Facebook Twitter

№ბს-745(კ-23) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ... საგადასახადო მოთხოვნა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ... საგადასახადო მოთხოვნა; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა ...; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 19 აგვისტოს №24666 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...-ის“ მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სს ,,...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ... საგადასახადო მოთხოვნა; 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ... საგადასახდო მოთხოვნა; 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა ...; 2020 წლის 16 ივნისის სერია ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 2020 წლის 19 აგვისტოს №24666 ბრძანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორის მითითებით საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს №... (...; 07.10.2017) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შპს „...ის“ (ს/ნ...) მიერ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი ( ... „...“ 40%-იანი: 0.5 ლ.-იანი 5 000 ..., 0.7ლ.-იანი 11 000 ...) შენახულ იქნა სს „...-ის“ (ს/ნ...) საბაჟო საწყობში ( ... ... ). დასაწყობებული საქონლის ნაწილი დეკლარანტის მიერ 2017-2018 წლებში ეტაპობრივად 12 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეულ იქნა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში. დასაწყობებული საქონლის ნაშთზე ( ... „...“ 40%-იანი: 0.5ლ.-იანი 12 ..., 0.7ლ.-იანი 675 ... ) საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, 2020 წლის 25 თებერვალს შპს „...ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადად განესაზღვრა 10 დღე. აღნიშნული შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვალა 2020 წლის 21 აპრილს. ვინაიდან შეტყობინებით ნაკლოვანების აღმოფხვრისთვის მიცემულ ვადაში შპს „...ის“ მიერ საქონლის ნაშთზე კვლავ არ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობები, 2020 წლის 29 მაისს, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „...ის“ უფლებამოსილი პირისა და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, საბაჟო საწყობში დათვალიერდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები. დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი (... „... “ 40%-იანი: 0.5ლ.-იანი 12 ... და 0.7ლ.-იანი 216 ... ). აგრეთვე, დათვალიერებისას აღმოჩენილია სხვა საქონელი (... „... “ 40%-იანი 0.7ლ.-იანი 36 ...). გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 2020 წლის 11 ივნისს, შპს „...ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა სოლიდარულად ასევე დაეკისრა სს „...-საც“ (ს/ნ...) და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 1 522 ლარის ოდენობით. ამასთან, სს „...-ის“ (ს/ნ...) მიმართ გამოცემულ იქნა №... საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც საბაჟო საწყობს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ – 306 ლარი, აქციზი – 943 ლარი, იმპორტის გადასახადი – 273 ლარი) და საურავი 1,52 ლარის ოდენობით.

2015 წლის 5 ნოემბერს შპს „პ...ის“ (ს/ნ...) მიერ №... (...; 05.11.2015) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი (... „ ...“ (...) 40%-იანი 0,5 ლ.-იანი – 10 000 ... , „...“ (...) 40%-იანი 0,7 ლ.-იანი – 1 872 ... და ... „...” 38%-იანი 0,75 ლ.-იანი – 960 ... ) შენახულ იქნა სს „...-ის” (ს/ნ...) საბაჟო საწყობში ( ... ... ). დასაწყობებული საქონლის ნაწილი დეკლარანტის მიერ 2015-2016 წლებში 4 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეულ იქნა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ხოლო დასაწყობებული საქონლის ნაშთზე ( ... “...” (...) 40%-იანი 0,5 ლ.-იანი – 6 900 ... , “...” (...) 40%-იანი 0,7 ლ.-იანი – 1 592 ... და ... „...” 38%-იანი 0,75 ლ.-იანი – 706 ... ) საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები არ განხორციელებულა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, 2020 წლის 28 თებერვალს შპს „პ...ას“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადად განესაზღვრა 10 დღე. აღნიშნული შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვალა 2020 წლის 13 მაისს. ვინაიდან შეტყობინებით ნაკლოვანების აღმოფხვრისთვის მიცემულ ვადაში შპს „პ...ის“ მიერ საქონლის ნაშთზე კვლავ არ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობები, 2020 წლის 4 ივნისს საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი პირისა და სს „...-ის” (ს/ნ...) წარმომადგენლის მიერ საბაჟო საწყობში დათვალიერდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები. დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი ( ... ...” (...) 40%-იანი 0,7 ლ.-იანი – 17 ...). გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, 2020 წლის 11 ივნისს, შპს „პ...ას“ დაეკისრა პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა სოლიდარულად ასევე დაეკისრა მოსარჩელესაც და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 116 ლარის ოდენობით. ამასთან, სს „...-ის” (ს/ნ...) მიმართ გამოცემულ იქნა №... საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც საბაჟო საწყობს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ – 27 ლარი, აქციზი – 71 ლარი, იმპორტის გადასახადი – 18 ლარი) და საურავი 2,36 ლარის ოდენობით.

2012 წლის 27 დეკემბერს შპს „K...-ის” (ს/ნ...) მიერ №... (...; 27.12.2012) სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი ( ... 0,75 ლ.-იანი – 4 802 ..., ... 0,375 ლ.-იანი 3600 ... და ... 0,18 ლ.-იანი – 7 200 ...) შენახულ იქნა მოსარჩელის საბაჟო საწყობში ( ... ... ). დასაწყობებული საქონლის ნაწილი დეკლარანტის მიერ 2013 წელს 4 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეულ იქნა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ხოლო დასაწყობებული საქონლის ნაშთზე ( ...0,75 ლ.-იანი – 4 406 ..., ... 0,375 ლ.-იანი – 3 398 ... და ... 0,18 ლ.-იანი – 6 984 ... ) საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები არ განხორციელებულა. 2020 წლის 28 თებერვალს შპს „K...-ს” დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადად განესაზღვრა 10 დღე. აღნიშნული შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვალა 2020 წლის 20 აპრილს. ვინაიდან შეტყობინებით ნაკლოვანების აღმოფხვრისთვის მიცემულ ვადაში შპს „K...-ის” მიერ საქონლის ნაშთზე კვლავ არ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობები, 2020 წლის 4 ივნისს საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი პირისა და სს „...-ის” (ს/ნ...) წარმომადგენლის მიერ საბაჟო საწყობში დათვალიერდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები. დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი (... 0,75 ლ.-იანი – 2 ..., ...0,375 ლ.-იანი – 3 ... და ... 0,18 ლ.-იანი – 6 ...). გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, 2020 წლის 11 ივნისს, შპს „K...-ს” დაეკისრა პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა სოლიდარულად ასევე დაეკისრა მოსარჩელესაც და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 71 ლარის ოდენობით. ამასთან, სს „...-ის” მიმართ გამოცემულ იქნა №... საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც საბაჟო საწყობს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ – 48 ლარი, აქციზი – 18 ლარი, იმპორტის გადასახადი – 5 ლარი) და საურავი 7,31 ლარის ოდენობით.

კასატორის განმარტებით, სს „...-მა”, როგორც საბაჟო საწყობმა, განსახილველ სამივე შემთხვევაში ვერ გამორიცხა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობა. გამომდინარე აქედან, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი პირის მიერ მოსარჩელის მიმართ შედგენილ იქნა №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობს დაეკისრა პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას აფუძნებს იმ არგუმენტაციას, რომ მხოლოდ დანაკლისის აღმოჩენა არ არის თვითკმარი საბაჟო საწყობისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, არამედ აუცილებლობად მიიჩნევს საბაჟო ორგანომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დანაკლისის წარმოშობის ბრალეულობა, ანუ უშუალოდ საბაჟო საწყობის მიერ ან მისი ხელშეწყობით მოხდა თუ არა საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, საყურადღებოა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება იწვევს დაჯარიმებას. ამდენად, აღნიშნული მუხლის დეფინიციაში არ არის შემოტანილი ბრალეულობის ცნება (ვისი ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება), როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს. აღნიშნული მუხლი კონცენტრირებულია სწორედ დამდგარ შედეგზე. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ უარყოფს დანაკლისის არსებობის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ ვინაიდან საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია ვისი ბრალეული ქმედების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, ამიტომ სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა საბაჟო დეპარტამენტმა უნდა უგულებელყოს და გამოვლენილ დანაკლისზე რეაგირება არ უნდა ჰქონდეს. აღნიშნული განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთი სრულად გადატანილია საგადასახადო ორგანოზე, ვინაიდან სწორედ საგადასახდო ორგანოს ავალდებულებს ბრალეულობის დადგენას, თუმცა რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება, ბუნდოვანია. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის სამართლებრივი ბერკეტი, რაც საგადასახადო ორგნოს გააჩნია დანაკლისის წარმოშობის ბრალეულობის დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში სწორედ საბაჟო საწყობს უნდა წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია თუ მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა ადმინისტრაციულ ორგანოს/სასამართლოს, რომ იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, შემუშავებული ჰქონდა საკონტროლო სისტემა, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა საწყობში განთავსებული საქონლის უკანონოდ განკარგვას, დაკარგვასა და დაზიანებას. ამრიგად მტკიცების ტვირთი, რომ საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი საკუთარ უფლებამოსილებას ნამდვილად ახორციელებდა, სწორედ მას აწევს.

საბაჟო ნებართვის მფლობელის მხრიდან ვერ დასტურდებოდა, რომ მან მართლაც მიიღო შესაბამისი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა საწყობში განთავსებული საქონლის სათანადოდ აღრიცხვასა და დაცვას. ამრიგად, საწყობის საქმიანობის მფლობელი ვალდებული იყო შეემუშავებინა სათანადო საკონტროლო სისტემა, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა საწყობში საქონლის სათანადოდ აღრიცხვა, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა წარმოშობილ დანაკლისის არსებობას. გარდა ამისა, საბაჟო საწყობმა მიიღო და ჩაიბარა საქონელი, შესაბამისად, სწორედ მას უნდა ეკონტროლებინა რა რაოდენობის საქონლის დასაწყობება ხდებოდა მათ კუთვნილ ტერიტორიაზე.

სს „...-ის“ მიერ წარმოდგენილია საბაჟო დეკლარაციები, სადაც დეტალურად არის ასახული თუ რა ოდენობისა და სახეობის პროდუქცია იქნა შემოტანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მითითება არის გაკეთებული ასევე ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც. დეკლარირების დოკუმენტში მითითებულია სს „...-ის“ საწყობში განთავსებული პროდუქციის რაოდენობა, იმავე დოკუმენტში აღნიშნულია ბოთლების ოდენობა და დასაწყობებული საქონლის წონაც (ბრუნო და ნეტო). ამდენად, შეფუთული პროდუქციის აღრიცხვის განხორციელება თავისუფლად იყო შესაძლებელი. საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელი პირი ვალდებულია, შეიმუშაოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საქონლის სათანადოდ აღრიცხვას, დაცვას და შენახვას. ამრიგად, საბაჟო საწყობის მოსაზრება (რომელიც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც), თითქოსდა მისთვის, როგორც საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელისთვის, საბაჟო საწყობის ოპერირებისას შეუძლებელი იყო შეფუთული საქონლის ინდივიდუალური დათვლა და აღრიცხვა, არის უსაფუძვლო. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ დანაკლისის დადგომასთან და შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი, რომლის დისპოზიცია მოიცავს „განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებას“. ამდენად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შესაძლებლობა საერთოდ არ არის რელევანტური აღნიშნული მუხლის გამოყენებისთვის. მითითებული საკანონმდებლო ნორმა მოიცავს დაკარგვა ან განადგურებასაც, რაც თავისი არსით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას არ გულისხმობს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 26 თებერვლის №21-10-21/22886 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ მის მიერ №... / ... 07/10/2017 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ საქონელს სს „...-ის“ საბაჟო საწყობში შენახვის ვადად განესაზღვრა 2019 წლის 7 ოქტომბერი. ვინაიდან შპს-ს მიერ დარღვეულ იქნა საბაჟო პროცედურის პირობები, კერძოდ, აღნიშნულ ნაშთზე არ განსაზღვრულა სხვა საბაჟო პროცედურა ან რეექსპორტი, 2020 წლის 25 თებერვალს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმი სერია №.... ამავე მიმართვით კომპანიას განესაზღვრა 10 დღის ვადა საბაჟო საწყობის პროცედურების დასასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. (ტ.1, ს.ფ 229); 2020 წლის 29 მაისს შედგენილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის თანახმად, დათვალიერებულ იქნა საბაჟო საწყობის „...-ს“ ტერიტორიაზე შპს „...ის“ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები (... /... 07/10/2017). დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ... „... “, 0,7-ლიტრიანი, დარჩენილი რაოდენობა 675 ..., ფიზიკური ნაშთი 459 ... (ტ.1, ს.ფ. 228); სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №15357 ბრძანებით შპს „...ის“ კუთვნილი საქონელი - ... : „... “, 0,7 ლიტრიანი, 459 ... , „... “, 0,7-ლიტრიანი, 36 ..., რომლებიც განთავსებულია სს „...-ის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში. (ტ.1, ს.ფ. 231-232); სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივნისის სერია №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სს „...-ს“ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 1522 ლარი.(ტ.1. ს.ფ. 225); სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 16 ივნისს შედგენილი №... საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საბაჟო გადასახდელები და საურავი, სულ 1523,52 ლარი (ტ.1, ს.ფ. 226-227); ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 4 მარტის №21-10-21/27106 წერილით შპს „პ...ას“ ეცნობა, რომ მის მიერ ... /... 05/11/2015 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ საქონელს სს „...-ის“ საბაჟო საწყობში შენახვის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 14 ივლისი. ვინაიდან შპს-ს მიერ დარღვეულ იქნა საბაჟო პროცედურის პირობები, კერძოდ, აღნიშნულ ნაშთზე არ განსაზღვრულა სხვა საბაჟო პროცედურა ან რეექსპორტი, 2020 წლის 28 თებერვალს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმი სერია №... შპს-ს წერილით განესაზღვრა 10 დღის ვადა საბაჟო საწყობის პროცედურების დასასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები(ტ.1, ს.ფ 239); 2020 წლის 4 ივნისს შედგენილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის თანახმად, დათვალიერებულ იქნა საბაჟო საწყობის „...-ის“ ტერიტორიაზე შპს „პ...ას“ ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები (... /... 05/11/2015). დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა: 1) ... „ ...“, 38%, 0,75-ლიტრიანი, რაოდენობა 706 ..., ფიზიკური ნაშთი 707 .... 2) ... ...” (...) 40%-იანი 0,7 ლ-იანი, რაოდენობა 1592 ..., ფიზიკური ნაშთი 1552 ..., დაზიანებული 23 ... (დანაკლისი 17 ... ). 3) ... ...” (...) 40%-იანი 0,5 ლ-იანი, რაოდენობა 6900 ..., ფიზიკური ნაშთი 6900 ... (ტ.1, ს.ფ 237-238); სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №15516 ბრძანებით შპს „პ...ის“ საქონელი - ... „...“, 38%, 0,75-ლიტრიანი, 707 ... და ... ...” (...) 40%-იანი 0,5 ლ-იანი, რაოდენობა 6900 ..., რომლებიც განთავსებულია სს „...-ის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში (ტ.1, ს.ფ. 241-242); სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივნისის სერია №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სს „...-ს“ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 116 ლარი (ტ.1, ს.ფ 233-234); სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 16 ივნისს შედგენილი №... საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საბაჟო გადასახდელები და საურავი, სულ 118,36 ლარი (ტ.1, ს.ფ. 235-236); გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 28 თებერვლის №21-10-21/25240 წერილით შპს „K...-ს” ეცნობა, რომ მის მიერ ... /... 27/12/2012 საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ საქონელს სს „...-ის” საბაჟო საწყობში შენახვის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 14 ივლისი. ვინაიდან შპს-ს მიერ დარღვეულ იქნა საბაჟო პროცედურის პირობები, კერძოდ, აღნიშნულ ნაშთზე არ განსაზღვრულა სხვა საბაჟო პროცედურა ან რეექსპორტი, 2020 წლის 28 თებერვალს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმი სერია №... ამავე წერილით კომპანიას განესაზღვრა 10 დღის ვადა საბაჟო საწყობის პროცედურების დასასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.(ტ.1, ს.ფ 248); 2020 წლის 4 ივნისს შედგენილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის თანახმად, დათვალიერებულ იქნა საბაჟო საწყობის „...-ის“ ტერიტორიაზე შპს „K...-ის“ ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები (... /... 27/12/2012). დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა: 1. ..., 0,75-ლიტრიანი, დარჩენილი რაოდენობა 4406 ..., ფიზიკური ნაშთი 4404 ...; 2. ..., 0,375-ლიტრიანი, დარჩენილი რაოდენობა 3398 ..., ფიზიკური ნაშთი 3395 ...; 3. ..., 0,18-ლიტრიანი, დარჩენილი რაოდენობა 6984 ..., ფიზიკური ნაშთი 6978 .... (ტ.1, ს.ფ 246-247); სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №15360 ბრძანებით შპს „K...-ის“ საქონელი: 1. ..., 0,75-ლიტრიანი, 4404 ...; 2. ..., 0,375-ლიტრიანი, 3395 ...; 3. ..., 0,18-ლიტრიანი, 6978 ..., რომლებიც განთავსებულია სს „...-ის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში (ტ.1, ს.ფ. 251-252); სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივნისის სერია №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სს „...-ს“ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 71 ლარი. (ტ.1, ს.ფ. 243); სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 16 ივნისს შედგენილი სერია №... საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საბაჟო გადასახდელები და საურავი, სულ 78,31 ლარი (ტ.1, ს.ფ. 244-245); დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივნისის სერია №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სს „...-ს“ სსკ-ის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 253-254); ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 19 აგვისტოს ბრძანებით სს „...-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 262-268); ვ) შპს „K...-ის“ მიერ 2012 წლის 27 დეკემბერს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, რომლის მიხედვითაც, შემოტანილ იქნა საზღვაო ტრანსპორტით ... ... ..., მათ შორის 0,75-ლიტრიანი 4802 ..., 0,375-ლიტრიანი, 3600 ..., 0,18-ლიტრიანი, 7200 ... (სულ 6247,5 ლიტრი, ა/ა 2673,93 ლ). საწყობის დასახელება ... ... (ტ.1, ს.ფ 65); ზ) შპს „... ის“ მიერ 2017 წლის 7 ოქტომბერს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, რომლის მიხედვით შემოტანილ იქნა სახმელეთო ტრანსპორტით ... 0,5 ლიტრიანი 40%-იანი 5000 ..., 0,7-ლიტრიანი 40%-იანი 11000 ... ... “. საწყობის დასახელება ... ... (ტ.1, ს.ფ 89); თ) შპს „პ...ას“ მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, რომლის მიხედვით შემოტანილ იქნა საზღვაო ტრანსპორტით ..., ... .... საწყობის დასახელება ... ... (ტ.1, ს.ფ 147); ი) 2020 წლის 24 ნოემბერს შედგენილი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავი მოძრავი ქონების მიღების შესახებ აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომელისაგან მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება: ...: „...“, 0,7-ლიტრიანი, 459 ..., „...“, 0,7-ლიტრიანი, 36 ... (ტ.1. ს.ფ. 291). 2020 წლის 26 ნოემბერს შედგენილი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავი მოძრავი ქონების მიღების შესახებ აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომელისაგან მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება: ......: 1. 0,75-ლიტრიანი, ... (4 გატეხილი); 2. 0,375-ლიტრიანი, ...; 3. 0,18-ლიტრიანი, ... (ტ.1, ს.ფ 289). 2020 წლის 27 ნოემბერს შედგენილი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავი მოძრავი ქონების მიღების შესახებ აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომელისაგან მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება: მათ შორის ... „...“, 38%, 0,75-ლიტრიანი, ... (ტ.1, ს.ფ. 290).

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმის გამო, რომ შპს „K...-ის“, შპს ,,...ის“ და შპს ,,პ...ას“ კუთვნილი საქონლის დათვალიერების მომენტში, დოკუმენტურად აღრიცხულ და საქონლის ფაქტობრივად არსებული ნაშთს შორის იყო სხვაობა (არსებობდა დანაკლისი).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა (საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა) და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება) არსებობა. სწორედ ამიტომ, გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობასა და ფაქტობრივად არსებული საქონლის ოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას, არამედ არის შემოსავლების სამსახურის მიერ შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი. კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს დანაკლისი გამოწვეული იყო თუ არა შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებით ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევით, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემდგომ, - გამოიწვია თუ არა მან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ამდენად, სს „...-ის“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტისა და მისთვის გადასახადის დარიცხვის მართლზომიერად მიჩნევის დასადასტურებლად, აუცილებელია როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგენა.

ზემოაღნიშნული კოდექსის 176-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობისას თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებულ საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციაზე (დანართი №9), რომლის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია: ა) ბუნებრივი ცვეთით; ბ) შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით; გ) საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, სასაქონლო სახის/მდგომარეობის გაუმჯობესების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის გადამოწმებისას გამოვლინდა სხვაობა დოკუმენტურად აღრიცხულ და ფაქტობრივად არსებულ საქონლის რაოდენობას შორის, თუმცა საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მხოლოდ დანაკლისის აღმოჩენა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების უპირობო და საკმარისი საფუძველი. დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია ადგილი ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას - უშუალოდ მოსარჩელის მიერ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამასთან, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით ყურადღების გამახვილებას იმ ფაქტზე, რომ საწყობის მიერ საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მესაკუთრისთვის არის ზიანის მომტანი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ტვირთის მესაკუთრეების მხრიდან რაიმე პრეტენზიის წარდგენა საბაჟო საწყობის მიმართ, მათ მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქონლის დაკარგვა, საქონლის არაუფლებამოსილი ორგანოსათვის გაცემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 176-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე