№519აგ-13 20 იანვარი, 2014 წელი
მ-ე მ.- 519აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - მ. მ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მ. მ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით (სსკ-ის 273-ე მუხლი) დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და მ. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 11 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. მ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 16 ივლისიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით მ.მ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;
სსკ–ის 2231–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. მ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 12 ივლისიდან. მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ამავე განაჩენით ნ. ბ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;
სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;
სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;
სსკ–ის 2231–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ნ. ბ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 12 ივლისიდან. მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: ა. ბ-ეს, ა. უ-ასა და თ. გ-ეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით მ. მ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით, 11 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 11 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 12 ივლისიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. ბ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 260-ე და 2231-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 12 ივლისიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. მ-ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება ნ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა მ. მ-ისა და ნ. ბ-ის შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
მ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატა (ნაწილობრივ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. მ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადა აეთვალა 2010 წლის 12 ივლისიდან.
ამავე განაჩენით ნ. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაემატა (ნაწილობრივ) სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ნ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 12 ივლისიდან.
მ. მ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება, ასევე ნ. ბ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულები - მ. მ-ე და ნ. ბ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 2231–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე 2010 წლის 2 აგვისტოს განაჩენის გამოტანამდე.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ბ-ე და მ. მ-ე გასამართლებული არიან განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ახალი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაცაა, ნ. ბ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენი) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, ხოლო მ. მ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენი) სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით ნ. ბ-ისა და მ. მ-ისათვის საბოლოო სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით შესაბამისობაშია სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებთან.
ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, მათ წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. მ-ისა და ნ. ბ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო შთანთქმის პრინციპის საფუძველზე აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების - მ. მ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი მ. მ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი