№632აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი
უ-ი დ, 632აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. უ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 4000 ლარი.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. უ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და პროპორციულად ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, საიდანაც პირობით მსჯავრად დარჩა 3 წელი და 9 თვე, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის განაჩენით:
დ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 14 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 24 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით, 3 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განაჩენითა და 2013 წლის 13 თებერვლის ამნისტიის გამოყენების შესახებ განჩინებით განსაზღვრული დ. უ-ს მიმართ დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს - 4 წლით, 3 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა განაჩენითა და ამნისტიის გამოყენების შესახებ განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 8 თვე და 28 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 14 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 21 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 24 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 14 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 24 იანვრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი – 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 22 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. უ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
2013 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
2013 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ. ა-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დ. უ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 4 წლის, 3 თვისა და 2 დღის ვადით - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 24 იანვრიდან.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე ბ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (22.01.2013 ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, შთანთქა თანაბარი, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (24.01.2013 წლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით და ნაკლებად მკაცრი - სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (14.01.2013 წლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბექა ასლანიშვილს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 26 იანვრიდან.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე გ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (24.01.2013 წლის ეპიზოდი) სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 3 წლის ვადით - შთანთქა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (14.01.2013 წლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (22.01.2013 წლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 26 იანვრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული დ. უ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, დ. უ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. უ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. უ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი