-7 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – 1-1 წლით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე სასჯელთა მთლიანი შეკრებით განესაზღვრა 50 წლით, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად – 30 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. გ. ს-ა – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 7-7 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – 1-1 წლით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ს-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე სასჯელთა მთლიანი შეკრებით განესაზღვრა 50 წლით, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად – 30 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. შ. გ-ი – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2-2 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი) – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ შ. გ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი;
5. ბ. ე-ე – 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 6-6 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი) – 1-1 წლით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ბ. ე-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2008 წლის 21 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით შეიცვალა ბ. ე-ის მიმართ, კერძოდ: ბ. ე-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 6 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – 5-5 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) – 6-6 თვით, მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბ. ე-ეს განესაზღვრა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ს-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. ე-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 13 მაისს მსჯავრდებულმა გ. ს-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ს-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: გ. ს-ასათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 დეკემბრიდან.
ამავე განაჩენით მსჯავრდებულ შ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; შ. გ-ი გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირობითი მსჯავრისაგან.
მსჯავრდებულ ბ. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ბ. ე-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მ. ჩ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 2 წელს დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელებიდან – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელებიდან – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებიდან – 3-3 თვით, ხოლო მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებიდან – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ჩ-ეს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის, 26 თებერვლის, 4 თებერვლის, 12 თებერვლისა და 20 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის დადგენას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, მ. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივნისის განაჩენი მ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე