Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1144 (კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... კლინიკა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 11 აპრილს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...მა კლინიკამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ, მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, პაციენტ ლ.მ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 თებერვლის №10/988 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 14 მარტის №10/1966 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 468 (ოთხას სამოცდარვა) ლარის ანაზღაურების, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... კლინიკის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 თებერვლის №10/988 გადაწყვეტილება, პაციენტ ლ.მ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 მარტის №10/1966 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... კლინიკისთვის №... პროგრამული შემთხვევის ღირებულების - 468 (ოთხას სამოცდარვა) ლარის სრულად ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს, რომელიც 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... კლინიკაში შემდეგი დიაგნოზით: ... კოდი .... - .... პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... კლინიკას მოპასუხემ უარი უთხრა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N-1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა: ჩარევის დასახელება (...) - .... სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულ იქნა ის დიაგნოზი და ჩარევა, რაც მითითებულია ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) და სადავო არ იყო, რომ იგი ნამდვილად ჩაუტარდა პაციენტს, თუმცა ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხე ...ემ მიუთითა, რომ დიაგნოზი ...- ... და ... მოიცავდა მხოლოდ ...ას. ...ის მიდამო არ შედიოდა ... კოდის შემადგენლობაში.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ... დიაგნოზი - ...-... და ..., მოიცავს მხოლოდ ...ს, ...ს და ...ს. პალატის შეფასებით, დასაბუთებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ანატომიურად „კიდური“ გულისხმობს როგორც ზედა, ისე ...ას სრულად (ზედა კიდური ..., ..., ..., ..., და ...,. ... - ..., ..., ..., ..., , დიდი ..., მცირე ..., ..., ...) და ... დიაგნოზი - ... კოდის შენიშვნაში მითითებული ლოკაციები (..., ... და ...) არის მხოლოდ კოდის დამატებითი განმარტება და მიუთითებს იმაზე, რომ გარდა ზედა/...ისა, თუ აბსცესი მოიცავს ...ას, ...ას და ...ას, ამ შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული კოდი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით პაციენტს მარჯვენა ...ის არეში აღენიშნებოდა შესიება, შეშუპება, შესაბამისად. ქირურგიული ჩარევაც ჩაუტარდა ...ის არეში. ... კლასიფიკატორი: … ... და ... მოიცავს ...ას. ...ას, ...ას, ...ის მიდამო არ შედის ... კოდის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, პროგრამულ შემთხვევას N... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას" დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას, რომ კოდის შენიშვნაში დასახელებული დაავადების ლოკალიზაციები არ გამორიცხავს სხვა ლოკალიზაციის დაზიანებისთვის მის გამოყენებას, რადგან გარდა კლასიფიკატორის ინსტრუქციისა და განმარტებებისა, ლოგიკურადაც, იმ შემთხვევაში, თუ კოდი მოიცავს ნოზოლოგიის/დაზიანების ყველა ლოკალიზაციას, მაშინ საჭირო არ გახდებოდა კოდის შენიშვნაში დაზიანების ლოკალიზაციის მითითება. ამასთან, აღინიშნა, რომ ...-ის ჩამონათვალი მოიცავს სახის, კისრის, ტორსის და ა.შ. ლოკალიზაციას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ როგორც სხვა, ისე ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ... კლასიფიკატორის სტრუქტურა სწორედ ნოზოლოგიებისა და მათი ლოკალიზაციის მიხედვით არის დალაგებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს პაციენტ ლ.მ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 თებერვლის №10/988 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 14 მარტის №10/1966 გადაწყვეტილებების კანონიერება, ასევე, კასატორისთვის №... პროგრამული შემთხვევის ღირებულების - 468 (ოთხას სამოცდარვა) ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პაციენტი ლ.მ-ე წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს (ასაკი - 0-5 წლის (ჩათვლით)), რომელიც 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... კლინიკაში შემდეგი დიაგნოზით: ... კოდი .... - .... პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... კლინიკას მოპასუხემ უარი უთხრა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N-1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით. კერძოდ, კლინიკის მიერ არასწორად იქნა გამოყენებული ... კლასიფიკატორის კოდი. პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა ...ის არეში, დიაგნოზად მიეთითა - ... კოდი: ...- ... და ..., რომელიც მოიცავს ...ას, ხოლო ...ის მიდამო არ შედის ... კოდის შემადგენლობაში.

საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა: ჩარევის დასახელება (...- .... სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულ იქნა ის დიაგნოზი და ჩარევა, რაც მითითებული იყო ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100-ში). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე სადავოდ არ გამხდარა გაწეული მომსახურების საჭიროება, მოცულობა და ხარისხი. ანაზღაურებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მოპასუხე ...ემ მიუთითა, რომ დიაგნოზი ...-... და ... მოიცავს მხოლოდ ...ას, ხოლო ...ის მიდამო არ შედის ... კოდის შემადგენლობაში.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-10 მუხლის (პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია) თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (... -10) შესაბამისად.

...-10 კლასიფიკატორი (დამტკიცებულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით №92/ნ, 12.04.2010 წ.) ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - https://classifications.moh.gov.ge/Classification.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ ..., ... და ...ის კოდია - ... ამასთან, მოცემული კოდის ჩაშლილი, ქვეკოდებია - ... ..., ... და ...; ... ..., ... და ...; .... .., ... და ...; .... .., ... და ...; ... ... და ...; ......, სხვა ლოკალიზაციის ... და ...; ..., ... და ..., დაუზუსტებელი.

მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ვინაიდან, პაციენტს სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა ...ზე - ...ზე, ...ის არეზე, მართებულად იქნა მისადაგებული ...-10 კლასიფიკატორის ... კოდი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ... კოდის შემადგენლობაში შენიშვნის სახით მითითებულია ..., ... და ..., არ გამორიცხავდა აღნიშნული კოდის ...ზე, ...ზე ჩატარებულ პროცედურასთან მისადაგებას. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ...ის მითითებას, რომ ... დიაგნოზი - ...-... და ..., მოიცავს მხოლოდ ...ის, ...ის და ...ის, რადგან კიდური ანატომიურად გულისხმობს როგორც ზედა ასევე ...ას, რომელსაც, თავის მხრივ, წარმოადგენს .... შესაბამისად, ამ საფუძვლით სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმაც კანონშეუსაბამოა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო, ალტერნატიული კვალიფიციური პოზიცია, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა კლასიფიკატორის კოდის არასათანადო მისადაგებას, კასატორს არ წარმოუდგენია არც სადავო აქტებში და არც საქმის სასამართლოში განხილვისას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ვერ უზრუნველყო, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების სათანადოდ დასაბუთება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობისა და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.11.2024წ. საგადახდო მოთხოვნა №31235-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე