საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1159(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 14 ივნისს სს ,,ე...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის №04/70624 და №04/70629 გადაწყვეტილებების, ასევე სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28710 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის აღნიშნული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული პაციენტების სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის N04/70624 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ჯ. ხ-ის (პ.ნ. ...) მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის N04/70629 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28710 გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სს „ე...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმა ეფუძნება იმის მტკიცებას, რომ პაციენტ - ჯ. ხ-ის შემთხვევაში პაციენტმა მიიღო გეგმიური და არა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ხოლო ა. ქ-ის, ე. ა-ის, ს. მ-ისა და ი. მ-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში სს ,,ე...ის’’ მიერ დარღვეულ იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის კანონით გათვალისწინებული წესი და ფორმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ წარდგენილი მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, ამასთან, არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებს - შემთხვევა არ არის წარმოდგენილი განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.
პაციენტ ჯ. ხ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა განმარტებებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობისა და საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მხედველობაში მიღებით, დასტურდება, რომ სახეზეა ხარვეზი კომპონენტის მითითების დროს, რაც არ უნდა გახდეს სამედიცინო მომსახურების სრული ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს N04-241/ო ბრძანების მე-2, მე-5 მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში მართებულად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
პაციენტების: ა. ქ-ის, ე. ა-ის, ს. მ-ის და ი. მ-ის შემთხვევებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, ა...ის წერილებზე, პ... ,,ა...ას’’ წერილობით განმარტებაზე, ასოციაციის ,,ბ...ის“ წერილზე და აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ეთქვა უარი მომსახურების მიმწოდებელს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე. მეტიც, სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, გარდა სიტყვიერი მითითებისა, რომ არსებობდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს), არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება სადავო ადმინისტრაციულ აქტში დასახელებული გარემოების დასადასტურებლად.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ, თითოეულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ასოციაციების დასკვნების მხედველობაში მიღებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის N04/70624 გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის N04/70629 გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28710 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველიც. თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს, რაც ჯ. ხ-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის N04/70624 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს ჯ. ხ-ის (პ.ნ. ...) მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება; ხოლო ა. ქ-ის, ე. ა-ის, ს. მ-ისა და ი. მ-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან დასახელებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამრიგად, ამ ნაწილში მომსახურების ანაზღაურების საკითხიც ხელახალი შესწავლის შედეგად უნდა გადაწყდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ პაციენტი ჯ. ხ-ი არის პროგრამის დანართი N1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. იგი მკურნალობდა შპს „მ...ში” 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 26 აპრილის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდებით: ..., დიაგნოზით ... - ...ი, ჩარევა ...ა. კლინიკის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევა N1500065621 მიეკუთვნება გეგმიური მომსახურების კომპონენტს, რის გამოც მონიტორინგის ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას”. ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევას N1500065621 აგრეთვე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას”, პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული პაციენტი ადგილზე ნახა და შეაფასა სააგენტოს მონიტორინგის წარმომადგენელმა, რის შედეგადაც გადაუდებელი სტაცინარული მომსახურების გაწევა არ დადასტურდა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტები: ა. ქ-ე, ე. ა-ე, ს. მ-ი და ი. მ-ი არიან პროგრამის დანართი N1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, რომლებიც მკურნალობდნენ შპს „მ...ში” 2018 წლის ივნისის თვეში. მიმწოდებლის მიერ შემთხვევები წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. კერძოდ, ს. მ-ის სამედიცინო მომსახურების შემთხვევა წარმოდგენილია პროგრამული კოდით: ..., ... . ა. ქ-ისა და ე. ა-ის შემთხვევები კი წარმოდგენილია პროგრამული კოდით: ..., ...ის კომპიუტერული ტომოგრაფია, სტაციონარი ... . აღნიშნულ შემთხვევებში, საანგარიშგებო დოკუმენტაციით, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დასტურდება. კასატორის განმარტებით, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში კი აღნიშნული არ დადასტურდა. ამასთან, პაციენტ ი. მ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია პროგრამული კოდით: ...ა, ჩარევის კოდი: სტაციონარი ... . საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარმოდგენილი მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, და ამასთან, არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს - ჩატარებული მომსახურების შინაარსის გათვალისწინებით, შემთხვევა არ არის წარმოდგენილი განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებული იქნა №04/70624 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტ ჯ. ხ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი ჯ. ხ-ი, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი N1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირი, მკურნალობდა შპს „მ...ში” 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 26 აპრილის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: ..., დიაგნოზით ... - ...ი, ჩარევა ...ა. კლინიკის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევა N1500065621 მიეკუთვნება გეგმიური მომსახურების კომპონენტს, რის გამოც მონიტორინგის ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას”. ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევას N1500065621 აგრეთვე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას”, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებული იქნა №04/70629 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების: ა. ქ-ის, ე. ა-ის, ს. მ-ისა და ი. მ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული პაციენტები არიან ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი N1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, რომლებიც მკურნალობდნენ შპს „მ...ში” 2018 წლის ივნისის თვეში. მიმწოდებლის მიერ შემთხვევები გადმოცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. კერძოდ, ს. მ-ის სამედიცინო მომსახურების შემთხვევა წარმოდგენილია პროგრამული კოდით: ..., დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები, ჩარევა: ... . წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. პაციენტების: ა. ქ-ისა და ე. ა-ის შემთხვევები წარმოდგენილია პროგრამული კოდით: ..., ...ის სხვა დაუზუსტებელი სინდრომები, ჩარევის კოდი: ..., ...ის კომპიუტერული ტომოგრაფია, სტაციონარი ... . მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება არ დასტურდება. პაციენტ ი. მ-ის შემთხვევა წარმოდგენილია პროგრამული კოდით: ..., ...ა, ჩარევის კოდი: ... სტაციონარი. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას”, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის №04/70624 და №04/70629 გადაწყვეტილებები გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2019 წლის 31 იანვარს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28710 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებისთვის პაციენტ ჯ. ხ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, აღნიშნულ შემთხვევაში პაციენტმა მიიღო გეგმიური და არა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
საკასაციო პალატა პაციენტ ჯ. ხ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს სს ,,...ის“ განმარტებაზე, რომლის თანახმად, 11 წლის პაციენტ ჯ. ხ-ს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა თანმხლები დაავადება - ...ა, რა დროსაც პაციენტის ორგანიზმი ვერ ახერხებს ...ას, კონსილიუმის გადაწყვეტილებით დაიგეგმა ოპერაციის ჩატარება მომზადებით, პაციენტის ...ი სტატუსის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცულობითი წარმონაქმნი ...ში იწვევდა ზეწოლას შუამდებარე სტრუქტურებზე, კლინიკურად გამოხატული იყო ...ი, ...ი, იყო ...ის და პაციენტის გარდაცვალების ძალიან დიდი რისკი, პაციენტის ბინაზე გაწერა ვერ მოხერხდებოდა, მით უფრო, 1 თვით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ოპერაცია უნდა ჩატარდეს მომზადების შემდეგ, მოცემულ შემთხვევაში ოპტიმალურ ვადად მიჩნეულ იქნა 11 აპრილი - ბევრად მცირე ვადა, ვიდრე ეს საჭიროა გეგმიური ინტერვენციების ჩატარებისთვის მოსამზადებლად. აღსანიშნავია, რომ გეგმიური ქირურგიული ჩარევის წინ ექიმი პაციენტზე გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რასაც პაციენტი წარუდგენს შესაბამის უწყებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაბამისი მიმართვის სამედიცინო დაწესებულებაში წარმოდგენა და ინტერვენციის განხორციელება (პროცესი გრძელდება 1 თვე). აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პაციენტის მდგომარეობა სწორედაც რომ გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების/ინტერვენციის დეფინიციას შეესაბამება. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განმარტებაზეც, რომლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში დიაგნოზი და ჩარევა სწორად იქნა გადაცემული, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა კომპონენტის (გადაუდებელი სტაციონარი) არასწორად მითითება.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობისა და საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მხედველობაში მიღებით, დასტურდება, რომ სახეზე იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე, საჭიროებდა მომზადებას. შესაბამისად, ეს არ უნდა გახდეს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს N04-241/ო ბრძანების მე-2, მე-5 მუხლებზე და მიიჩნევს, რომ პაციენტ ჯ. ხ-ის შემთხვევის ნაწილში სადავო საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი აღნიშნული სასამართლოების მიერ.
პაციენტების: ა. ქ-ის, ე. ა-ის, ს. მ-ისა და ი. მ-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებისთვის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, სამედიცინო დაწესებულების მიერ აღნიშნულ შემთხვევებში დარღვეული იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის კანონით გათვალისწინებული წესი და ფორმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ წარდგენილი მონაცემები არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, ამასთან, შემთხვევები არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს - ისინი არ არის წარმოდგენილი განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.
პაციენტ ა. ქ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ა. ქ-ე 2018 წლის 13 ივნისიდან 2018 წლის 14 ივნისამდე მკურნალობდა შპს „მ...ში“, დიაგნოზით - ... ...ის სხვა დაუზუსტებელი სინდრომები. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტს ბოლო 2 თვეა აღენიშნება ...ი, ...ი, დროდადრო მფეთქავი ხასიათის. ბოლო პერიოდში ...ის ინტენსივობამ და სიხშირემ მკვეთრად მოიმატა, დაერთო ...ა. კლინიკაში შეყვანის დღეს ძლიერი ინტენსივობის ...ის ფონზე, პაციენტს აღენიშნა ...ა, რის გამოც მიმართა სტაციონარს. მიმღებ განყოფილებაში პაციენტი კონსულტირებული იქნა ...ის მიერ. პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე რეკომენდირებულად ჩაითვალა ...ის სტრუქტურული მდგომარეობის შეფასება, რისთვისაც ჩატარდა ...ის CT - მწვავე პათოლოგიური სიმკვრივის კერა არ გამოვლინდა. პაციენტი დინამიკაში მონიტორინგისა და კვლევების შემდგომ ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით მოთავსდა ...ა დეპარტამენტში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ..., ..., სწრაფი ტესტი ...ზე, კომპიუტერული ტომოგრაფია (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი)/..., ვიდეო ეეგ მონიტორინგი (ხანმოკლე)/... . ჩატარებული მკურნალობა: სიმპტომური მეთვალყურეობა. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული.
ამასთან, მითითებულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის მასალებში წარმოდგენილია ა...ის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ბავშვის სტაციონირება აუცილებელი იყო, ესაჭიროებოდა სტაციონარული მეთვალყურეობა, ვინაიდან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე (...ი, ...ა, ..., ტკივილის ფონზე გონების კარგვის ეპიზოდი), შესაძლოა დღის წესრიგში დამდგარიყო ...ის გამორიცხვის საკითხიც. წერილში ასევე მითითებულია, რომ ...ის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, ძლიერი ინტენსივობის ...ი ითვლება ჰოსპიტალიზაციის ჩვენებად, მათ შორის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტშიც კი.
პაციენტ ე. ა-ის შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ე. ა-ე 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 14 ივნისამდე მკურნალობდა შპს „მ...ში“, დიაგნოზით - ... ...ის სხვა დაუზუსტებელი სინდრომები. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტს ბოლო რამოდენიმე დღეა აღენიშნება ...ის ძლიერი ინტენსივობის ტკივილი, რომელიც აღვიძებს ბავშვს, დაერთო ...ის მრავალჯერადი ეპიზოდი, შემდგომში - ...ა, ...ა. მსგავსი ეპიზოდი განუვითარდა დაახლოებით 10 დღის წინ. პაციენტი მიყვანილი იქნა ბა...ში, სადაც კონსულტირებულ იქნა ...ის მიერ და რეკომენდებულად ჩაითვალა ბავშვის კატასტროფის ბრიგადით გადაყვანა შპს „მ...ში“. ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ პაციენტი დაბადებულია მე-... ორსულობიდან და მშობიარობიდან დღენაკლი, გესტაციის ... კვირაზე, წონით ... გ. დაბადებისთანავე გადაყვანილი იქნა ახალშობილთა რეანიმაციაში, სადაც მკურნალობდა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე, მათ შორის რამოდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე. პაციენტს აღენიშნა ... ა, რომლის შედეგადაც განუვითარდა ... ა. პაციენტს 7 თვის ასაკში ჩატარებული აქვს ... ა, მუდმივად იმყოფება ...ის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ...ი განვითარება წარიმართა იოლი შეფერხებით, ამჟამად სახეზეა ... ა. კლინიკის მიმღებ განყოფილებაში პაციენტი კონსულტირებული იქნა მისი მკურნალი ...ის მიერ, ჩატარდა ...ის საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, უარყოფითი დინამიკა არ იქნა ნანახი. ამ ეტაპზე ...ი ჩარევა არ ჩაითვალა საჭიროდ. პაციენტი დინამიკაში მეთვალყურეობისა და შესაბამისი მართვის მიზნით მოთავსდა ...ა დეპარტამენტში. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: კომპიუტერული ტომოგრაფია (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი)/..., ..., ..., ...ი (სწრაფი ტესტი)/-, ..., ..., ... ტომოგრაფია (MRI) 3 ტესლა, ..., ..., ..., ..., ..., ..., ...ის, ...ის კონსულტაციები. ჩატარებული მკურნალობა: სიმპტომური საშუალებები, ...ა.
ამასთან, მითითებულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის მასალებში წარმოდგენილია ა...ის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ბავშვის სტაციონირება აუცილებელი იყო. ბავშვს ესაჭიროებოდა ...ის გამორიცხვა, რისთვისაც აუცილებელი იყო ...ა, სტაციონარული მეთვალყურეობა. გაკეთდა თტვ კტ, ბავშვი იმყოფებოდა ...ის მეთვალყურეობის ქვეშ. ანამნეზიდან, არსებული ...ი სტატუსიდან გამომდინარე, შესაძლოა დღის წესრიგში დამდგარიყო ...ის გამორიცხვის საკითხიც. წერილში ასევე მითითებულია, რომ ...ის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, ძლიერი ინტენსივობის ...ი ითვლება ჰოსპიტალიზაციის ჩვენებად, მათ შორის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტშიც კი.
პაციენტ ს. მ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ს. მ-ი 2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 8 ივნისამდე მკურნალობდა შპს „მ...ში“, დიაგნოზით - ... ...ის შედეგები, ...ის შედეგები, ...ა, დაუზუსტებელი. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტს ჰოსპიტალიზაციამდე 11 დღით ადრე აღენიშნებოდა ცხელება 38-390-ის ფარგლებში, ...ა - ...ი, მე-4 დღიდან ტემპერატურა ნორმალიზდა, შეუწყდა ...ი, თუმცა გამოეხატა საერთო სისუსტე, მოთენთილობა, მკვეთრი სიფერმკრთალე, შეშუპება სახის, ზ/ქვ კიდურების დისტალურ ნაწილებში, დეფეკაცია 3-4-ჯერ დღე-ღამეში თხიერი მასებით. აღნიშნული ჩივილებით მიმართეს შპს ,,მ...ს“. ჩატარებული მკურნალობა: პათოგენეზური და სიმპტომური თერაპია: ..., ..., ...ა, ...ის და ...ა - ..., ..., ..., …, …ა.
ამასთან, მითითებულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის მასალებში წარმოდგენილია პ... ,,ა...ას’’ N12/04 წერილი, რომლის თანახმად, პაციენტი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციასა და გადაუდებელი დახმარების გაწევას. მას აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემდეგი კრიტერიუმები: ...ის გამო; ...ის საჭიროება საშუალო სიმძიმის/მძიმე ...ის გამო; მძიმე ...ი დეფიციტი (ძალიან დაბალი წონა) და მის ფონზე განვითარებული ...ა და ...ის საჭიროება; ...ა.
პაციენტ ი. მ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ი. მ-ი 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 5 ივნისამდე მკურნალობდა შპს „მ...ში“, დიაგნოზით - ... ...ა; ...ა, ...ა, ...ა, ...ა, ...ა ან ...ა სხვა პირის მიერ. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ მშობლის გადმოცემით, პაციენტმა იჩხუბა გასართობ ცენტრში, აღენიშნა ტკივილი ...ის არეში, ...ის ტკივილის ინტენსივობამ იმატა, რის გამოც მიყვანილი იქნა კლინიკაში. ჩატარებული მკურნალობა: დინამიკაში დაკვირვება, სიმპტომური საშუალებები.
ამასთან, მითითებულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის მასალებში წარმოდგენილია ასოციაციის - ბ...ის, წერილი, რომლის თანახმად, ვინაიდან პაციენტის კლინიკაში შესვლის მომენტისთვის შეუძლებელი იყო ...ი ორგანოების, ან ...ის დაზიანებისა და სისხლდენის გამორიცხვა ...ში, პაციენტი მართებულად იქნა ჰოსპიტალიზირებული შემდგომი დაკვირვებისა და ვიტალური ფუნქციების მონიტორინგისთვის. რაც შეეხება კოდს ..., მისი მინიჭება აღნიშნული კონკრეტული შემთხვევისთვის, სავსებით ლოგიკურია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ კონკრეტულ მითითებას, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ეთქვა უარი მომსახურების მიმწოდებელს ზემოაღნიშნული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე. მეტიც, ამგვარი მითითება და შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არც სამართალწარმოების ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი. მეორე მხრივ კი, პაციენტების: ა. ქ-ის, ე. ა-ის, ს. მ-ისა და ი. მ-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია სამედიცინო ასოციაციების დასკვნები, რომელთა გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის №04/70624 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2018 წლის 31 დეკემბრის №04/70629 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობდა სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის №04/28710 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის პაციენტ ჯ. ხ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დავალების საფუძველი. პაციენტების: ა. ქ-ის, ე. ა-ის, ს. მ-ისა და ი. მ-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მითითებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ ნაწილში მომსახურების ანაზღაურების საკითხიც ხელახალი შესწავლის შედეგად უნდა გადაწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 26 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2024 წლის 15 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 68.08 ლარის, ჯამში 368.08 ლარის 70% - 257.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 26 დეკემბრის N36663 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2024 წლის 15 თებერვლის N04773 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 68.08 ლარის, ჯამში 368.08 ლარის 70% - 257.7 ლარი (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე