№ბს-780(2კ-23) 20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ლ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ლ...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 18 აგვისტოს №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 23 აგვისტოს №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის №29274 ბრძანება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება №6987/2/2018 საჩივარზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ლ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 18 აგვისტოს №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 23 აგვისტოს №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის №29274 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება №6987/2/2018 საჩივარზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
4.1 კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „...ს“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა შპს „დ...ს“ (ს/ნ ...) კუთვნილი საქონლით (...ები) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით ...), რომელზეც გამოიწერა №21135/69003 აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საგადასახადო ორგანოდ განესაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „...“. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სს „ლ...-ის“ საბაჟო საწყობში გამოცხადების შემდეგ, შპს „დ...ს“ მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს წარდგენილ იქნა №.../11111 დროებით შენახვის განაცხადი და საქონელი მთლიანად შენახულ იქნა საბაჟო საწყობში.
2017 წლის 25 სექტემბერს შპს „დ...მ“ №... განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისს“ და მოითხოვა №.../11111 დროებითი შენახვის განაცხადში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, მითითებული ...ების (...) რაოდენობის შემცირება - 205 ყუთის (112500 კოლოფი) ნაცვლად - 180 ყუთით (100000 კოლოფი). აღნიშნული დანაკლისის მტკიცებულებად კი, წარმოდგენილ იქნა გამომგზავნი კომპანიის (...-...) წერილი და სს „ლ...-ის“ აქტი. ვინაიდან ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვერ დადასტურდა წარმოდგენილი დოკუმენტებით და დამატებით მოპოვებული მასალებით, საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 5 დეკემბრის №21-10/184038 წერილით ექსპორტიორი ქვეყნიდან (...) გამოთხოვილ იქნა დანაკლისის თაობაზე ინფორმაცია და მასალები. 2018 წლის 13 აგვისტოს ...ს საბაჟო სამსახურიდან მიღებულ იქნა №... საპასუხო წერილი, რომლითაც წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად არ დადასტურდა დანაკლისის თაობაზე ინფორმაცია. ამასთან, 2017 წლის 11 ოქტომბრის №21-10/153779 წერილით საბაჟო დეპარტამენტმა მიმართა სს „ლ...-ს“ და მოითხოვა სს „ლ...-ის“ საბაჟო საწყობში შპს „დ...ს“ სახელზე დროებითი შენახვის განაცხადით განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანა/განთავსების ვიდეოჩანაწერების წარდგენა, რაც „ლ...-ის“ მიერ არ შესრულებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ლ...-ის“ (...) მიმართ, საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის (...ი „...” – 25 ყუთი) უკანონოდ განკარგვის გამო, 2018 წლის 18 აგვისტოს შედგენილ იქნა №... და №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სს „ლ...-ს“ და შპს „დ...ს“ სოლიდარულად დაეკისრათ პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 48 394 ლარის ოდენობით. ასევე, 2018 წლის 18 აგვისტოს გამოიცა №11111/73 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, შპს „დ...ს“ გადასახდელად დაერიცხა 51 742.15 ლარი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 2018 წლის 23 აგვისტოს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „ლ...-ს“ (ს/ნ ...) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
სს „ლ...“ არ დაეთანხმა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 6 სექტემბერს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 ოქტომბრის №29274 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში 2018 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 6 თებერვლის №6987/2/2018 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სს „ლ...-ის“ განმარტებით, დანაკლისის შესახებ მხარემ იმავე დღეს აცნობა საბაჟო დეპარტამენტს, ასევე წარუდგინა გამომგზავნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ჩატვირთვისას მოხდა შეცდომა და ტვირთი თავიდანვე დანაკლისით გამოიგზავნა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსთხოვა ვიდეოჩანაწერების წარდგენა და აღნიშნული წერილის მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 13 ოქტომბერს საბაჟო დეპარტამენტს სს „ლ...-ის“ მიერ გაეგზავნა წერილი №35817-4/S, რომელიც შემოსავლების სამსახურის კანცელარიაში გატარებულია ნომრით 245244/21-10. აღნიშნული წერილი შეიცავდა ისეთი სახის ინფორმაციას ზემოხსენებული ტვირთის შესახებ, როგორიცაა, ტვირთის განთავსების ადგილი და საწყობის ნომერი. გადასახადის გადამხდელმა წერილს დაურთო CD-დისკი გარკვეული ვიდეოჩანაწერით.
საბაჟო დეპარტამენტის სახელზე სს „ლ...-მა“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა ორი წერილი. პირველი წერილის (2017 წლის 22 სექტემბრის №33017-4/5) თანახმად, 2017 წლის 22 სექტემბერს დასაწყობდა შპს „დ...ს“ კუთვნილი საქონელი -.... დროებითი შენახვის განაცხადის ნომერი ... 22/09/2017წ. საქონლის გამომგზავნი ... ..., სასაქონლო პარტია დასაწყობდა №302 საკანში, დასაწყობების დროს განხორციელბული სატვირთო ოპერაციისას დაფიქსირებულია დანაკლისი: ინვოისის №... 20/09/17 წ. პირველი პოზიცია ... ინვოისში მითითებული 205 ყუთი არის 180 ყუთი, აკლია 25 ყუთი. მეორე წერილის (2017 წლის 13 ოქტომბრის №35817-4/5) თანახმად, წარდგენილია შპს „დ...ს“ მიერ 2018 წლის 22 სექტემბერს დროებითი შენახვის განაცხადის .../11111 22/09/2017წ. საქონლის (...ს) დასაწყობების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. საქონელი დასაწყობებულია საბაჟო საწყობის მე-3 სექციის სათავსში №302. ვიდეოჩანაწერზე საქონლის შეტანა იწყება 10:35 საათიდან 11:30 საათამდე.
საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 5 ნოემბრის №124762-21-10 წერილის თანახმად: ა) 2017 წლის 25 სექტემბერს შპს „დ...მ“ №... განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „...ს“ და მოითხოვა №.../11111 დროებით შენახვის განაცხადში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, მითითებული ...ების (...) რაოდენობის შემცირება - 205 ყუთის (112500 კოლოფი) ნაცვლად - 180 ყუთით (100000 კოლოფი). აღნიშნული დანაკლისის მტკიცებულებად კი, წარმოდგენილ იქნა გამომგზავნი კომპანიის (...-...) წერილი და სს „ლ...-ის“ აქტი. ვინაიდან ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვერ დადასტურდა წარდგენილი დოკუმენტებით და დამატებით მოპოვებული მასალებით, საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 5 დეკემბრის №N1-10/184038 წერილით ექსპორტიორი ქვეყნიდან (...) გამოთხოვილ იქნა დანაკლისის თაობაზე ინფორმაცია და მასალები. 2018 წლის 13 აგვისტოს ...ს საბაჟო სამსახურიდან მიღებული (შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის ნომერი ...) საპასუხო წერილით არ დადასტურდა დანაკლისის თაობაზე ინფორმაცია და საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა სწორედ ზემოაღნიშნული წერილით; ბ) 2017 წლის 11 ოქტომბრის №21-10/153779 წერილით საბაჟო დეპარტამენტმა მიმართა სს „ლ...-ს“ და ითხოვა სს „ლ...-ის“ საბაჟო საწყობში შპს „დ...ს“ სახელზე დროებითი შენახვის განაცხადით განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანა/განთავსების ვიდეოჩანაწერების წარდგენა, რაც „ლ...-ის“ მიერ არ შესრულებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ლ...-ს“ (...) საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის (... „...” – 25 ყუთი) უკანონოდ განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების და სანებართვო პირობის დარღვევის გამო დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 და 290-ე მუხლის პირველი ნაწილებით.
სს „ლ...-სთვის“ წარდგენილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №21-10/153779 წერილის მიხედვით, მოთხოვნილია უმოკლეს ვადაში სს „ლ...-ის“ საბაჟო საწყობში (...) შპს „დ...ს“ სახელზე (.../11111; 2017 წლის 22 სექტემბერი) დროებითი შენახვის განაცხადით განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანა/განთავსების ვიდეოჩანაწერები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით სს „ლ...-ის“ მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერი არ შეიცავდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერის წარდგენა.
ამასთან, სს „ლ...-ის“ წარმომადგენლის განმარტებით 2018 წლის 18 აგვისტოს №... სამართალდარღვევის ოქმის თანახმად სს „ლ...-ს“ დაეკისრა ჯარიმა 48 394 ლარის ოდენობით, ამასთან იგივე ჯარიმა სოლიდარულად გამოიწერა შპს „დ...ზე“ (2018 წლის 18 აგვისტოს №... სამართალდარღვევის ოქმი), რომელიც დღეისათვის სრულად არის გადახდილი და აღნიშნულ ნაწილში ჯარიმა გაუქმებულია. აღნიშნულის მიუხედავად მხარე მაინც ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 18 აგვისტოს №... და №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას. ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ წარმოშობილი სოლიდარული პასუხისმგებლობა შესრულებულია მეორე პირის (შპს „დ...ს“) მიერ მთლიანად, სს „ლ...-ს“ ათავისუფლებს სადავო 2018 წლის 18 აგვისტოს №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან, თუმცა იგი ვერ გახდება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.
4.2. კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „...ს“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა შპს „დ...ს“ (ს/ნ ...) კუთვნილი საქონლით (...ები) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით ...), რომელზეც გამოიწერა №21135/69003 აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საგადასახადო ორგანოდ განესაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „...“. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სს „ლ...-ის“ საბაჟო საწყობში გამოცხადების შემდეგ, შპს „დ...ს“ მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს წარდგენილია .../11111 დროებით შენახვის განაცხადი და საქონელი მთლიანად შენახულია საბაჟო საწყობში. 2017 წლის 25 სექტემბერს შპს „დ...მ“ №... განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა „...ს“ და მოითხოვა №.../11111 დროებით შენახვის განაცხადში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, მითითებული ...ების (...) რაოდენობის შემცირება - 205 ყუთის (112500 კოლოფი) ნაცვლად - 180 ყუთით (100000 კოლოფი). აღნიშნული დანაკლისის მტკიცებულებად კი, წარადგინა გამომგზავნი კომპანიის (...-...) წერილი და სს „ლ...-ის“ აქტი. ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაციის სისწორე ვერ დადასტურდა წარდგენილი დოკუმენტებით და დამატებით მოპოვებული მასალებით, საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 5 დეკემბრის №21-10/184038 წერილით ექსპორტიორი ქვეყნიდან (...) გამოთხოვილ იქნა დანაკლისის თაობაზე ინფორმაცია და მასალები. 2018 წლის 13 აგვისტოს ...ს საბაჟო სამსახურიდან მიღებული №... საპასუხო წერილის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად ინფორმაცია დანაკლისზე არ დადასტურდა. ამასთან, 2017 წლის 11 ოქტომბრის №21-10/153779 წერილით საბაჟო დეპარტამენტმა მიმართა სს „ლ...-ს“ და მოითხოვა სს „ლ...-ის“ საბაჟო საწყობში შპს „დ...ს“ სახელზე დროებითი შენახვის განაცხადით განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანა/განთავსების ვიდეოჩანაწერების წარდგენა, რაც „ლ...-ის“ მიერ არ შესრულებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ლ...-ის“ (...) საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის (... „...” – 25 ყუთი) უკანონოდ განკარგვის გამო, 2018 წლის 18 აგვისტოს შედგენილია №... და №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც სს „ლ...-ს“ და შპს „დ...ს“ სოლიდარულად დაეკისრათ პასუხისმგებლობა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 48394 ლარის ოდენობით. ასევე, 2018 წლის 23 აგვისტოს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილია №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „ლ...-ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
კასატორი განმარტავს, რომ დანაკლისის დასადგენად აუცილებელია ბუღალტრულ ჩანაწერებთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შედარება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შესრულებულ იქნა ზედმიწევნით, კერძოდ: შესწავლილ იქნა საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები, დროებითი შენახვის შესაბამისი განცხადება, აღრიცხვის მოწმობები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია, რაც ნათალად არის მითითებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებში. შესაბამისად, კანონთან სრული შესაბამისობით იქნა დადგენილი კონკრეტული საქონლის დანაკლისი, რისი გამორიცხვის უზრუნველყოფაც ევალებოდა მოსარჩელეს, სწორედ ეს წარმოადგენს მის ძირითად ფუნქციას, ამ ძირითადი მოვალეობის შესრულების პირობის გამო მისცა მას საქართველოს მთავრობამ თავისი სამეურნეო საქმიანობისა და აქედან სარგებლის მიღების უფლება და ამ პირობის დარღვევის გამო იქნა დაჯარიმებული სს „ლ...". იგი ვალდებული იყო იმგვარად მოეწყო მისი სამეურნეო საქმიანობა, რომ გარანტირებული ყოფილიყო თითოეული სასაქონლო პარტიის მიმოქცევის, ანუ განკარგვის კონტროლი, ისე, როგორც ეს კანონითაა დადგენილი. ტერმინ „განკარგვაში“ არ იგულისხმება მხოლოდ საქონლის ბუნებრივი ცვეთით, გარემო პირობების (წვიმა, ქარი, თოვლი და ა.შ) ზემოქმედებით ან ქურდობის შედეგად მისი რაოდენობის შემცირება ან მიყენებული ზიანი, რაც კერძო სამართლის რეგულირების საკითხია, არამედ ამ შემთხვევაში მოიაზრება საქონლის კანონიერად მიმოქცევის, კონკრეტული მფლობელის მიერ, კონკრეტული რაოდენობა/სახეობის საქონლის შეტანა-გამოტანაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რათა შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში, აბსოლუტური სიზუსტით გარანტირებული იყოს ყველა სამეურნეო/მეწარმე პირის ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების სწორად განსაზღვრა ან სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობა/კონტროლი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.
ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების მისი გამომტანი მოსამართლის/მოსამართლეების მიერ ხელმოწერა. ასეთი ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. მოსამართლე ხელმოწერით ადასტურებს დოკუმენტში მითითებული გარემოებებისა და სასამართლოს აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების ნამდვილობას, მატებს მას ლეგიტიმაციას, აძლევს საბოლოო სახეს და ამცირებს სასამართლოს აქტის გაყალბების რისკებს. მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი იწვევს იურიდიულ შედეგებს. სწორედ ამიტომ, სასამართლო გადაწყვეტილება საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ მის დადგენაში მონაწილე ყველა მოსამართლის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობას უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, რაც საქმეში სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეზე გადაწყვეტილება არ არის დადგენილი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-53-52(კ-06)).
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა კოლეგიურად - სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის დასაბუთებული განჩინება, ისევე როგორც, მისი სარეზოლიციო ნაწილი ხელმოწერილია მხოლოდ 2 მოსამართლის მიერ. აღნიშნული განჩინებასა და მის სარეზოლუციო ნაწილზე არ არის მოსამართლე ირინა ზარქუას ხელმოწერა, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთებული განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რომლის არსებობის დროსაც, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში. ამრიგად, საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე