Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-107(კ-24) 23 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „კ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 27 იანვარს შპს „კ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის N04/9702 გადაწყვეტილებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის N10/4017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,კ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №10/4017 გადაწყვეტილება შპს ,,კ...ს“ 2020 წლის 21 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 23 აპრილის №04/9702 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პაციენტ ნ. პ-ას სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ მიწოდებული ... კოდი არ მოიაზრება პროგრამული კოდის ... შემადგენლობაში. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №... ინსპექტირების ეტაპზე მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სააპელაციო სასამართლომ შპს ,,კ...ს“ მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასა და სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულის ინფორმაციაზე მითითებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის N04/9702 გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ზოგადად არის აღნიშნული, რომ მიწოდებული ... კოდი არ მოიაზრება პროგრამული კოდის ... შემადგენლობაში. აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება (სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). დასახელებული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა, რომ მართალია ... პროგრამული კოდი არ მოიცავს დიაგნოზს - ... - ..., თუმცა მოიცავს ორივე ... ჩარევას - ...ით, ... - ... და ...ის გამოყენებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ ვერ იქნა მოძიებული ისეთი პროგრამული კოდი, რომელიც მოიცავდა როგორც ორივე დიაგნოზს - ... - ... და ...ის გარეშე, ასევე, ორივე ... ჩარევას - ...ით, ... - ... და ...ის გამოყენებით. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებითი წარმოებისას უნდა გამოიკვლიოს კონკრეტულად რა პროგრამული კოდით უნდა მომხდარიყო სამედიცინო შემთხვევის გადაცემა, რომელიც სრულად მოიცავდა ზემოთ მითითებულ ორივე დიაგნოზს (... და ...) და ორივე ... ჩარევას (... და ...). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს ამგვარი კოდი მითითებული ვერ იქნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 23 აპრილის №04/9702 გადაწყვეტილება №... სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო შემთხვევის არსებით გარემოებათა დადგენის გარეშე იყო მიღებული, რის გამოც იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარებოდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე იყო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №10/4017 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, რის გამოც იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ცნობილი ბათილად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული სადავო საკითხი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით, შპს „კ...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი, შპს ,,კ...ს“ მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ პაციენტი ნ. პ-ა 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2019 წლის 11 სექტემბრამდე მკურნალობდა სტაციონარში, დიაგნოზით: ... .../... (03/09/2019 15:46-); ...ის გარეშე/...; ... (თანმხლები); I10 ... (თანმხლები), ...; ... (თანმხლები), ...; ... (04/09/2019 10:50 – 04/09/2019 14:05), ...ით და ..., ..., .... ჩატარებული მკურნალობა: ... ... და ...ის გამოყენებით. სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში გაკეთდა ... ...ით, ზომა ...; ...ით. გაკეთდა ...ით ...; ... სტაციონარი.

დადგენილია, რომ ინფორმაცია ზემოაღნიშნული შემთხვევის თაობაზე სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემული იქნა ...ის კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., დიაგნოზი: ...- ..., ჩარევები ... - ...ით, ... - ... და ...ის გამოყენებით.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №04/9702 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტ ნ. პ-ას სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ მიწოდებული ... კოდი არ მოიაზრება პროგრამული კოდის ... შემადგენლობაში. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №..., ინსპექტირების ეტაპზე მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №04/9702 გადაწყვეტილება შპს ,,კ...ს“ მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2020 წლის 21 მაისს. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის N10/4017 გადაწყვეტილებით, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №04/9702 გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებისთვის პაციენტ ნ. პ-ასთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, მიწოდებული ... კოდი არ მოიაზრებოდა პროგრამული კოდის ... შემადგენლობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილებაში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული, რომ მიწოდებული ... კოდი არ მოიაზრება პროგრამული კოდის ... შემადგენლობაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ დგინდება, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება, ასევე არ ასახელებს თუ რომელი პროგრამული კოდი უნდა მიეთითებინა შპს ,,კ...ს“. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო აქტის - 2020 წლის 23 აპრილის №04/9702 გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ შეფასება.

საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ... პროგრამული კოდი არ მოიცავს დიაგნოზს - ... - ..., თუმცა მოიცავს ორივე ... ჩარევას - ...ით, ... - ... და ...ის გამოყენებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სწორედ იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ ვერ იქნა მოძიებული ისეთი პროგრამული კოდი, რომელიც მოიცავდა როგორც ორივე დიაგნოზს - ... - ... და ...ის გარეშე, ასევე, ორივე ... ჩარევას - ...ით, ... - ... და ...ის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი კოდი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ვერცერთ ეტაპზე ვერ იქნა მითითებული. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გამოიკვლიოს კონკრეტულად რა პროგრამული კოდით უნდა მომხდარიყო სამედიცინო შემთხვევის გადაცემა, რომელიც სრულად მოიცავდა ზემოთ მითითებულ ორივე დიაგნოზს (... და ...) და ორივე ... ჩარევას (... და ...).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №04/9702 გადაწყვეტილების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება აღნიშნული გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის N10/4017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის თაობაზეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 23 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის 70% - 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 23 თებერვლის N05909 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის 70% - 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300183150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი