Facebook Twitter

№214აგ-13 13 დეკემბერი, 2013 წელი

გ-ა გ.- 214აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2011 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. გ-ას სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. გ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 3 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. გ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც მას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გ. გ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 3 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის თაობაზე გ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა (სასჯელის შემცირება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ა გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა 2003 წლის 14 მარტს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც სასჯელად განუსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 ივლისიდან. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა კალენდარულად - 2003 წლის 29 ივლისს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას - ვადით ათ წლამდე, შესაბამისად, ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, იგი მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.

ამდენად, გ. გ-ას გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნასამართლობა სასჯელის მოხდის თარიღის - 2003 წლის 29 ივლისის გათვალისწინებით, გაუქარწყლდა 2009 წლის 29 ივლისს.

იმის გათვალისწინებით, რომ გ. გ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით ჩადენილი აქვს 2010-2011 წლებში, ხოლო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის განაჩენით გათვალისწინებული ნასამართლობა მსჯავრდებულს გაუქარწყლდა 2009 წლის 29 ივლისს, აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენი) სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც გაქარწყლებულია ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის წესით, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) - უნდა შთანთქას: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი); საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2011 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა -სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (9 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი), რის შედეგადაც გ. გ-ას უნდა განესაზღვროს - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ. გ-ას შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2011 წლის 3 თებერვლის გათვალისწინებით, მოხდილი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2013 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ-ას თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღის ვადით - უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) - შთანთქას: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი); საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2011 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვითა თავისუფლების აღკვეთა (9 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი), რის შედეგადაც გ. გ-ას განესაზღვროს - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ. გ-ას შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი) სასჯელის ათვლის თარიღის - 2011 წლის 3 თებერვლის გათვალისწინებით, მოხდილი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2013 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ-ას თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღის ვადით ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი