Facebook Twitter

საქმე №ბს-141(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად/ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 30 ივნისს შპს „ა...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს „ა...ის“ მიერ, სადავო სამედიცინო შემთხვევებში, პაციენტების მკურნალობა ჩატარებულია სრულფასოვნად, დიაგნოზების შესაბამისად, არსებული გაიდლაინებისა/პროტოკოლების დაცვით. კლინიკის მიერ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როგორც, სამედიცინო მომსახურების გაწევის, ასევე, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება/ასახვის კუთხით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი და უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოს უარი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, რის გამოც, გასაჩივრებული აქტები ბათილად/ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო სამედიცინო შემთხვევების ნაწილში.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 1 ივნისის №04/11540 გადაწყვეტილების (შპს „ა...ს“ 2019 წლის 26 სექტემბრის N3165/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხის მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 აგვისტოს №04-14/6459 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №04/11843 გადაწყვეტილების (შპს „ა...ს“ 2019 წლის 7 ნოემბრის N3655/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხის მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 2 ოქტომბრის №04-14/7462 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №04/12198 გადაწყვეტილების (შპს „ა...ს“ 2019 წლის 10 დეკემბრის N4076/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 4 ნოემბრის №04-14/8338 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №04/12197 გადაწყვეტილების (შპს „ა...ს“ 2020 წლის 29 იანვრის N164/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხის მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №04-14/9541 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პაციენტ დ.ა-ას (პ.ნ ...) სამედიცინო შემთხვევის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 04 ნოემბრის N04-14/8338 გადაწყვეტილება; სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 09 ივნისის N04/12198 გადაწყვეტილება, შპს „ა...ის“ 2020 წლის 10 დეკემბრის N4076/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ; პაციენტ ნ.ტ-ის სამედიცინო შემთხვევის ნაწილში (სამედიცინო შემთხვევის N...), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 02 ოქტომბრის N04-14/7462 გადაწყვეტილება. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 04 ივნისის N04/11843 გადაწყვეტილება, შპს „ა...ის“ 2019 წლის 07 ნოემბრის N3655/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 აგვისტოს N04-14/6459 გადაწყვეტილება: სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 01 ივნისის N04/11540 გადაწყვეტილება, შპს „ა...ის“ 2019 წლის 26 სექტემბრის N3165/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში შპს „ა...ს“ მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით პაციენტების: სა.გ-ის, ს.ნ-ის, ა.ო-ის, ზ.ფ-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით (მათ ნაწილში) გასაჩივრებული აქტები სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა სადავო აქტების კანონიერება იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გადაწყვეტილება მიიღო.

პალატამ მიუთითა, რომ პაციენტ ნ.გ-ას, ნ.მ-ის, კ.კ-ის, ს.თ-ის, ა.გ-ის, ნ.ხ-ას, ა.ხ-ის, დ.ა-ას სამედიცინო შემთხვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას №36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 22.11 მუხლის თანახმად.

პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ დასახელებულ შემთხვევებში სადავო აქტებში მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია იყო მითითებული მათი დიაგნოზის და მკურნალობის დინამიკის თაობაზე. აქტებში აღწერილია პაციენტების მიერ იმავე ან სხვა კლინიკებისათვის მცირე დროში მიმართვის ფაქტები და აღნიშნული ჩათვლილია, როგორც არასათანადო მკურნალობა და მის გამო გამოწვეული რეჰოსპიტალიზაცია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზოგადი მითითება სადავო სამედიცინო ეპიზოდებთან მიმართებით N36 დადგენილებით გათვალისწინებული ანაზღაურების წინაპირობების არ არსებობის თაობაზე, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულების სრულყოფილ შესრულებას. იმის დადასტურება, რომ ჩატარებული არასწორი მკურნალობის პირდაპირი შედეგი იყო პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია, გასაჩივრებული აქტებით არ იყო დასაბუთებული. პაციენტების: ე.ა-ის და გ.ფ-ის შემთხვევებში, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო იმ გარემოება, რომ პაციენტები არ საჭიროებდნენ სტაციონარულ მკურნალობას და კლინიკას შემთხვევა უნდა წარედგინა ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა N36 დადგენილების 15-ე მუხლის 21 პუნქტზე, 15.1-16 მუხლებზე და აღნიშნა, რომ დიაგნოზთა სისწორის კონტროლის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (სადავო აქტების გამომცემი ორგანო). ამდენად, დიაგნოზთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, საკითხი უნდა შეფასებულიყო არა მოპასუხის (სადავო აქტების გამომცემი ორგანო) მიერ, არამედ „რეგულირების სააგენტოს“ მხრიდან, რასაც დასახელებულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ სამედიცინო შემთხვევებზე (ნ.გ-ა, ნ.მ-ი, კ.კ-ე, ს.თ-ი, ა.გ-ი, ნ.ხ-ა, ა.ხ-ი, ე.ა-ი, გ.ფ-ი) მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ზ.ფ-ის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს რომ წარდგენილია არასწორი კოდი, ხოლო ნ.ტ-ის სამედიცინო შემთხვევის გადაცემისას მოხდა მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის ფარგლებში შემთხვევების შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების არასწორად დაფიქსირება.

დ.ა-ა მკურნალობდა ...ის დიაგნოზით და მომსახურება მიიღო მოპასუხე კლინიკაში 28.03.2019-03.04.2019 ჩათვლით. პაციენტი გაწერილია სტაბილიზაციით, თუმცა 7.04.2019 წელს იგი კვლავ მოთავსდა შპს "...ში’’ იმავე დიაგნოზით, ამრიგად, შემთხვევა ჩაითვალა როგორც უწყვეტი, დაკორექტირდა და არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.

პაციენტ გ.შ-ას შემთხვევაში, მკურნალობამ გასტანა 24 საათსა და 15 წუთს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ კლინიკას შეეძლო ინფორმაცია მიეწოდებინა გადაუდებელი ამბულატორიული კომპონენტით - ..., .../ ..., ლაბორატორიული კვლევები რა დროსაც დაყოვნება შესაძლებელია 24 საათამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევა დაკორექტირდა და არ ანაზღაურდა. პაციენტი ს.ნ-ი, რომელიც მკურნალობდა ...ის დიაგნოზით, კლინიკაში დაყოვნებულ იქნა 26 საათით, რაც ასევე შესაძლებელი იყო მიწოდებულიყო გადაუდებელი ამბულატორიული კომპონენტით, ამდენად, ზემოაღნიშნული შემთხვევაც დაკორექტირდა და არ დაექვემდებარა ანაზღაურებას. პაციენტ ა.ო-სთან მიმართებით არ დასტურდებოდა მიწოდებული დიაგნოზი (...) და ჰოსპიტალიზაციისთვის აუცილებელი კრიტერიუმები (...), შესაბამისად შემთხვევა დაკორექტირდა და არ ანაზღაურდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია, არ ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „ა...ისთვის“ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 21.02.2013წ. N36 დადგენილების შესაბამისად ცალკეულ სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პაციენტ დ.ა-ას (პ.ნ...) სამედიცინო შემთხვევის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 4 ნოემბრის N04-14/8338 გადაწყვეტილება; სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის N04/12198 გადაწყვეტილება, შპს „ა...ის“ 2020 წლის 10 დეკემბრის N4076/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ; პაციენტ ნ.ტ-ის სამედიცინო შემთხვევის ნაწილში (სამედიცინო შემთხვევის N...), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 2 ოქტომბრის N04-14/7462 გადაწყვეტილება. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის N04/11843 გადაწყვეტილება, შპს „ა...ის“ 2019 წლის 7 ნოემბრის N3655/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 აგვისტოს N04-14/6459 გადაწყვეტილება: სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 1 ივნისის N04/11540 გადაწყვეტილება, შპს „ა...ის“ 2019 წლის 26 სექტემბრის N3165/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში შპს „ა...ს“ მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ გარკვეულ პაციენტთა შემთხვევაში მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ზოგიერთ შემთხვევაში მიწოდებული იყო არასწორი კოდი, ზოგ შემთხვევაში 24 საათზე მეტხანს დაყოვნება ჩაითვალა განზრახ სხვა კოდის მიწოდების შემთხვევად, ასევე რამდენიმე სადავო ეპიზოდში, როდესაც პაციენტებმა იგივე დიაგნოზით მოკლე ვადაში სხვა კლინიკებს მიმართეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასეთი ეპიზოდები ერთ/უწყვეტ შემთხვევად დააკორექტირა და არ დაუქვემდებარა ანაზღაურებას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ.გ-ას, ნ.მ-ის, კ.კ-ის, ს.თ-ის, ა.გ-ის, ნ.ხ-ას, ა.ხ-ის, დ.ა-ას სამედიცინო შემთხვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას №36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტი ნ.გ-ა მკურნალობდა შპს „ა...ში“ დიაგნოზით: პროგრამული კოდით ..., ..., ...; პაციენტი კლინიკიდან გაწერილია „სტაბილიზაციით“. კლინიკიდან გაწერის შემდეგ, 1სთ 40 წუთში, პაციენტი რეგისტრირებულია სს „ე...ში, დიაგნოზით: ..., დაუზუსტებელი. პაციენტი ნ.მ- მკურნალობდა შპს „ა...ში“ დიაგნოზით: პროგრამული კოდით ..., ..., .... პაციენტი კლინიკიდან გაწერილია „სტაბილიზაციით“. კლინიკიდან გაწერის შემდეგ, 3 დღეში, პაციენტი რეგისტრირებულია შპს „ნ...ში“ დიაგნოზით: ..., ... (...); კ.კ-ე მკურნალობდა შპს „ა...ში“ დიაგნოზით: პროგრამული კოდით ... კოდი-.... პაციენტი კლინიკიდან გაეწერა „სტაბილიზაციით“, 21.01.19წ. პაციენტმა იმავე კლინიკას მიმართა 1.02.19წ, ...ის გამო. პაციენტი ს.თ-ი მკურნალობდა შპს „ა...ში“ დიაგნოზით: პროგრამული კოდით ... კოდი-.... პაციენტი კლინიკიდან გაეწერა „სტაბილიზაციით“, 17.01.2019წ. პაციენტმა, 25.01.2019წ კვლავ მიმართა სს „ე...ს იგივე დიაგნოზით: ... ..., დაუზუსტებელი. ა.გ-ი მკურნალობდა შპს „ა...ში“ დიაგნოზით: პროგრამული კოდით ... კოდი-.... პაციენტი კლინიკიდან გაეწერა „სტაბილიზაციით“, 16.01.2019წ. პაციენტმა, 12.01.2019წ. კვლავ მიმართა იმავე კლინიკას ...ის გამო. ნ.ხ-ა მკურნალობდა შპს „ა...ში“ დიაგნოზით: პროგრამული კოდით ... კოდი-.... პაციენტი კლინიკიდან გაეწერა „სტაბილიზაციით“, 19.02.2019წ; პაციენტმა, 27.02.2019 კვლავ მიმართა სს „ რ...ს“ იგივე პროგრამული კოდით: ...კოდი-.... პაციენტი ა.ხ-ი მკურნალობდა შპს „ა...ში“ დიაგნოზით: პროგრამული კოდით ...კოდი .... პაციენტი კლინიკიდან გაეწერა „სტაბილიზაციით“ 20.02.2019წ. პაციენტმა, 27.02.2019წ კვლავ მიმართა სს „რ...ს“ იგივე პროგრამული კოდით: ...კოდი-.... ე.ა-ის (შემთხვევის N... სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურებისათვის წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში, პროგრამული კოდით ..., ... კოდი-.... სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პაციენტი არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას (დაყოვნება 25 სთ) და კლინიკას შემთხვევა უნდა წარედგინა ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ამავე დადგენილების დანართი 1.3 ითვალისწინებს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დადგენილების მე-14 მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ზემოაღნიშნული მუხლის ‘’კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

N36 დადგენილების 22.11 მუხლის შესაბამისად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან: ა) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან მეორე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად, ხოლო მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება; ბ) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დადასტურება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტებში ასახული ფორმალური მითითება დადგენილების შესაბამის მუხლზე არ ქმნის ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის საკმარის სტანდარტს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არაა ასახული თითოეული პაციენტის შემთხვევაში მათ მიმართ გაწეული მომსახურებისას რა სახის დარღვევა დაფიქსირდა. სადავო აქტებში მითითებულია მხოლოდ არსებული დიაგნოზები და პაციენტის სხვა კლინიკაში „რეჰოსპიტალიზაციის“ ფაქტი. კონკრეტულად კი, რა ნაწილში არ დააკმაყოფილა პროგრამით განსაზღვრული პირობები წარდგენილმა სამედიცინო დოკუმენტაციამ, გარდა ზოგადი სამართლებრივი საფუძვლის მითითებისა (15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), სადავო აქტებში აღნიშნული არაა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების შემზღუდავი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მკაფიო, ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს მისი ადრესატისთვის. განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კი არ შეიცავს შესაბამის მოტივებსა და დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღება მიაქცევს, რომ პაციენტ გ.ფ-ის სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურებისათვის წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში, პროგრამული კოდით ..., ... კოდი-... ე.ა-ის (შემთხვევის N... სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურებისათვის წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში, პროგრამული კოდით ..., ... კოდი-... გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული პაციენტები არ საჭიროებდნენ სტაციონარულ მკურნალობას და კლინიკას შემთხვევები უნდა წარედგინა ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ N36 დადგენილებაში განმარტებულია სტაციონარული მკურნალობა და ამბულატორიული მომსახურება. N36 დადგენილების 23.8 მუხლის შესაბამისად, ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა მედიკამენტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას, მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

N36 დადგენილების 15.7 მუხლის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პაციენტების ( ე.ა-ის და გ.ფ-ი) 24 საათზე მეტი დროით კლინიკაში დაყოვნება არ ასაბუთებს სტაციონარული მომსახურების საჭიროების გამორიცხვას. ამდენად, ზემოაღნიშნულ პაციენტებთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დასაბუთებული არ არის.

რაც შეეხება პაციენტის ნ.ტ-ის სამედიცინო ეპიზოდს, განსახილველ შემთხვევაში დიაგნოზი წარდგენილია ძირითადი და თანმხლები კოდებით, პროგრამული კოდით ..., დიაგნოზებით: ... - ... ; ..., ჩარევები ..., ..., .... პაციენტს გაეწია მომსახურება ოპერაციული მკურნალობის სახით - ... და ..., ადმინისტრაციულმა ორგანომ სამედიცინო შემთხვევა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიიჩნია, როგორც ერთი - კერძოდ, წარმოდგენილი ძირთადი პროგრამული და/ან ... კოდი მოიცავს თანმხლებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტი ნ.ტ-ის ნაწილშიც მოკლებულია დასაბუთებას, არ არის დაკონკრეტებული რის საფუძველზე გამოირიცხა ორი დამოუკიდებელი ჩარევის შესაძლებლობა შესაბამისი დიაგნოზის პირობებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს შპს "ა...ის" მიერ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების ცალკეული მუხლების დარღვევის თაობაზე, თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა დასაბუთებული არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.

ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ დ.ა-ას და ნ.ტ-ას ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სადავო შემთხვევის არსებითი გარემოებათა დადგენის გარეშე იყო მიღებული, რის გამოც, ისინი ექვემდებარებოდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობას. მართებულია ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 აგვისტოს N04-14/6459 გადაწყვეტილებისა და შპს „ა...ის“ 2019 წლის 26 სექტემბრის N3165/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 1 ივნისის N04/11540 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 4.04.2024წ. N10472 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 494.50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 346.15 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 4.04.2024წ. N10472 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 494.50 ლარის 70 პროცენტი - 346.15 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა