Facebook Twitter

№858აგ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი

წაქაძე გოდერძი, 858აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გოდერძი წაქაძის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გოდერძი წაქაძე, – დაბადებული 1957 წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“, ,,ე“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

გოდერძი წაქაძე სასჯელს იხდის 2011 წლის 14 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გოდერძი წაქაძის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გოდერძი წაქაძეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“, ,,ე“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი, 5 წელი – პირობითი მსჯავრი, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი და 9 თვე – პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

გოდერძი წაქაძე სასჯელს იხდის 2011 წლის 14 თებერვლიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა გოდერძი წაქაძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გოდერძი წაქაძემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 11 ნოემბერს შემოსული განცხადებით მსჯავრდებული გოდერძი წაქაძე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გოდერძი წაქაძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გოდერძი წაქაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი