საქმე №ბს-419(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
მესამე პირი (ასკ 16.2.) – ე. მ-ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 16 აგვისტოს მ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 19 აგვისტოს გარდაიცვალა დედამისი - ა. ქ-ა. მისი მოსაზრებით, პაციენტის სიკვდილი გამოიწვია არასათანადო, დაგვიანებულმა მკურნალობამ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს დასჭირდა დედის გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით შპს „რ...ში“, სადაც პაციენტს დაუდგინდა მწვავე ..., ... თანმხლები დაავადებებით. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 23 ნოემბერს გაძნელებული სუნთქვისა და მაღალი ტემპერატურის გამო, პაციენტს კვლავ დასჭირდა ჰოსპიტალიზიაცია, ამჯერად შპს „კ...ში“, სადაც გამოითქვა ...ის ...ის დიაგნოზის ვარაუდი.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მკურნალობის მიზნით მიმართეს შპს „რ...ს“ ტუბ. დაავადებათა განყოფილების ექიმს - ე. მ-ის. თავდაპირველად, ზემოაღნიშნულმა ექიმმა სახლის პირობებში გასინჯა პაციენტი და გასცა ბიოლოგიური მასალის (...ის) აღების რეკომენდაცია, თუმცა მოსარჩელის მითითებით, ავადმყოფის ...ის დაავადების გამო ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის აღება ვერ მოხერხდა. ექიმმა დანიშნა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკური მკურნალობა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. მოსარჩელის მითითებით, რენტგენის სურათზე ექიმმა შენიშნა ... მდგომარეობა, თუმცა მკურნალობის სქემაში ცვლილებები არ შეუტანია, რადგან ივარაუდა, რომ სურათზე გამოსახული ...ის კერები შესაძლოა ადრე გადატანილი დაავადების კვალი ყოფილიყო. მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავს, რომ ექიმმა მას განუმარტა ბიოლოგიური მასალის ანალიზის გარეშე მკურნალობის დანიშვნის შეუძლებლობის შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 7 აგვისტოს პაციენტი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა შპს „რ...ში“ ...ით; ამავე წლის 9 აგვისტოს მოხერხდა ...ის ამოღება, 10 აგვისტოს კი პაციენტი ბინაზე გაეწერა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ანალიზის პასუხის შედეგად დადგინდა ...ის ფაზაში და პაციენტს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. 2018 წლის 18 აგვისტოს პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა „სს ტ...ში“ და ...ით მოთავსდა რეანიმაციაში, მაგრამ ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და პაციენტი გარდაიცვალა.
მოსარჩელის მითითებით, დედის გარდაცვალების შემდგომ მან მიმართა სსიპ დამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელმაც შეისწავლა ა. ქ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხი. შედეგად, გამოვლინდა დარღვევები და დაისვა საკითხი ე. მ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 26 იანვრის №1 სხდომის ოქმით ექიმ ე. მ-ის მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელი არ შეესაბამებოდა საექიმო საქმიანობის დროს გამოჩენილ ე. მ-ის მიერ გამოჩენილ გულგრილობასა და დაუდევრობას.
ამდენად, მოსარჩელემ ექიმ ე. მ-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ „წერილობითი გაფრთხილების“ მიცემის შესახებ პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 26 იანვრის №1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ექიმ ე. მ-ისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედების 6 თვის ვადით შეჩერების განსაზღვრის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ქ-ა გარდაცვლილი ა. ქ-ას შვილი და მისი მემკვიდრე იყო. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომლის თანახმად, 2017 წლის 8 ნოემბერს ა. ქ-ა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტალიზებულ იქნა შპს „რ...ში“. პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, შეტევითი ხასიათის ..., ...ის შეგრძნება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე საავადმყოფოში ა. ქ-ას ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, კონსერვატიული მკურნალობა და 2017 წლის 9 ნოემბერს გაეწერა კლინიკიდან დასკვნითი კლინიკური დიაგნოზით: მწვავე ..., ...; თანმხლები დაავადება: „...ის დაავადება დაუზუსტებელი, ...ის არსებობა“. დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ამბულატორიულად ოჯახის ექიმის მეთვალყურეობაზე. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ასევე, დასტურდება, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს, ა. ქ-ას შვილმა, მ. ქ-ამ შპს „რ...ს“ ექიმ ე. მ-ის მიმართა და განაცხადა, რომ დედამისი დაავადებული იყო „...ის“ დაავადებით. ხშირად აღენიშნებოდა ტემპერატურა - 37,5-37,6 გრადუსი და მოითხოვა ბინაზე მისვლით პაციენტის გასინჯვა.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ქ-ას, ექიმ ე. მ-ის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს და 2017 წლის 4 დეკემბერს ბინაზე ჩაუტარდა კონსულტაციები და დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია. სასამართლომ ასევე უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ეჭვი გამოითქვა ...ზე, კერძოდ, „ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში“ (№963) ექიმ ე. მ-ის ჩანაწერების მიხედვით, პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია, თუმცა ექიმის მიერ დიაგნოზი არ დასმულა, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა საამისოდ აუცილებელი ბიოლოგიური მასალის (...ის) ამოღება. ამავე ჩანაწერების თანახმად, ექიმმა პაციენტის შვილს შესთავაზა მიემართა სამედიცინო დაწესებულებისთვის, სადაც შესაბამისი წესით მოხდებოდა ანალიზისათვის (...ის დიაგნოსტირებისათვის) საჭირო ბიოლოგიური მასალის მოპოვება. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ისტორიის თანახმად, პაციენტი ა. ქ-ა 2018 წლის აგვისტომდე ბინაზე მკურნალობდა ანტიბიოტიკებით და მისი მდგომარეობა პერიოდულად უმჯობესდებოდა. 2018 წლის 18 აგვისტოს 15:50 საათზე, პაციენტი გადაიყვანეს სს „ტ...ში“, სადაც მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, თუმცა უშედეგოდ. 2019 წლის 19 აგვისტოს 11:30 საათზე კონსტატირებულ იქნა პაციენტ ა. ქ-ას ბიოლოგიური სიკვდილი, ხოლო დასკვნით კლინიკურ დიაგნოზად მითიეთითა: „...ის ფაზაში ... (+) დადებითი. ..., დაუზუსტებელი, ...ის გადატანილი ..., ..., ...ის წამყვანის არსებობა, ..., ..., ...ის დაავადება და ...ა“.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს პაციენტის გასინჯვის ფურცელში არსებული ჩანაწერის თანახმად, ა. ქ-ას შვილმა, მ. ქ-ამ უარი განაცხადა ... კვლევაზე; აქვე აღინიშნა, რომ პაციენტის ოჯახის წევრს მედპერსონალთან პრეტენზია არ გააჩნდა, რაც დადასტურდა ხელმოწერით. თუმცა მოსარჩელემ 2019 წლის 15 აპრილს №53467 განცხადებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და განმარტა, რომ პაციენტისათვის დაგვიანებით დაწყებულმა მკურნალობამ (...ის დიაგნოზით) გამოიწვია ა. ქ-ას გარდაცვალება. შესაბამისად, მოითხოვა შპს „რ...ში“ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა.
სააპელაციო პალატის მითითებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, სააგენტომ 2019 წლის 28 ივნისს №02/35260 წერილით მიმართა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და პაციენტ ა. ქ-ას სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზირება მოითხოვა. რეცენზენტისათვის დაისვა შეკითხვა - ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, დროულად დაისვა თუ არა პაციენტისათვის ...ის დიაგნოზი და ხომ არ საჭიროებდა დამატებით კვლევების ჩატარებას. ამავე წერილით ადრესატს გადაეგზავნა პაციენტის სამედიცინო ბარათები. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 28 ივნისის №02/35260 წერილის საფუძველზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - კ. ვ-ეის მიერ 2019 წლის 12 აგვისტოს გაიცა რეცენზია პაციენტ ა. ქ-ას სამედიცინო დოკუმენტაციაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია რეცენზიის დასკვნით ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, რადიოლოგიურად დაუდასტურებელი და პაციენტის ზოგადი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე (რამაც განაპირობა ...ის გაძნელებული და დაგვიანებული ამოღება), რთულად შეფასდა საბოლოო დიაგნოზის დასმა, რამაც განაპირობა პროცესის გვიანი დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობის დაგვიანებით დაწყება. ამავე რეცენზიაში გარკვევითაა მითითება იმის შესახებ, რომ მიუხედავად მკურნალობის დაგვიანებით დაწყებისა, ...ი დასკვნის გარეშე (პაციენტის ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ... კვლევაზე) რთულია ცალსახად ...ური პროცესის როლის შეფასება პაციენტის ლეტალურ გამოსავალში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 26 იანვრის №1 სხდომის ოქმის დანართი №1-ის თანახმად, პაციენტ ა. ქ-ას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: 1. ...ის დიაგნოზის დასმისთვის საჭირო ანალიზი არ ჩატარდა, ვინაიდან პაციენტი ვერ იღებდა ...ს. თუმცა, არ განხორციელდა ...ის გამოყოფის ინდუცირება, ან ... და ...ის ან ...ის გამოკვლევა, აღნიშნულის გამო, რეცენზენტის შეფასებით, მოხდა პროცესის გვიანი დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობის დაგვიანებული დაწყება. 2. 2017 წლის 29 ნოემბერს პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია, თუმცა, სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება დიაგნოზი და ანტიბიოტიკის დანიშვნის აუცილებლობა დადასტურებული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რ...ს“ ექიმ ე. მ-ის (სერტფ. „...“) გამოეცხადა წერილობითი გაფრთხილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ექიმის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის ერთადერთი საშუალება პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა იყო, თუმცა აღნიშნულ კვლევაზე თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი, რაც დასტურდება საქმეში არსებულ შესაბამის დოკუმენტზე მ. ქ-ას ხელმოწერით. სასამართლომ მიუთითა, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული იყო პათოლოგიურ-ანატომიური კვლევის არარსებობით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის პრეტენზია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა გამოყენებული მკურნალი ექიმისათვის პასუხისმგებლობის სახედ სერტიფიკატის 6 თვის ვადით შეჩერება.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ჩაატარა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ჩათვალა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ექიმისათვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემისათვის რაც არსებული ვითარების გათვალისწინებით, მის მიერ განხორციელებული ქმედების პროპორციულ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კანონი არ დაურღვევია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ გამოყენებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს. კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ...ი დასკვნის გარეშე შეუძლებელია ექიმის შეცდომასა და პაციენტის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. კასატორის აზრით, დროული დიაგნოსტირებისა და ეფექტური მკურნალობის უზრუნველსაყოფად ექიმმა არაფერი იღონა. მ. ქ-ა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტისგან ბიოლოგიური მასალის (...ის) ამოღება მოხდა კარდეოლოგიის მედდის მიერ, რაც ადასტურებს მანიპულაციის სიმარტივეს და მიიჩნევს, რომ სახლის პირობებში ექიმის მიერ გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ანალიზის გაკეთება - ბიოლოგიური მასალის მოპოვება და შესაბამისი დიაგნოსტირება. ამდენად, კასატორი მოითხოვს წერილობითი გაფრთხილებაზე მძიმე პასუხისმგებლობის ფორმის გამოყენაბას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ექიმ ე. მ-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ „წერილობითი გაფრთხილების“ მიცემის შესახებ პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 26 იანვრის №1 სხდომის ოქმის კანონიერება და მოპასუხისათვის ექიმ ე. მ-ისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედების 6 თვის ვადით შეჩერების განსაზღვრის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.
კასატორის მითითებით, პაციენტის სამედიცინო შემთხვევაზე გამოვლენილი დარღვევებისათვის ექიმ ე. მ-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ გაფრთხილების გამოყენება არაპროპორციული სანქციაა. კასატორი თვლის, რომ ექიმის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად უნდა განისაზღვროს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება 6 თვის ვადით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 26 იანვრის №1 სხდომის ოქმის დანართი №1-ის თანახმად, პაციენტ ა. ქ-ას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევები; კერძოდ, ...ის დიაგნოზის დასმისთვის საჭირო ანალიზი არ ჩატარდა, ვინაიდან პაციენტი ვერ იღებდა ...ს. თუმცა, არ განხორციელდა ...ის გამოყოფის ინდუცირება, ან ... და ...ის ან ...ის გამოკვლევა. აღნიშნულის გამო, რეცენზენტის შეფასებით, მოხდა პროცესის გვიანი დიაგნოსტირება და შესაბამისად, სწორი მკურნალობა დაგვიანებით დაიწყო. გარდა ამისა, ამავე ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია, თუმცა, სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება დიაგნოზი და ანტიბიოტიკის დანიშვნის აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2018 წლის 19 აგვისტოს პაციენტის გასინჯვის ფურცელში არსებული ჩანაწერის თანახმად, ა. ქ-ას შვილმა, მ. ქ-ამ უარი განაცხადა ... კვლევაზე. აქვე აღინიშნა, რომ პაციენტის ოჯახის წევრს მედპერსონალთან პრეტენზია არ გააჩნდა, რაც დადასტურდა ხელმოწერით. თუმცა მოსარჩელემ 2019 წლის 15 აპრილს №53467 განცხადებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და განმარტა, რომ პაციენტისათვის დაგვიანებით დაწყებულმა მკურნალობამ (...ის დიაგნოზით) გამოიწვია ა. ქ-ას გარდაცვალება. შესაბამისად, მოითხოვა შპს „რ...ში“ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, სააგენტომ 2019 წლის 28 ივნისს №02/35260 წერილით მიმართა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და პაციენტ ა. ქ-ას სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზირება მოითხოვა. რეცენზენტისათვის დაისვა შეკითხვა - ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, დროულად დაისვა თუ არა პაციენტისათვის ...ის დიაგნოზი და ხომ არ საჭიროებდა დამატებით კვლევების ჩატარებას. ამავე წერილით ადრესატს გადაეგზავნა პაციენტის სამედიცინო ბარათები. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 28 ივნისის №02/35260 წერილის საფუძველზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - კ. ვ-ეის მიერ 2019 წლის 12 აგვისტოს გაიცა რეცენზია პაციენტ ა. ქ-ას სამედიცინო დოკუმენტაციაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რეცენზიის დასკვნით ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, რადიოლოგიურად დაუდასტურებელი და პაციენტის ზოგადი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე (რამაც განაპირობა ...ის გაძნელებული და დაგვიანებული ამოღება), რთულად შეფასდა საბოლოო დიაგნოზის დასმა, რამაც განაპირობა პროცესის გვიანი დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობის დაგვიანებით დაწყება. ამავე რეცენზიაში გარკვევითაა აღნიშნული, რომ მიუხედავად მკურნალობის დაგვიანებით დაწყებისა, ...ი დასკვნის გარეშე (პაციენტის ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ... კვლევაზე) რთულია ცალსახად ...ური პროცესის როლის შეფასება პაციენტის ლეტალურ გამოსავალში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ექიმის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის ერთადერთი საშუალება პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა იყო, თუმცა აღნიშნულ კვლევაზე თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი, რაც დასტურდება საქმეში არსებულ შესაბამის დოკუმენტზე მ. ქ-ას ხელმოწერით. საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული იყო პათოლოგიურ-ანატომიური კვლევის არარსებობით, უსაფუძვლოა მოსარჩელის პრეტენზია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მკურნალი ექიმისათვის პასუხისმგებლობის სახედ უნდა გამოყენებულიყო სერტიფიკატის 6 თვის ვადით შეჩერება.
შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ჩაატარა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მართებულად ჩათვალა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ექიმისათვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემისათვის, რაც არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, მის მიერ განხორციელებული ქმედების პროპორციულ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მითითებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხებზე არ არის წარმოადგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა