Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-664(კ-23) 10 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ც-სა და ან.ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, მოპასუხე - თ.შ-ე)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელეების წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ.შ-ის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილების (ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში 121 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 134.1 კვ.მ. შენობა - ნაგებობების თ.შ-ის საკუთრებად აღიარების ნაწილში) და ამავე კომისიის მიერ 2016 წლის 02 ივნისს გაცემული №122 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა სარჩელით ასევე მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ა.ც-ის და ან.ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედოს თ.შ-ის (პ/ნ:...) საკუთრებაში რეგისტრირებულ სადაო უძრავ ქონებას (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., მისამართი: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №43ა (ყოფილი: ქ. ბათუმი, დასახლება ...).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის (გასაჩივრებული აქტების დროს მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლის ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, მე-3, 51 მუხლებზე და მიიჩნია, რომ კომისიამ სწორი შეფასება მისცა თ.შ-ის განცხადების განხილვისას არსებულ გარემოებებს, დაეყრდნო არა მხოლოდ თ.შ-ის განცხადებას და მასზე დართულ მასალებს, არამედ მიწის დათვალიერების აქტში ასახა რეალურ მდგომარეობას. კერძოდ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იყო თვითნებურად დაკავებული და რომ მასზე იდგა ქვის შენობა და რკინის კონსტრუქციის შენობა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი 2007 წლამდე თ.შ-ის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების თაობაზე, რის შემდგომაც კომისიას გაუჩნდა კანონიერი საფუძველი ეღიარებინა განცხადებით მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე თ.შ-ის საკუთრების უფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ კომისიის მიერ საკითხის განხილვა - გადაწყვეტის დროს, მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები განმცხადებელ თ.შ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით სადავო ან გაუქმებული არ ყოფილა, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე მოწმეთა ჩვენებებით რომელიც სხდომაზე მოწვეულ იქნა მოსარჩელეების მიერ, დადასტურდა, რომ სადაო მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა თ.შ-ე, რომელმაც საკუთრებაში იღიარა მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი.

იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (131 კვ.მ), 1988 წლიდან მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტთა მიერ წარდგენილი ვერ იქნა. საქმის მასალებით, კერძოდ, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 24 დეკემბრის კაბინეტის სხდომის ოქმით და ამავე კაბინეტის სხდომის 1992 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მცირე საწარმო ,,...ას" ნება დაერთო ... ...ში ...ში ჩასასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზიდან 25 მეტრის მოშორებით, თანამედროვე სტილით დამზადებული ...ის დროებით ჩადგმაზე, მაგრამ დადგენილად ვერ მიიჩნია გამოეყო თუ არა მიწის ნაკვეთი ან/და ჩაიდგა თუ არა .... მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფის შემთხვევაშიც, აღნიშნული უძრავი ქონება იქნებოდა არა საკუთრების უფლებით, არამედ დროებით სარგებლობის უფლებით.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით არ დგინდება, ,, ...მა’’ დაიკავა თუ არა მოპასუხე თ.შ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და ამ მიწის ნაკვეთზე ჩადგა თუ არა ,,...მა" რაიმე ..., ასევე დადგენილად ვერ მიიჩნია თუ რა სამართლებრივი კავშირი აქვს ,,...ას" მოსარჩელეებთან. დადგენილად ვერ მიიჩნია ზუსტი ადგილმდებარეობა სად უნდა ჩადგმულიყო და ფუნქციონირებდა თუ არა .... შესაბამისად, დადასტურებულად ვერ მიიჩნია გარემოება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადაო მიწის ნაკვეთი სწორედ ის მიწის ნაკვეთია, რომელზეც ათეული წლების განმავლობაში მოსარჩელეებს გააჩნდათ ... შენობა განთავსებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ც-სა და ან.ც-ის მიერ.

კასატორთა წარმომადგენელი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მითითებული სადაო ქონება ან.ც-ეს და მის ოჯახს წლების განმავლობაში მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში გააჩნდათ. მიუთითებს, რომ ან.ც-ის მამა - ა.ც-ე იყო ...ის გამოცდილების მქონე და სწორედ აღნიშნული ნიჭისა და უნარ - ჩვევების რეალიზების მიზნით, 1991 წელს გადაწყდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, ... ...ში, ...ში ჩასასვლელი გზის მარჯვენა მხარეს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზიდან 25 მეტრის მოშორებით, თანამედროვე სტილში ...ის ჩადგმა, ...ის სამუშაოების განხორციელების მიზნით. ვინაიდან, მითითებული საქმიანობის განხორციელება შესაბამის სამართლებრივ ფორმას და ნებართვის მოპოვებას საჭიროებდა, ა.ც-ემ 1991 წლის 25 სექტემბერს დააფუძნა ერთი პირის მცირე საწარმო ,,..." და განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს ...ის ჩადგმის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 24 დეკემბრის კაბინეტის სხდომაზე განხილულ იქნა ნებართვის გაცემის საკითხი და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ... ...ში, ...ში ჩასასვლელი გზის მარჯვენა მხარეს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზიდან 25 მეტრის მოშორებით თანამედროვე სტილში ...ის ჩადგმაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

კასატორთა განმარტებით, თ.შ-ემ სწორედ აღნიშნული შენობის გამოყენებით და ცრუ მოწმეების დახმარებით მოიპოვა საკუთრების უფლება სადაო ქონებაზე. აპელირებს 2000 წლის ორთოფოტოზე და აღნიშნულით დადასტურებულად მიიჩნევს მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობის განთავსების ფაქტს, რაც კასატორთა წარმომადგენლის მსჯელობით ადასტურებს მათი პოზიციის სისწორეს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები გულგრილად მოეკიდნენ თ.შ-ის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და ცრუ შინაარსის შემცველ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების გარეშე, ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების უხეში დარღვევით მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორებს წაერთვათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონება, რომელსაც ან.ც-ე მამასთან - ა.ც-ესთან ერთად 1988 წლიდან მართლზომიერად ფლობდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და კანონის ამოქმედების შემდეგაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ც-სა და ან.ც-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილების (ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში 121 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 134.1 კვ.მ. შენობა - ნაგებობების თ.შ-ის საკუთრებად აღიარების ნაწილში) და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 02 ივნისს გაცემული №122 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერება. შესაბამისად, შეფასების საგანს წარმოადგენს თ.შ-ის მიერ, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი და კასატორთა (მოსარჩელეები) მიერ ყურადღება გამახვილებული მტკიცებულებებიდან, თუ რომელი წარმოადგენდა/წარმოადგენს უკეთეს უფლებას და შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებათა შედარება, დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრისა და შესაბამისად სარჩელის ბედს.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 06 ოქტომბერს თ.შ-ემ Nკ/შ-1477 განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 121.0 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 134.1 კვ.მ. შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ფართი მის მფლობელობასა და სარგებლობაშია 1989 წლიდან. განცხადებას ერთოდა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის, მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სანოტარო წესით დამოწმებული ა.დ-ის, გ.ლ-ას და რ.ფ-ის განცხადება (ჩვენება), რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ თ.შ-ე ბათუმში, დასახლება ...ში, 1989 წლიდან ფლობს, სარგებლობს და ამუშავებს 222 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე აღმართული 89.8 კვ.მ. და 44.3 კვ.მ. შენობებით (ი.მ. ,,მ.ჭ-ის“ 21.09.2015 წლის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით). მიწის ნაკვეთის დათვალიერების 2016 წლის 10 თებერვლის აქტით ირკვევა, რომ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლების და კომისიის საქმიანობაში დამხმარე საჯარო მოსამსახურეების მიერ შემოწმებულ იქნა თ.შ-ის განცხადებით მოთხოვნილი ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი და ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი თვითნებურადაა დაკავებული, რომ მასზე განთავსებულია ქვის შენობა და რკინის კონსტრუქციის შენობა.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობა, რომ აღიარების კომისიამ სწორი შეფასება მისცა თ.შ-ის განცხადების განხილვისას არსებულ გარემოებებს, მართებულად დაეყრდნო განცხადებაზე თანდართულ მასალებს და ასევე გაითვალისწინა მიწის დათვალიერების აქტში ასახული აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და ნაკვეთზე არსებული ქვის შენობის და რკინის კონსტრუქციის შენობის მდგომარეობა, რომელიც აქტის თანახმად, მიჩნეულია თვითნებურად დაკავებულად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის იმ მსჯელობას, რომ აღიარების კომისიამ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის 2007 წლამდე თ.შ-ის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების თაობაზე, რაც ნოტარიულად დამოწმებულ მოწმეთა განმარტებებთან ერთად, კანონიერი საფუძველი გახდა განცხადებით მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე თ.შ-ის საკუთრების უფლების აღიარების.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლის ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ანუ 2007 წლის 27 ივლისამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). საკუთრების უფლების აღიარება კი ნიშნავს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას. დაინტერესებული პირი კანონით განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირება კანონის 51 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. 51.3 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. კანონის 51 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში, საკითხზე მსჯელობის ფარგლებში მართებულად გამახვილდა ყურადღება შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, თ.შ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მტკიცებულებებზე და საკასაციო პალატის მსჯელობით კანონის მიზნებიდან გამომდინარე მართებულად შეფასდა აღნიშნული მტკიცებულებები თუ რამდენად წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის, 1992 წლის 24 დეკემბრის კაბინეტის სხდომის ოქმზე, რომლის თანახმად, დღის წესრიგში მითითებულია მრავალდარგობრივ მცირე საწარმო ,,...ისთვის" ...ის განთავსების ნებართვის მიცემის შესახებ საკითხის განხილვა. ამავე კაბინეტის სხდომის 1992 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ რაიონის მთავარი არქიტექტორის დასკვნის საფუძველზე ნება დაერთო მცირე საწარმო ,,...ას" ... ...ში ...ში ჩასასვლელი გზის მარჯვენა მხარეს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზიდან 25 მეტრის მოშორებით, თანამედროვე სტილით დამზადებული ...ის დროებით ჩადგმაზე, სანიტარული და სახანძრო ზომების დაცვით. აღნიშნულით ცალსახად დადგენილია, რომ ,,...ის" ნებართვა დაერთო დროებით განეთავსებინა .... მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდება, გამოეყო თუ არა მიწის ნაკვეთი, ასევე ვერ დგინდება განთავსდა თუ არა .... ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფის შემთხვევაშიც უძრავი ქონება იქნებოდა დროებით სარგებლობის უფლებით. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს ...ის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს N482 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ... ...ში მცხოვრები მ.ჟ-სა და ... ,,...ის“ თხოვნა და ნება დაერთოთ ... ...ში ...ის მოპირდაპირედ, ..., ,...ის“ ...ას გასწვრივ ააშენონ შესაბამისად შერეული ტიპის და ... ..., სახანძრო, სანიტარული და ეკოლოგიური ნორმების დაცვით. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობა, რომ არ დგინდება ,,...მა’’ დაიკავა თუ არა მოპასუხე თ.შ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განათავსა თუ არა ,,...მა" ..., არ დგინდება ზუსტი ადგილმდებარეობა სად უნდა განთავსებულიყო, განთავსდა თუ არა აღნიშნული ... და ასეთის არსებობის პირობებში, ფუნქციონირებდა თუ არა. ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული ის მსჯელობა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 131 კვ.მ. 1988 წლიდან იმყოფებოდა კასატორთა ფაქტობრივ მფლობელობაში, 1991 წელს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე - ... ...ში, ...ში ჩასასვლელი გზის მარჯვენა მხარეს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზიდან 25 მეტრის მოშორებით ა.ც-ეს მიერ დაარსებულ მცირე საწარმო ,,...ისთვის“ მოიპოვეს უფლება და განათავსეს თანამედროვე ვიზუალის ... ...ის სამუშაოების განსახორციელებლად, ვერ იქნა დადასტურებული მტკიცებულებებით.

მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა.

პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა.ც-ესა და ან.ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ა.ც-ეს (...) და ან.ც-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეთ რ.გ-ის (პ/ნ...) მიერ, საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს „...ში 2023 წლის 6 აპრილს N... საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ც-ეს და ან.ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. ა.ც-ეს (...) და ან.ც-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეთ რ.გ-ის (პ/ნ...) მიერ, საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს „...ში 2023 წლის 6 აპრილს N... საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე