Facebook Twitter
dasaSvebobis Sesamowmeblad sakasacio

№688აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი

გ-ე ნ.- 688აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ნ. გ-ე, ნასამართლევი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.500 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განაჩენით (სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით) დანიშნული სასჯელი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.500 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2010 წლის 7 ოქტომბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნ. გ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. გ-ე სასჯელს იხდის 2010 წლის 7 ოქტომბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 30 მაისს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. გ-ემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 6 ნოემბერს შემოსული განცხადებით მსჯავრდებული ნ. გ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ნ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი