Facebook Twitter

№860აგ-13 17 იანვარი, 2014 წელი

კ-ა ზ 860აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ზ. კ-ა და გ. ხ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 15 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. გ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 ნოემბრიდან.

ზ.კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 15 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ზ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 1 ნოემბრის და 2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდები), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ნოემბრის და 2009 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 6 თვე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 9 თვე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 11 წელი და 3 თვე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი და 9 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ზ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით; ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 4 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად; ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობითად; ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. გ. ხ-ს საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან 11 წელი და 3 თვე მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 ნოემბრიდან.

2013 წლის 22 და 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულებმა - ზ. კ-მ და გ. ხ-მ, რომლებმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მათ მიმართ განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულების - ზ. კ-ა და გ. ხ-ს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა - ზ. კ-მ და გ. ხ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულებმა საჩივრებით ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების - ზ. კ-ა და გ. ხ-ს პიროვნებებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების - ზ. კ-ა და გ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი