საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-235(3კ-23) 03 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ჯ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე (მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელე ე. ჯ-მა სარჩელით (N3/7298-20) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით 1) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 12 ივნისის N... გადაწყვეტილება (წერილი); 2) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 03 აგვისტოს N 10-0120216960 გადაწყვეტილება; 3) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას გასცეს ე. ჯ-ის 2020 წლის 28 აპრილის N... განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 4) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; 5) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 6) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის N... გადაწყვეტილება; 7) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ქ. თბილისი, ...ში, ... ქუჩა N16ა-ს მიმდებარედ არსებული 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
2021 წლის 18 იანვარს მოსარჩელე ე. ჯ-მა სარჩელით (N3/94-21) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის Nბ61.01192521 ბრძანება უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის Nბ61.011928813 ბრძანება უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ; 3) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე - მერი) 2020 წლის 11 დეკემბრის N1664 ბრძანება; 4) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; 5) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის N ... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ე. ჯ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და განუხილველად დარჩა მისი მოთხოვნა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 18 თებერვლის N10-01210491196 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 03 აგვისტოს N10-0120216960 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით №3/7298-20 ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - ე. ჯ-ი, მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება) და 3/94-21 ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - ე. ჯ-ი, მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქონების მართვის სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა ნომერი N3/7298-20.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის N... და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 20.11.20წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ. ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.11.20წ. N... გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის N... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაში. დანარჩენ ნაწილში ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის №06.11.105 დადგენილებაზე, ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილებაზე, ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილების 48.1 დანართზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივნისის №003182020 დასკვნაზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის თაობაზე, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულებები ან/და განმარტებები არ იქნა წარდგენილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ე. ჯ-ის მიერ მოთხოვნილი იქნებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი დავის საგანია მართლზომიერი ფლობის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც თავისი მხრივ ადასტურებს, რომ მხარეს არა აქვს საკუთრების უფლების დამდგენი საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც ითხოვს მართლზომიერი ფლობა - სარგებლობის დადგენას და შესაბამისი ფაქტის საფუძველზე საკუთრების უფლების მოპოვებას.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებაში მითითებულ, ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის N... წერილს და რეესტრის მსჯელობას წერილის შინაარსზე, აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სავალდებულო ვერ იქნება ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის N... წერილში მითითებული განმარტება, ვინაიდან წერილით განმარტებულია კანონმდებლობით რეგულირებული საკითხი. ამდენად, საჭიროების შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ უშუალოდ უნდა იხელმძღვანელოს სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი კანონმდებლობით და თავად უნდა მისცეს შეფასება ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ისევე როგორც სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ნორმებს. პალატის მსჯელობით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტის გამოცემამდე და რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო სამსახურში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილებაზე მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილზე, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, განმარტა, რომ სახეზეა გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში კერძოდ, ქ. თბილისში ...ში, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ე. ჯ-ის საკუთრების ფულების რეგისტრაციის შესახებ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლას, რაც მოცემულ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ დაფიქსირებულ მოთხოვნებზე - ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 12 ივნისის №..., 2020 წლის 23 სექტემბრის №..., 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები (წერილები) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალოს გასცეს ე. ჯ-ის 2020 წლის 28 აპრილის №... განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო აქტების მიღებას წინ უსწრებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების მოძიება და შესწავლა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციას/მტკიცებულებას ვაკის რაიონის გამგეობა არ ფლობდა. რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 24 სექტემბრის №... წერილს, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მხარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული იდენტურია ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის №... წერილის. ხსენებული წერილით დამატებით განხორციელდა მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება, რომელიც დაშვებული იყო 2020 წლის 23 სექტემბრის №... წერილში. მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სადავო აქტების შინაარსის იდენტურობის პირობებში, მაშინ როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის №... წერილი, ქმნის იმის წინაპირობას, რომ იმავე გამგეობის 2020 წლის 24 სექტემბრის №... აქტი კანონიერია. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 12 ივნისის №..., 23 სექტემბრის №..., 24 სექტემბრის №... ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ძალაში დატოვების გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, ე. ჯ-ის 2020 წლის 28 აპრილის №... განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ.
რაც შეეხება სადავოდ ქცეულ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521, 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებებსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 106-ე მუხლი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულება“ და ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 459 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისეთ მიწის ნაკვეთს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული კერძო პირის საკუთრებად და არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებას, შესაბამისად არ არსებობდა ადმინისტრაციულ ორგანოსთვის ხელისშემშლელი პირობები იმისთვის, რომ მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიიღო 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 ბრძანება, რომლის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა მის საფუძველზე მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 სადავო ბრძანებასთან მიმართებაში პალატამ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 და 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებები კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული, ხოლო აღნიშნულის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სწორად განხორციელდა უძრავი ქონების რეგისტრაცია 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ხოლო კორექტირებული საზღვრებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით ადასტურებს, რომ მითითებული სადავო ბრძანებებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდეს ე. ჯ-ის წარმომადგენლის 2020 წლის 19 ნოემბრის №19/0120324135-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 და 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებები, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ჯ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.
კასატორი - ე. ჯ-ი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას და გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნევს, რომ თუ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, შესაბამისად სახეზეა საკუთრების რეგისტრაციის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
წარმომადგენლის მსჯელობით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს მიანდო საკითხის გადაწყვეტა. მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების პირობებში, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება სასამართლო დავის ხელმეორედ წარმართვა, რაც მისივე მსჯელობით იწვევს ისედაც დაზარალებული მხარის კიდევ უფრო დაზარალებას. განმარტავს, რომ აღნიშნულ პრაქტიკას გამართლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკითხის გადაწყვეტა და აქტის გამოცემა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება და სასამართლოს არ აქვს კომპეტენცია საკითხი მოაწესრიგოს თავად, მით უფრო იმ პირობებში როდესაც მტკიცებულებები არ აძლევს აღნიშნულის საშუალებას, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სახეზე ყველა მტკიცებულება, თავად მოაწესრიგოს სადაო საკითხი, როდესაც საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს და მეტიც, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს საკითხი, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, ხელახალი მსჯელობის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის დაბრუნება, კასატორის მოსაზრებით წარმოადგენს სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებას და მართლმსაჯულების არასრულად განხორციელებას. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებით, კასატორი ითხოვს სარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას სრულად.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, მე-8, 21-ე, 22-ე მუხლებზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, კანონში 2020 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე და შეღავათებზე, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილებასა და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის N10.48 გადაწყვეტილებაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ში, ... ქ. N16ა-ს მიმდებარედ არსებულ 422 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე. კასატორის მსჯელობით, ზემოაღნიშნული დადგენილება ითვალისწინებდა გარკვეულ პირობებს, რომლის შესრულების შემდგომაც იქნებოდა შესაძლებელი ამა თუ იმ პირს დაემტკიცებინა მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. კერძოდ, დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს უნდა წარედგინათ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისათვის ტოპოგრაფიული გეგმა 1:500 მასშტაბი პროექტის შესათანხმებლად; ტექნიკური დოკუმენტაცია ობიექტის რეგისტრაციაში გასატარებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად; საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მიწის მართვის დეპარტამენტისთვის მოქალაქეებს უნდა დაეკვეთათ საკადასტრო რუკა, წარედგინათ სათანადო დოკუმენტები მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში) უფლებრივ რეგისტრაციასთან დაკავშირებით; ასევე, პროექტი უნდა შეეთანხმებინათ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების საქალაქო კომიტეტთან და მშენებლობა ეწარმოებინათ მწვანე ნარგავების დაუზიანებლად; უნდა აენაზღაურებინათ ...ის გამგეობისათვის ტერიტორიების ტოპოგადაღებასა და დაპროექტებაზე გაწეული ხარჯები, ხოლო არქიტექტურის საქალაქო სამსახურს, მოქალაქეების მიერ 1:500 მასშტაბში ტოპოგრაფიული გეგმის წარდგენის შემდეგ, მათივე დაკვეთით უნდა შეესრულებინა სამშენებლო პასპორტის შედგენისა და წითელი ხაზების ადგილზე გატანასთან დაკავშირებული სამუშაოები.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის N10-48 გადაწყვეტილების დანართი 48.1-ზე, რომელიც წარმოადგენდა სიას იმ ადგილობრივი ოჯახებისას, რომლებიც მიწის ნაკვეთის განაწილების მე-3 ეტაპზე ექვემდებარებოდნენ მიწის ნაკვეთებით განაწილებას ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ...ში ე.წ. ...ის, ...ის, ...ის, ...ის, ...ს, ...ის, ...ის მიმდებარედ და დაბის დღევანდელ საზღვრებში არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე, სადაც სხვა პირებთან ერთად 161-ე ნომრად მითითებულია ასევე ე. ჯ-ი. წარმომადგენლის მსჯელობით, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს მიწის განაწილების სიად, არამედ შეიძლება მიჩნეულ იქნას მართლზომიერი ფლობის დამდგენ დოკუმენტად, ვინაიდან, მასში მითითებული არ არის თუ სად, რა ფართი და რა ნომერი მიწის ნაკვეთი გადაეცა მოსარჩელეს. მასში მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და განლაგების შესახებ მახასიათებლებზე ინფორმაციას აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს. არ დგინდება, რომელ უბანში გადაეცა მოსარჩელეს მიწა (...ში, ...ში, ...ში, ...ში თუ სხვაგან). კასატორის მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტებით განისაზღვრა მხოლოდ იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მიწის ნაკვეთების განაწილების მე-3 ეტაპზე ექვემდებარებოდნენ მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას. ამდენად, მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო იყო გარკვეული პირობების შესრულება. საკითხი ექვემდებარებოდა მაშინდელი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შემდგომ ეტაპზე სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლის საფუძველზე მოქალაქეს გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობისა და ნაკვეთის ნომრის მითითებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არც ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოების ეტაპზე და არც სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის ფაქტს.
საჩივრის ავტორი მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეღავათებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის და განმარტავს, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი გაცემული იყო თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, ადგენს არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არამედ, მუნიციპალიტეტი, რომლის კომპეტენციაში შედის აღნიშნული გარემოების დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა მუნიციპალიტეტს აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ვერ მოხდა ცნობის გაცემა. შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს აღნიშნული ნაკვეთის საკარმიდამოდ მიჩნევისთვის, ვინაიდან ცალსახაა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი არც საკუთრების და არც მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტს წარმოადგენს. მიიჩნევს, რომ საწინააღმდეგო გარემოება ვერ დადგინდა ვერც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით და ვერც აუდიტორული დასკვნით, ვინაიდან მათ კომპეტენციაში არ შედის იმ საკითხის დადგენა, მიწის ნაკვეთი გაცემული იყო თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ამასთან, კასატორს ცალსახად მიაჩნია, რომ ვერც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივნისის N003182020 დასკვნით და 2021 წლის 21 მაისის აუდიტორული დასკვნით დგინდება მოსარჩელისათვის სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტი. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც 2020 წლის 10 ივნისით თარიღდება, სადავო ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა - ნაგებობა, კასატორის მსჯელობით არ ნიშნავს აღნიშნული მიწის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში ე. ჯ-ისათვის გადაცემას, ვინაიდან დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და გაუგებრად მიიჩნევს მითითებული ნორმის გამოყენების საჭიროებას, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული და გამოკვლეულია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტები, რაც ვერ იქნა მიჩნეული საკუთრების და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტებად. აქვე მიუთითებს, რომ სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიმართა მუნიციპალიტეტს და გამოითხოვა ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა მიწის ნაკვეთი საკარმიდამო/საოჯახო მოწყობის მიზნით გაცემულს, ასევე დამატებით გამოითხოვა მეურნეობის ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამგეობიდან ე. ჯ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შესახებ, და აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული ფართი გამოეყო თუ არა ე. ჯ-ს, რაზედაც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 7 თებერვლის N14/14548 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ თბილისის მთავარი არქიტექტურულ - დაგეგმარებითი სამმართველოს 1992-2001 წლების დოკუმენტებში (პროექტები, მიწის ნაკვეთის გეგმები), ინფორმაცია მოქალაქე ე. (ე.) ჯ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ არ არის დაცული, ხოლო შემდგომი პერიოდის მასალები თბილისის ცენტრალურ არქივში დაცვაზე არ შესულა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეეძლო არსებითად შეეფასებინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და გადაწყვეტილება მიეღო აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამდენად, საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორი ითხოვს მოსარჩელე მხარეს სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასება უნდა მოხდეს ერთობლიობაში და მხოლოდ მათი ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვა წარმოადგენს მათი სწორი შეფასების ერთ - ერთ აუცილებელ პირობას.
წარმომადგენლის მსჯელობით, მოსარჩელე ქ. თბილისში, ...ში, ... ქ. N16ა-ს მიმდებარედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული 459 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...) 422 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციას ითხოვს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის N10-48 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილების საფუძველზე. კასატორის განმარტებით, აღნიშნული აქტების არსებობა და მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის დადასტურებად, რასაც არ იზიარებს და მიიჩნევს მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ. მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის განმარტებასთან დაკავშირებით აპელირებს “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ მითითებულ ნორმაში კანონმდებლის მიერ გაკეთებული ჩამონათვალი ცალსახად გამორიცხავს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის N10-48 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის N06.11.105 დადგენილების მიწის მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტად მიჩნევას. მისივე მსჯელობით, აღნიშნული აქტებით დამტკიცებული დანართი 48.1 არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთების განაწილების სიას, საიდანაც შესაძლებელი იქნება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობის ან/და ადგილმდებარეობის განსაზღვრა, არამედ, წარმოადგენს იმ ადგილობრივი ოჯახების სიას, რომლებიც მიწის ნაკვეთების განაწილების მე-3 ეტაპზე ექვემდებარებოდნენ მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას ინდ. მშენებლობისათვის. მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი დოკუმენტი/დაპირება, რომ დანართში მითითებულ პირებს (173 პირს) მომავალში გამოეყოფოდა მიწის ნაკვეთები ინდ. ბინათმშენებლობისათვის ...ში, ე.წ. „...ის“, „...ის“, „...ის“, „...ის“, „...ს“, „...ის“, ...ის მიმდებარედ და დაბის დღევანდელ საზღვრებში არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნულ სიაში მითითებულია პირის სახელი, გვარი, მისამართი, განცხადების შეტანის თარიღი, ძირითადი ჩაწერის თარიღი, ნაკვეთის ფართი საცხოვრებელ ადგილზე და არა გადასაცემ ადგილზე, როგორც მოსარჩელე უთითებს, ასევე საცხოვრებელი ფართი 1 სულზე, კატეგორია და შენიშვნა. ამასთან, მოქალაქეთა სია, რომ არ წარმოადგენს გასანაწილებელ მიწათა შესახებ აღწერას მიუთითებს ამავე სიაში მითითებული მეწყრის შესახებ ჩანაწერები და წილადებად ჩაწერილი გაურკვეველი რიცხვები. კასატორი ითხოვს მოსარჩელე მხარეს სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის და 2023 წლის 8 მაისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ჯ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დამტკიცდა მიწათსარგებლობისა და საბინაო საქმეთა კომისიის მიერ წარდგენილი სია იმ ადგილობრივი ოჯახებისა, რომლებიც მიწის ნაკვეთების განაწილების მე-3 ეტაპზე ექვემდებარებოდნენ მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას ინდ. ბინათმშენებლობისათვის.
ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის №06.11.105 დადგენილებით მიღებულ იქნა ,,...ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების განაწილების კანონიერების შემსწავლელი დროებითი კომისიის წინადადება (სხდომის ოქმი №3 02.04.2002წ) და დამტკიცდა ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილება თანდართული სიის მიხედვით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების განაწილების შესახებ. ამავე დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს უნდა წარედგინათ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისთვის: ტოპოგრაფიული გეგმა 1:500 მასშტაბი პროექტის შესათანხმებლად; ტექნიკური დოკუმენტაცია ობიექტის რეგისტრაციაში გასატარებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის თანახმად, მიწის მართვის დეპარტამენტისთვის მოქალაქეებს უნდა დაეკვეთათ საკადასტრო რუკა; წარედგინათ სათანადო დოკუმენტები მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში) უფლებრივ რეგისტრაციასთან დაკავშირებით; ასევე, პროექტი უნდა შეეთანხმებინათ გაეროს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების საქალაქო კომიტეტთან და მშენებლობა ეწარმოებინათ მწვანე ნარგავების დაუზიანებლად; აენაზღაურებინათ ...ის გამგეობისთვის ტერიტორიების ტოპოგადაღებასა და დაპროექტებაზე გაწეული ხარჯები; ხოლო არქიტექტურის საქალაქო სამსახურს, მოქალაქეების მიერ 1:500 მასშტაბში ტოპოგრაფიული გეგმის წარდგენის შემდეგ, მათივე დაკვეთით უნდა შეესრულებინა სამშენებლო პასპორტის შედგენისა და წითელი ხაზების ადგილზე გატანასთან დაკავშირებული სამუშაოები.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2018 წლის 29 მარტის საარქივო ცნობის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის №06.11.105 დადგენილების და ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქალაქე ე. ჯ-ს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი.
2020 წლის 28 აპრილს ე. ჯ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში, ... ქ. №16ა-ს მიმდებარედ არსებულ 422 კვ.მ. ფართობის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელი უთითებდა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით გამოეყო ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის №06.11.105 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10.48 გადაწყვეტილების საფუძველზე.
2020 წლის 29 აპრილს დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, რომელშიც დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ №... განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთი წარმოადგენდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 01 მაისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრმა 2020 წლის 01 მაისის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობიდან იმ ფაქტის დასადგენად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის, რომლის მესაკუთრე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია, არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 12 ივნისის №... წერილის თანახმად, ვინაიდან ვაკის რაიონის გამგეობა არ ფლობდა ინფორმაციას 2014 წლამდე შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულების შესახებ, მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
დადგენილია, რომ 2020 წლის 06 ივლისს ე. ჯ-მა №19/01201882135-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 12 ივნისის №... ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 03 აგვისტოს №10-0120216960 წერილით ე. ჯ-ს ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადი იყო, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მისი მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკან უბრუნდებოდა 2020 წლის 06 ივლისის №19/01201882135-01 ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დამატებით წარსადგენი იყო საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფართობი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2020 წლის 17 აგვისტოს ე. ჯ-ის წარმომადგენელმა №... და №... ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 01 მაისის №..., 2020 წლის 16 ივნისის №... და 2020 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 27 აგვისტოს №... წერილის თანახმად, ვინაიდან ვაკის რაიონის გამგეობა არ ფლობს ინფორმაციას 2014 წლამდე არსებული მიწის ნაკვეთების დანიშნულების შესახებ, საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ ის მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს წარმოადგენს თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 01 მაისის №..., 2020 წლის 16 ივნისის №... და 2020 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებები და ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ვაკის რაიონის გამგეობიდან ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დამატებით უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ე. ჯ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შესახებ, ამასთან, გამგეობიდან უნდა გამოთხოვილიყო დადასტურება, რომ ნამდვილად ეს ფართი გამოეყო ე. ჯ-ს.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 სექტემბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2020 წლის 17 სექტემბერს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და 2020 წლის 23 სექტემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ 2020 წლის 23 სექტემბერს №... წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობიდან ე. ჯ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შესახებ, ამასთან, გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა დადასტურება, რომ ნამდვილად ეს ფართი გამოეყო ე. ჯ-ს. ამასთან, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... საკადასტრო კოდით (მესაკუთრე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 სექტემბრის N... წერილით ვაკის რაიონის გამგეობას გაეგზავნა ე. ჯ-ის წარმომადგენლის მიერ N... განცხადებაზე წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია, ეთხოვა, დაედასტურებინა ე. ჯ-ს გამოეყო თუ არა ...ში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 442 კვ.მ. ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, ემსჯელა გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის №... წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ,,როგორც ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10.46 გადაწყვეტილებიდან და ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის №06.11.105 დადგენილებიდან ირკვევა სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის გადაცემისათვის საკმარისად საჭირო გადაწყვეტილებას და საკითხი ექვემდებარებოდა მაშინდელი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შემდგომ ეტაპზე სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლის საფუძველზე მოქალაქეს გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობისა და ნაკვეთის ნომრის მითითებით“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი არ იყო ...ის გამგეობის სამართლებრივი აქტი და ვაკის რაიონის გამგეობა არ ფლობდა ინფორმაციას/დოკუმენტაციას განცხადებაში მოხსენებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლო განხორციელებულ შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა და დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის№... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ 2020 წლის 24 სექტემბრის №... წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობიდან, ხოლო გადაწყვეტილების მიღება გადადებულ იქნა აღნიშნულ წერილზე საბოლოო პასუხის მიღებამდე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 24 სექტემბრის №... წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა 2020 წლის 23 სექტემბრის №... წერილის იდენტური შინაარსი წერილი, დამატებით ეცნობა, რომ 2020 წლის 23 სექტემბრის №... წერილში დაშვებული იყო ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ წერილის ეპიზოდში ,,...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10.48 გადაწყვეტილებიდან” ნაცვლად მითითებულია „...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10.46 გადაწყვეტილებიდან”.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2020 წლის 20 ოქტომბერს ე. ჯ-ის წარმომადგენელმა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის წარმომადგენლის 2020 წლის 20 ოქტომბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 459კვ.მ.
„უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 459 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) რეგისტრაციაში და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა კორექტირებული საზღვრებით, ფართობის უცვლელად, ამ ბრძანებას თანდართული ნახაზის მიხედვით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., კორექტირებული საზღვრებით საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 459კვ.მ.
2020 წლის 19 ნოემბერს ე. ჯ-ის წარმომადგენელმა №19/0120324135-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 და 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდეს ე. ჯ-ის წარმომადგენლის 2020 წლის 19 ნოემბრის №19/0120324135-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 და 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებები.
საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივნისის №003182020 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ №... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დღეისათვის განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და მისი ფართი ნაკლებია 1,25 ჰა-ზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ორი პარამეტრით საკვლევი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 3, ,,თ“ პუნქტის მოთხოვნებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შესახებ, თუმცა აღნიშნული კანონის ამავე პუნქტის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სტატუსის მინიჭება მიწის ნაკვეთისათვის ხდება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივ საკითხს და სცილდება ინჟინერ ექსპერტის კომპეტენციას.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ინდივიდუალური აუდიტორის ,,თ. კ-ის“ 2021 წლის 21 მაისის აუდიტორული დასკვნა (საექსპერტო), რომლის თანახმად: ე. ჯ-ს 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოეყო ...ში, ე.წ. ,,...ის“, ,,...ის“, „...ის“, ,,...ის“, ,,...ს“, ,,...ის“, ...ის მიმდებარედ და დაბის დღევანდელ საზღვრებში არსებულ თავისუფალ ტერიტორიებზე ინდ. ბინათმშენებლობისათვის, ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილების დანართი 48.1-ის (სიითი ნომრით 161) და ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის №06.11.105 დადგენილების მიხედვით; - ქ. თბილისი, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ №... საკადასტრო კოდზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იდენტურია ე. ჯ-ისთვის ინდ. ბინათმშენებლობისათვის განაწილებული/გამოყოფილი მიწის ნაკვეთის, რადგან ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილების დანართი 48.1-ის ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის №06.11.105 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 08 აპრილის №137 ბრძანებულების თანახმად, ნება დაერთო მოეწყო საცხოვრებლად/საკარმიდამოდ 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური სახლის ასაშენებლად; - ე. ჯ-ის მიერ 2007 წლამდე 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა, დასტურდება 2005 წლის ორთოფოტოზე ნაჩვენები მავთულის ღობით და ჭიშკრით, ეზოში განთავსებული სამშენებლო მასალებით, სამშენებლო ნანგრევებით, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება/თანხმობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი საჩივრების ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილების (წერილი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის №... გადაწყვეტილების (წერილი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილების (წერილი), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 ბრძანების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. ასევე მსჯელობის საგანია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალოს გასცეს ე. ჯ-ის 2020 წლის 28 აპრილის №... განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ქ. თბილისი, ...ში, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ე. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
უპირველესად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნებზე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №..., 2020 წლის 25 სექტემბრის №..., 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების (ქ. თბილისში, ...ში, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ე. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) ნაწილში, ყურადღებას გაამახვილებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 164-ე მუხლს და მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მიღებით აღსრულდა ამავე სააგენტოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობიდან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა კანონშესაბამისად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის შეფასებებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმავე სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილში იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს შემდეგს: უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკითხზე მსჯელობის ფარგლებში მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. როგორც საქმის მასალებით დადგინდა ე. ჯ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში უფლების დამდგენ დოკუმენტებად წარდგენილი იქნა ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის №06.11.105 დადგენილება, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10.48 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის N06.11.105 დადგენილება.
საქმეში წარმოდგენილი ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ...ის გამგეობის 2001 წლის 25 ივლისის სხდომის (ოქმი N7) N07.17 და N07.18 გადაწყვეტილებებით დამტკიცდა იმ ადგილობრივ ოჯახთა სია, რომლებიც ადგილობრივი კომისიის გადაწყვეტილებით ექვემდებარებიან მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე გადაწყვეტილების დასაბუთებაზე, რომლის თანახმად, გასანაწილებელი ტერიტორიების საპროექტო - გეგმარებითი დოკუმენტაციის შემდგომმა დამუშავებამ და დაზუსტებამ გამოიწვია აღნიშნული გადაწყვეტილებების დანართებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. გამგეობა აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნებოდა შესაძლებლობა იმისა, რომ დამტკიცებული ოჯახების გარკვეული ნაწილი ამ ეტაპზე ფაქტიურად ნაკვეთის გარეშე დარჩებოდა. ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილება, საკასაციო პალატის შეფასებით, ადასტურებს, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული იყო ზუსტად გასანაწილებელი ტერიტორია, რადგან გამგეობა მიუთითებს სწორედ გასანაწილებელი ტერიტორიების საპროექტო - გეგმარებითი დოკუმენტაციის დამუშავების პროცესზე, რომელმაც გამოავლინა, რომ გასანაწილებელი ტერიტორია ვერ უზრუნველყოფდა თავდაპირველ სიებში მოხვედრილ პირთა სრულად დაკმაყოფილებას. ამის გამო დამუშავდა სია, დაიხვეწა და დაყვანილ იქნა 170 კაცამდე.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილების 48.1 დანართი წარმოადგენს სიას იმ ადგილობრივი ოჯახებისა, რომლებიც მიწის ნაკვეთების განაწილების მე-3 ეტაპზე ექვემდებარებოდნენ მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის. სააპელაციო პალატა მიუთითებს ხსენებული დანართის სახელწოდებაზე: ,,...ში, ე.წ. „...ის“, „...ის“, „...ის“, „...ის“, „...ს“ „...ის“, ...ის მიმდებარედ და დაბის დღევანდელ საზღვრებში არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილება ადგილობრივ მოსახლეობაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დანართის დასახელებაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ...ის გამგეობა კონკრეტული ტერიტორიების გათვალისწინებით ადგენდა მიწის განაწილების სიებს. განმარტებას იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად სიები შედგებოდა, ხოლო გასანაწილებელი ტერიტორია შემდეგ განისაზღვრებოდა, არ გამომდინარეობს ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილებისა და მისი დანართის შინაარსიდან.
...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №10-48 გადაწყვეტილების 48.1 დანართით დასტურდება, რომ სიაში სხვა პირებთან ერთად 161-ე ნომრად მითითებულია ე. ჯ-ი, რომლის გასწვრივ მისამართად დაფიქსირებულია ..., განცხადების შეტანის თარიღად - 31.12.99წ, ძირითადი ჩაწერის თარიღი 1979 წელი, ნაკვეთის ფართი საცხოვრებელ ადგილზე 422, საცხოვრებელი ფართი ერთ სულზე 6.2 კვ.მ.
მხარეები არ დავობენ და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთს წლების მანძილზე ფაქტობრივად ფლობს და მასზე განთავსებული აქვს შენობა - ნაგებობა. ე. ჯ-ის განმარტებით, ნაკვეთის ფლობა - სარგებლობას 2002 წლიდან ახორციელებს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ინდივიდუალური აუდიტორის ,,თ. კ-ის“ 2021 წლის 21 მაისის აუდიტორული დასკვნა (საექსპერტო), რომლის თანახმად, ე. ჯ-ის მიერ 2007 წლამდე 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა დასტურდება 2005 წლის ორთოფოტოზე ნაჩვენები მავთულის ღობით და ჭიშკრით, ეზოში განთავსებული სამშენებლო მასალებით, სამშენებლო ნანგრევებით, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება/თანხმობით. საქმეში ასევე წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივნისის №003182020 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ №... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დღეისათვის განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და მისი ფართი ნაკლებია 1,25 ჰა-ზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ ამ ორი პარამეტრით საკვლევი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 3, ,,თ“ პუნქტის მოთხოვნებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შესახებ, თუმცა აღნიშნული კანონის ამავე პუნქტის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სტატუსის მინიჭება მიწის ნაკვეთისათვის ხდება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივ საკითხს და სცილდება ინჟინერ ექსპერტის კომპეტენციას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებაში მითითებულია ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის N... წერილზე. წერილის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ ...ის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის N10.46 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის N06.11.105 დადგენილება არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის გადაცემისათვის საკმარისად საჭირო გადაწყვეტილებას და საკითხი ექვემდებარებოდა მაშინდელი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შემდგომ ეტაპზე სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლის საფუძველზეც მოქალაქეს გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობისა და ნაკვეთის ნომრის მითითებით. ხსენებულ მოტივაციასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სავალდებულო ვერ იქნება ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის N... წერილში მითითებული განმარტება, ვინაიდან წერილით განმარტებულია კანონმდებლობით რეგულირებული საკითხი. ამდენად, საჭიროების შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ უშუალოდ უნდა იხელმძღვანელოს სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი კანონმდებლობით და თავად უნდა მისცეს შეფასება ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ისევე როგორც სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ნორმებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტის გამოცემამდე და რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო სამსახურში. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტის მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სწორედ აღნიშნულმა შექმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებასთან მიმართებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენების წინაპირობა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) ნაწილში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა ასევე იმსჯელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რომლითაც ე. ჯ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს ე. ჯ-ის წარმომადგენელმა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილზე, ამავე კოდექსის 185-201-ე მუხლებზე და მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში) კანონშეუსაბამობა სახეზეა და მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ.
კასატორების - ე. ჯ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის იმ მოსაზრებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას გამართლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკითხის გადაწყვეტა და აქტის გამოცემა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება და სასამართლოს არ აქვს კომპეტენცია საკითხი მოაწესრიგოს თავად და ასევე იმ მსჯელობაზე, რომ გაუგებარია მითითებული ნორმის გამოყენების საჭიროება განსახილველ შემთხვევაში, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული და გამოკვლეულია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტები, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
რაც შეეხება მოთხოვნას, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, კერძოდ, ქ. თბილისი, ...ში, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ე. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ცალსახად გულისხმობს აღნიშნული საკითხის შესწავლას, რაც მოცემულ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება მოთხოვნებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: ე. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 12 ივნისის №..., 2020 წლის 23 სექტემბრის №..., 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების (წერილები) ბათილად ცნობა. ასევე ითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალოს გასცეს ე. ჯ-ის 2020 წლის 28 აპრილის №... განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გამგეობამ სადავო წერილებში ასახა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ადმინისტრაციულ ორგანოში მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, ე. ჯ-ის საკასაციო საჩვარში არ არის მითითებული რაიმე ისეთი გარემოება, რაც შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველი.
რაც შეეხება სადავოდ ქცეულ - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521, 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებებსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე ე. ჯ-ი ითხოვს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... და 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 106-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებას“ რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების მართვის სააგენტოს ერთ - ერთ ფუნქციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა - რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 459 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისეთ მიწის ნაკვეთს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული კერძო პირის საკუთრებად და არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით არ არსებობდა ადმინისტრაციულ ორგანოსთვის ხელისშემშლელი პირობები იმისთვის, რომ მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებისათვის. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიიღო 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 ბრძანება, რომლის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, შესაბამისად, მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, რომ არ არსებობს მის საფუძველზე მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 სადავო ბრძანებასთან მიმართებაში კი საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების (ფართობის უცვლელად) პროცედურების განხორციელების/გატარების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სააგენტოს. სააგენტომ იხელმძღვანელა მოცემული დებულებით დადგენილი უფლებამოსილებით და მიიღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე კი ცვლილება შევიდა ქ. თბილისში, ...ი, ... ქუჩა №16ა-ს მიმდებარედ არსებული 459 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) რეგისტრაციაში და მიწის ნაკვეთი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა კორექტირებული საზღვრებით, ფართობის უცვლელად. შესაბამისად საქმის განმხილველმა სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 და 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებები კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული, ხოლო აღნიშნულის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სწორად განხორციელდა უძრავი ქონების რეგისტრაცია 2019 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ხოლო კორექტირებული საზღვრებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2019 წლის 17 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც ადასტურებს, რომ მითითებული სადავო ბრძანებებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ჯ-ის წარმომადგენლის 2020 წლის 19 ნოემბრის №19/0120324135-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 09 სექტემბრის №ბ61.01192521 და 2019 წლის 15 ოქტომბრის №ბ61.011928813 ბრძანებები, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ შეფასებას, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1664 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ჯ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს/ნ 202238621 უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2023წ. №17284 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150. ასევე ე. ჯ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. თ-ის მიერ 04.05.2023 წელს სს „... ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჯ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს/ნ 202238621 დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2023წ. №17284 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. ე. ჯ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. თ-ის მიერ 04.05.2023 წელს სს „... ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე