Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1138 (კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 2 დეკემბერს შპს ,,...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თ.ღ-სთვის, გ.ჭ-ას და ნ.კ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, „შპს ...ას“ 2019 წლის 30 ოქტომბრის N01/715 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და „შპს ,,...ას“ 2019 წლის 30 ოქტომბრის N01/715 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,...ას“ სასარგებლოდ დაეკისრა პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტები წარმოადგენდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს, რომლებიც შპს ,,...ში“ მკურნალობდნენ გეგმური ქირურგიული მომსახურების (გარდა კარდიოქირურგიისა) კომპონენტის ფარგლებში, 2019 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, შემდეგი დიაგნოზით: .../ ...(...), პაციენტებს ჩაუტარდათ ოპერაციული ჩარევა: ... და ... (...). შპს ,,...ას“ მიერ მითითებული პაციენტების ...სა და ...ის შემდეგ ... კვლევა არ ჩატარებულა.

პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე შპს ,,...ას“ მოპასუხემ უარი უთხრა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N-1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,...ას“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო შემთხვევების ინსპექტირებისას შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული საჩივარი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242 ბრძანების პირობის მიხედვით, უკლებლივ ყველა ოპერაციული მასალა ექვემდებარება ოპერაციული მასალის ... კვლევას, გარდა ერთეული გამონაკლისებისა, რომელიც არის ხელოვნური აბორტის წარმოება და გამოკვლევა ექიმის შეხედულებისამებრ ან პაციენტის მოთხოვნით ტარდება, თუმცა, ვინაიდან, …ზე ჩატარებულ ოპერაცია საგამონაკლისო ოპერაციის კატეგორიას არ მიეკუთვნება, სამედიცინო დაწესებულება, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ვალდებული იყო ყველა ოპერაციული მასალა გადაეგზავნა ... კვლევაზე.

სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება, უკლებლივ ყველა შემთხვევაში ... კვლევის წარმოების შესახებ და მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობა ოპერაციული მასალის ... გამოკვლევის აუცილებლობას უკავშირებს მხოლოდ პათოლოგიურ შემთხვევებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნული კუთხით ყურადღება გაამახვილა საქმეში მოწმის სახით დაკითხული ექიმების ახსნა-განმარტებებზე, ასევე, ...ის თავმჯდომარის - ო.გ-ისა და ...ის პრეზიდენტის წერილებზე, სადაც მითითებული იყო, რომ არ არსებობს ...ის დროს ... კვლევის საჭიროება, რადგან ...ის დროს ოპერაციული ჩარევა ხდება ანატომიურად და მორფოლოგიურად ჯანმრთელ კუნთებზე. აღნიშნულ განმარტებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა პათოლოგიურ შემთხვევებს, რაც ოპერაციული მასალის ... გამოკვლევაზე გადაგზავნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ პაციენტები შპს „...ში“ მკურნალობდნენ გეგმური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2019 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში დიაგნოზით: ... / ... (...). განხორციელდა ოპერაციული ჩარევა: ... და ... ... (...). სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ...სა და ...ის შემდეგ ... კვლევა არ ჩატარდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242 ბრძანების პირობის მიხედვით, უკლებლივ ყველა ოპერაციული მასალა ექვემდებარება ოპერაციული მასალის ... კვლევას, გარდა ერთეული გამონაკლისებისა, რომელიც არის ხელოვნური აბორტის წარმოება, გამოკვლევა ექიმის შეხედულებისამებრ ან პაციენტის მოთხოვნით ტარდება, რომელთა შორის არ არის სადავო შემთხვევებში ჩამოთვლილი ჩარევა, რადგანაც ...ზე ჩატარებული ოპერაცია საგამონაკლისო კატეგორიას არ მიეკუთვნება.

შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა ნორმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს პაციენტების - თ.ღ-ის, გ.ჭ-ასა და ნ.კ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და „შპს ...ას“ 2019 წლის 30 ოქტომბრის N01/715 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, მოპასუხისთვის პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პაციენტები - თ.ღ-ე (შ/ნ...), გ.ჭ-ა (შ/ნ...) და ნ.კ-ა (შ/ნ...) არიან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3.-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირები, რომლებიც 2019 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში მკურნალობდნენ შპს ,,...ში“, შემდეგი დიაგნოზით: ... /... (...), პაციენტებს ჩაუტარდათ ოპერაციული ჩარევა: ... და ... (... ..., ...).

დადგენილია, რომ ..., N... და N... სამედიცინო შემთხვევების სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 4213 ლარი.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სამედიცინო შემთხვევებს ..., N... და N..., საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

აღნიშნული გადაწყვეტილება, 2019 წლის 30 ოქტომბერს შპს ,,...მა“ №151391 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,...ას“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კერძოდ, სადავო შემთხვევების ინსპექტირებისას შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სადავოდ არ გამხდარა გაწეული მომსახურების საჭიროება, მოცულობა და ხარისხი. ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა, რომ შპს ,,...ას“ მიერ პაციენტების ...სა და ...ის შემდეგ ... კვლევა არ ჩატარდა, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. კერძოდ, უკლებლივ ყველა ოპერაციული მასალა უნდა დაექვემდებაროს ... კვლევას, გარდა ერთეული გამონაკლისებისა, რომელიც არის ხელოვნური აბორტის წარმოება, გამოკვლევა ექიმის შეხედულებისამებრ ან პაციენტის მოთხოვნით ტარდება. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ...ზე ჩატარებული ოპერაცია საგამონაკლისო კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულება, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ვალდებული იყო ყველა ოპერაციული მასალა გადაეგზავნა ... კვლევაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N242/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურ დეპარტამენტებს, ქ. ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ. თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალათ უზრუნველეყოთ: უკლებლივ ყოველი ოპერაციული მასალის ... გამოკვლევა (საშვილოსნოს ღრუსა და ყელის არხის გამონაფხეკების ჩათვლით) პათოლოგიების დროს, ხოლო ხელოვნური აბორტის წარმოებისას, ყოველი საეჭვო შემთხვევის (ბუშტ-ნამქერი და ეჭვი საშვილოსნოს გარე ორსულობაზე) გამოკვლევა ექიმის შეხედულებისამებრ ან პაციენტის მოთხოვნით.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორი მხარის განმარტება, რომ უკლებლივ ყველა ოპერაციული მასალა უნდა დაექვემდებაროს ... კვლევას, მსგავსი ვალდებულების არსებობას ,,საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი მხოლოდ პათოლოგიების დროს ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, პაციენტებისათვის ჩატარებული ოპერაციული ჩარევა ... და ...ის ..., რამდენად მიეკუთვნებოდა პათოლოგიურ შემთხვევებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, საქმეში წარმოდგენილი ...ის თავმჯდომარის - ო.გ-ის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ...ის შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება რეფრაქციული და პარალიზური ... (აღნიშნული პათოლოგია შემთხვევათა 80%-ში გვხვდება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში). ეს არის პათოლოგია, რომელიც განპირობებულია არა ...ის მამოძრავებელი კუნთების დაავადებით/პათოლოგიით, არამედ რეფრაქციული ...ის შემთხვევაში-რეფრაქციული დარღვევით (..., ..., ...), რაც ბავშვთა ასაკის ...ის დიდ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო პარალიზური ...ის შემთხვევაში-...ის ...ით, რაც განპირობებულია მათი ...ის დარღვევით (გამოწვეული ...ის დაზიანებით). არც ერთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ადგილი არ აქვს კუნთის პათოლოგიას და ოპერაცია ტარდება აბსოლუტურად ჯანმრთელ ...ის მამოძრავებელ კუნთებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ...ის ოპერაციული მკურნალობის დროს ამოკვეთილი ჯანმრთელი კუნთების ნაწილის ... კვლევის საჭიროება არ არსებობს. ამის დასტურია ისიც, რომ მსოფლიოს არც ერთ წამყვან ... კლინიკაში არ ტარდება მსგავსი ... კვლევა.

...ის პრეზიდენტის წერილის თანახმად, ...ის დროს ოპერაციული ჩარევა ხდება ანატომიურად და მორფოლოგიურად ჯანმრთელ კუნთებზე, აქედან გამომდინარე, მათი პოზიციაა, რომ არ არსებობს საჭიროება ...ის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის დროს ამოკვეთილი ჯანმრთელი კუნთის ნაწილი დამატებით გამოკვლეულ იქნეს ჰისტომორფოლოგიურად, მით უმეტეს, რომ აღნიშნული კუნთების უმეტესი ნაწილი მაინც რჩება ორგანიზმში (...ში).

აგრეთვე, მოწმე ზ.ხ-ის განმარტებით, 1993 წლიდან მუშაობს საექიმო სფეროში, ამასთან, უამრავი ანალოგიური ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა ამოკვეთილი კუნთი პათოლოგიური არასდროს აღმოჩენილა და არც კუნთის გამოკვლევის საკითხი დამდგარა დღის წესრიგში.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ახსნა-განმარტებების და წერილების შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო შემთხვევებში ოპერაციული ჩარევა განხორციელდა ანატომიურად და მორფოლოგიურად ჯანმრთელ კუნთზე და ადგილი არ ჰქონია პათოლოგიურ შემთხვევებს, რაც საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ოპერაციული მასალის ... გამოკვლევაზე გადაგზავნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სახეზე არ არის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონით გასათვალისწინებული საფუძველი. სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.11.2024წ. საგადახდო მოთხოვნა №31234-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე