Facebook Twitter

№1357აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

ჭ-ე რ 1357აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის განაჩენით რ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ რ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში. რ. ჭ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 13 ოქტომბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ, რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ’’ ქვეპუნქტებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ რ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

რ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 9 თვე და 14 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მან დანიშნული სასჯელიდან სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 წელი, 9 თვე და 14 დღე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2011 წლის 29 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული რ. ჭ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სსკ-ის 63-64-ე მუხლებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, პირობით - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წელი, 14 დღე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან 4 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დარჩენილი ნაწილი - 9 თვე, პირობით - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 29 დეკემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მარტის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული რ. ჭ-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 8 წელსა და 3 თვეს;

მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და შეადგენს 9 თვეს;

საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 8 წლისა და 3 თვის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 1 თვე, 14 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 14 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 29 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. ჭ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. ჭ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ჭ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ჭ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი